Underground military storage of 155mm artillery gun shells - 3D rendering
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор.НЕТ  უკრაინა

 

             ჩეხეთის ინიციატივისთვის, 800 ათასი ჭურვის შესყიდვის შესახებ, მოხერხდა სრული დაფინანსების გამოძებნა

ამის შესახებ წერს , გამოცემა Bloomberg-ი ინფორმაციულ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება Цензор.НЕТ-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ  ჭურვები, აუცილებელი სახსრების მოკრებიდან რამდენიმე კვირაში, მიეწოდება უკრაინას.

ზუსტი ვადა დამოკიდებულია საკონტრაქტო და მიწოდების გრაფიკებზე და მან შეიძლება გადაიწიოს.

ვარაუდობენ, რომ ამ კვირის ბოლოს, გაიმართება დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით და შეხვედრის პროცესში დაზუსტდება ამ წამოწყების დეტალები.

 Bloomberg-ი თვლის, რომ უკრაინას სჭირდება არანაკლებ 200 000 ჭურვი ყოველთვიურად, რათა გააგრძელოს ბრძოლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. ქვეყანა-აგრესორი ყოველდღიურად 3-5-ჯერ მეტ ჭურვს იყენებს, ვიდრე უკრაინული მხარე.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჩეხეთის პრემიერ ფიალას განცხადებით, 15 ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი შეუერთდეს, ევროპის გარეთ უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესყიდვის ინიციტივას.

ნიდერლანდები კი საამისოდ 100 მილიონ ევროს გამოყოფს.

ჩეხეთის ინიციატივას 800 ათასი ჭურვის, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა უკრაინისთვის შესყიდვისათვის, ერთობლივად დააფინანსებენ სხვადასხვა ქვეყნები და პირველი მიწოდებები კიევისთვის, შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე კვირაში.

 

By admin