Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Breitbart  აშშ

კურტ ზინდელკა

 

ბრექსითის არქიტექტორ ნაიჯელ ფარაჟთან ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა – ნატოელ მოკავშირეებს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი ბოროტად სარგებლობენ აშშ-ს გულუხვობით და უარს ამბობენ „სამართლიანი წილის“ გაღებაზე

გასულ თვეში თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა  და ამჟამინდელმა კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, გამოიწვია საერთაშორისო მედიისა და გლობალისტ-პოლიტიკოსთა რისხვა, როცა ახსენა უფლება. რომლის თანახმად აშშ-ს შეუძლია, არ მიუერთდეს ნატოს მეხუთე მუხლს, რომელიც ალიანსის ყველა წევრს ავალდებულებს, მხარდაჭერა აღმოუჩინოს ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხმებიან.

სამხრეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოსვლაში, ტრამპმა ახსენა ერთ-ერთ ევროპელ ლიდერთან შეხვედრა, როცა ექსპრეზიდენტმა მას ამცნო, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აშშ არ აპირებდა მათ დასაცავად ომში საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნას. ამას მოჰყვა ხუმრობა, რომ მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ის ყველანაირად „წაახალისებდა“ რუსებს, ეკეთებინათ „ყველაფერი, რაც სურდათ“.

ალიანსის ინსაიდერებმა, ეს კომენტარი გაფრთხილებად აღიქვეს, ტრადიციულმა მედიამ კი ყოველივე ნატოზე თავდასხმად შერაცხა. აი, რა განაცხადა  ამ მედია-ფურორის შესახებ ნაიჯელ ფარაჟთან ინტერვიუს დროს არხ GBNews-ზე ყოფილმა პრეზიდენტმა: „ის რაზეც ვსაუბრობ – მოლაპარაკების ფორმაა, რატომ უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ დიდძალი ფული, მათ მაგივრად კი აშშ იხდის, როცა მე იქ ჩავედი, ყველაფერი დავალაგე. შემდეგ მათ ისევ შეწყვიტეს დაფინანსება. ახლა კი ისევ განაახლეს. ფულის გადახდა მოხერხდა იმ კომენტარების წყალობით, რომლებიც ჩემს მიერ 2 კვირის წინ გაკეთდა. არ ვიცი, იცით თუ არა ამის შესახებ, მაგრამ ფული სწორედ ამის მერე წამოვიდა“.

ტრამპის თქმით, მილიარდიანი ნაკადი დაიძრა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა: „რაკი არ იხდით, ჩვენ არ დაგიცავთ“. „ჩემი წყალობით ნატომ შეიძინა ძალა, ახლა ალიანსი აშშ-ს უნდა მოექცეს სამართლიანად, რადგან აშშს გარეშე ალიანსი უბრალოდ ვერ იარსებებს“- განმარტა მან.

ტრამპი დიდი ხანია აკრიტიკებს ნატოელ მოკავშირეებს, რომლებსაც არ შეაქვთ სამოკავშირეო წილი ალიანსის ბიუჯეტში – ეს ეხება მდიდარ ქვეყნებს, განსაკუთრებით გერმანიას. ეს ქვეყნები კი ფულს ხარჯავენ სოცუზრუნველყოფასა და ჯამრთელობის დაცვაზე, ასევე აფინანსებენ ე.წ. თავშესაფრის მაძიებლებს. მაგალითად 2018 წელს, პრეზიდენტმა გერმანიას რუსეთის „მძევალი“ უწოდა, რადგან ეს ქვეყანა რუსეთს  უხდიდა მილიარდობით დოლარს ბუნებრივი აირისთვის და იმავდროულად ითხოვდა მოსკოვისგან მის დაცვას.

„ნატოს წევრები არ იხდიდნენ ჩემი მმართველობის დასაწყისში. მე ჩავედი მათთან, ვნახე რა ხდებოდა და ვუთხარი: „ყველას მოგიწევთ დავალიანების დაფარვა“. მეორე შეხვედრის დროს, კი ყველას გვარიანი წკიპურტი ვუთავაზე ცხვირში“- უთხრა ფარაჟს ტრამპმა.

როგორც მაშინ, ახლაც ნომენკლატურული მედია ტრამპის მკვეთრ განცხადებებს ევროპელ მოკავშირეებზე, ალიანსზე თავდასხმად განიხილევს. თუმცა 2019 წელს, ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ გამოსვლების ფონზე, ევროპულ ქვეყნებსა და კანადაში თავდაცვის ხარჯები 100 მილიარდით გაიზარდა.

სულ ახლახან ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა სერ რიჩარდ დიარლავმა მაღალი შეფასება მისცა ტრამპის პოზიციას და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა შემდეგი: „მე მხარს ვუჭერ იმას, რაც ტრამპმა გაააკეთა პრეზიდენტობის პირველი ვადაში, როცა ნატოს, განსაკუთრებით გერმანელებს, ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა. პროგრესი თვალსაჩინოა, კარგია თუ გერმანელები მართლაც დაიწყებენ სერიოზული სახსრების ხარჯვას გადაიარაღებაზე – არადა მათ სწორედ ამის გაკეთება მართებთ, გერმანიის ეკონომიკიდან გამომდინარე“.

ტრამპმა ჟურნალ Brexiteer-თან ინტერვიუში აღნიშნა: „არ გამოდის სამართლიანი. მათ კი ეს უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენ – ოკეანის გადაღმა…“

თუმცა, როგორც ყოფილმა და შესაძლოა მომავალმა პრეზიდენტმა განაცხადა, თუ ევროპელები სამართლიან წვლილს შეიტანენ ამ საქმეში, შეერთებული შტატები „ასი პროცენტით“ დადგება მათ გვერდით.

 

By admin