Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Junge Welt  გერმანია

იორგ კრონაუერი

 

  შესაძლებლობა იმისა, რომ თავიდან აგვეცილებინა 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული კონფლიქტი, საკმარისზე მეტი იყო. რა თქმა უნდა, რუსეთს არ უნდა შეეყვანა ჯარები უკრაინაში, მაგრამ არც ნატოსთვის დაუძალებია ვინმეს, უარეყო წინადადება, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა 2021 წლის ბოლოს გაააკეთა

მისი არსი შემდეგში მდგომარეობდა: თუ ალიანსი აღარ გაფართოვდებოდა, მაშინ უკრაინის წინააღმდეგ არავითარი სამხედრო ზომა არ გატარდებოდა. სწორედ ასე განმარტა მოსკოვის წინადადება ნატოს გენმდივანმა 2023 წლის სექტემბერში, ევროპარლამენტის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას. „რა თქმა უნდა, ჩვენ მას არ დავთანხმდით“ – ტრაბახობდა სტოლტენბერგი. მიზეზი მარტივია, დასავლურ ელიტებს, რომლებიც მიეჩვივნენ მბრძანებლობას, არ შეეძლოთ ნატოს გაფართოებაზე უარი ეთქვათ. ეს კი ნიშნავს, რომ ბოლო შანსი აღმოფხვრილიყო კონფლიქტი, ხელიდან იქნა გაშვებული.

თუმცა იყო იმის შესაძლებლობა, რომ ომი, თუნდაც საწყის სტადიაზე დასრულებულიყო. 2023 წლის ბოლოს, გადამდგარმა პოლკოვნიკმა ვოლფგანგ რიხტერმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდს წარუდგინა რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების ანალიზი, რომელიც თურქეთ-ისრაელის შუამავლობით, დაიწყო 2022 წლის 28 თებერვალს და ის  შეწყდა 18 მაისს კიევის გადაწყვეტილებით. რიხტერი მივიდა  ასეთ დასკვნამდე: ნატოს რომ მოენდომებინა კომპრომისული ვარიანტის მხარდაჭერა, მაშინ შეიძლებოდა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება. მაგრამ დასავლურმა ქვეყნებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. მაგალითად, 9 აპრილს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა  – ბორის ჯონსონმა, კიევს ურჩია საბრძოლო მოქმედების გაგრძელება – დასავლური იარაღის საშუალებით. რაც ნიშნავს, რომ კონფლიქტის დასრულების პირველი შესაძლობა, ხელიდან იქნა გაშვებული.

ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ერთი წლის წინ, ჩინეთმა წარმოადგინა 12-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო ნაბიჯები რუსეთ- უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისთვის. დასავლეთმა განაცხადა, რომ კიევს მოლაპარაკებამდე უნდა უკუეგდო რუსული ძალები მასშტაბური საგაზაფხულო კონტრშეტევის შედეგად და წნეხი უნდა მიეტანა მოსკოვზე. აი ასე გაიფლანგა – კიდევ ერთი შესაძლებლობა.

აწუხებს თუ არა ეს დასავლეთს? რაღაც არა მგონია, ამბობს ჟურნალ The Economist-ის მთავარი რედაქტორი – ზიანი მინტონ ბედოუსი. „ უკრაინისთვის იარაღის მიცემა, ეს ალბათ ყველაზე იაფი საშუალებაა აშშ-სთვის, რათა დაასუსტოს თავისი მოწინააღმდეგე – რუსეთის სახით“, განაცხადა მან. მეორე მხრივ, ბერლინი შიშობს (რაც თავდაცვის მინისტრმა – ბორის პისტორიუსმა, მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აღიარა) რომ მოსკოვმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას გერმანიის დომინაციას აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ამდენად უკრაინის შესახებ დადგენილებაში, რომელიც ბუნდესტაგმა სამშაბათს 22 თებერვალს მიიღო, ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა „წააგოს“. ეს იმასაც ნიშნავს, რომ კიევმა ბრძოლა არ უნდა შეწყვიტოს. თუ გერმანია გააგრძელებს უკრაინისგან გამარჯვების მოთხოვნას, მაშინ ცეცხლის შეწყვეტის შანსი, რა თქმა უნდა, აღარ იარსებებს.

By admin