Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Fakt  პოლონეთი

ლუკაშ კოვალსკი

 

მოინდომებს რუსეთი სახმელეთო დერეფნის გაჭრას კალინინგრადამდე? ასეთ სცენარს განიხილავდა რადიოსადგურ TOK FM-ის ეთერში, უსაფრთხოებისა და კრიზისის მართვის ექსპერტი – მარცინ სამსელი. გენერალ ვალდემარ სკშიპჩეკის აზრით, ეს ვარიანტი არარეალურია.

                      დაესხმება თუ არა თავს რუსეთი – პოლონეთს? „მას არა აქვს ამის პოტენციალი“

„ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, რომელიც კალინინგრადის ოლქად იწოდება, იქნება ლიკვიდირებული. რუსეთთან ომის შემთხვევაში, არავინ მოისურვებს (ამას უბრალოდ ვერ დაუშვებს) საკუთარი პასუხისმგებლობის ზონაში, კალინინგრადში, რუსი სამხედროების ყოფნა აიტანოს“ – განუცხადა გამოცემა FACT-ს სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა.

გენერალ სკშიპჩაკის აზრით, პოლონეთს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის მხრიდან თავდასხმის. „რუსეთს არა აქვს სამხედრო ოპერაციების ჩატარების პოტენციალი. მისი ძალები მთლიანად კონცენტრირებულია უკრაინის კონფლიქტზე, ხოლო ზურგის ნაწილები, ამინდს ვერ შექმნის. რუსებს არ ჰყოფნით პირადი შემადგენლობა, ტექნიკა… ტანკები და სხვა საშუალებები. მშვიდად, ნუ მივეცემით პანიკას. სადღეისოდ რუსეთს არ შეუძლია ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წამოწყება“- აღნიშნა გენერალმა.

                              რომელი მიმართულებაა ყველაზე საშიში? გენერალი განმარტავს

და მაინც, რა მოხდება, თუ რუსეთმა თავდასხმა გადაწყვიტა? გენერალმა განმარტა, თუ რომელი რეგიონია ყველაზე მოწყვლადი. „რა თქმა უნდა, ეს არის ბრესტი-ვარშავის მიმართულება. აქ მათ შეუძლიათ პირველი დარტყმის მოყენება, რადგან ეს მარშრუტი, მათთვის ყველაზე ხელსაყრელია. მაშინ, ამ მიმართულებაზე, მათ უნდა დაგეგმონ საფორტიფიკაციო სამუშაოები. ამ დროისთვის, მე ვერ ვხედავ ასეთ საფრთხეს, რადგან რუსებს არ გააჩნიათ შეტევითი პოტენციალი. ყოველივე ეს ბრიყვული ფანტაზიებია“ – ასე შეაფასა სახმელეთო ჯარების  ყოფილმა სარდალმა  აღნიშნული სცენარი.

გენერალმა ასევე გააკეთა კომენტარი – გაზეთ Rzeczpospolita-ს პუბლიკაციაზე, რომელიც გვატყობინებს რუსეთ-ბელორუსის საზღვრისპირა ზოლზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

„ჩატარებული სამუშაოების რეზულტატი – დროებითია და მას არაფერი აკავშირებს თავდაცვით სიმაგრეებთან. ომის შემთხვევაში, არმია ქმნის მტკიცე საფორტიფიკაციო თავდაცვით ხაზებს.

ეს ძირითადად ხდება სამშვიდობო პერიოდში – ომის დაწყების შემდგომ, ამისთვის არავის სცალია. ამჟამად მუშაობა მიდის სახელდახელო რეჟიმში. ამას არაფერი აქვს საერთო საომარი პოზიციების მომზადებასთან“ – აღნიშნა გენერალმა სკშიპჩაკმა.

 

 

By admin