Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Journal du Dimanche        საფრანგეთი

კლემან მარნა

 

  ერთი თვის წინ, ემანუილ მაკრონმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს დასავლური სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას უკრაინაში. ეს იდეა, დღემდე იწვევს საყოველთაო აღშფოთებას. იტალიის ვიცე-პრემიერმა, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – მატეო სალვინიმ, გასულ შაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საფრთხეს წარმოადგენს ევროპის მომავლისთვის

ამა წლის თებერვალში, ემანუელ მაკრონმა თავს დაიტეხა საფრანგეთის პოლიტიკური ოპოზიციისა და ნატოს ქვეყნების ლიდერთა რისხვა, როცა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს დასავლური შენაერთების უკრაინაში გაგზავნას – რუსეთის დასამარცხებლად. ერთი თვის თავზე, პრეზიდენტი ისევ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, ამჯერად იტალიის ვიცე-პრემიერისა და მემარჯვენე პარტია – „ლიგას“ წევრის, მატეო სალვინის მხრიდან.

                     „საშიში, ზღვარგადასული და ირაციონალური“ განცხადება

ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც 23 მარტს, რომში გაიმართა, ევროპარლამენტის ჯგუფის „ იდენტობა და დემოკრატიის“ ინიციატივით, იტალიელმა პოლიტიკოსმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ემანუილ მაკრონის გახმაურებულ განცხადებაზე და მას „უკიდურესად საშიში, ზღვარგადასული და ირაციონალური“ უწოდა. მატეო სალვინი ამას არ დასჯერდა: „ მე ვთვლი, რომ პრეზიდენტი მაკრონი თავისი გამონათქვამებით წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნისა და მთელი კონტინენტისთვის“.

სალვინი – პარტია „ლიგას“ წარმომადგენელია, რომელიც გაერთიანებულია მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში, რომელსაც სათავეში პრემიერ-მინისტრი ჯორჯი მელონი უდგას. სალვინიმ ემანუელ მაკრონს, „ომის გამჩაღებელი უწოდა, რომელიც  ამაზე (ომზე), ისე ლაპარაკობს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენაზე“. კონფერენციაზე, რომლის დღის წესრიგში ასევე მოექცა ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, მატეო სალვინიმ განაცხადა: „ჩვენ არ გვინდა შთამომავლობას დავუტოვოთ კონტინენტი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე იქნება“.

By admin