Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

  Military Watch Magazine   აშშ

 

17 თებერვალს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ავდეევკა, დონბასში და უკრაინელ მებრძოლებს მიაყენეს უზარმაზარი ზიანი – იტყობინებიან, რომ რუსული შეტევის პიკზე, უკრაინული არმიის დანაკარგი ყოველდღიურად 1 500 კაცს შეადგენდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ – გამოაქვეყნა დრონის ჩანაწერი, რომლის კადრებში ჩანს, უკრაინელთა უკანდახევის დასაწყისი: სახმელეთო შენაერთები გადიან ქალაქიდან, მათი ნაწილი ფეხით გადაადგილდება და ტოვებს ტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას

ნიშანდობლივია, რომ უკანდახევა ფაქტობრივად დაიწყო,  ბრძანებამდე ერთი დღით ადრე, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ბრძანება გაიცა იმიტომ, რომ მიჩქმალულიყო პოზიციების თვითნებური მიტოვების ფაქტი. კადრებში ისიც ჩანს, რომ გასვლის პროცესში, უკრაინულ ნაწილებს ბომბავს რუსული არტილერია და მწყობრიდან გამოდის უკრაინული არმიის საბრძოლო მანქანები.

დასავლურმა წყაროებმა რუსეთის წარმატება ამერიკული დახმარების „გაყინვას“ მიაწერეს, ვინაიდან უკრაინული მხარე საბრძოლო მასალების მწვავე დეფიციტს განიცდიდა მაშინაც კი, როცა ქვეყანას, ასე თუ ისე, მიეწოდებოდა ამერიკული იარაღი. მას შემდეგ, ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა.

ფრონტის წინა ხაზზე გამოკითხული პირადი შემადგენლობა, გამუდმებით იტყობინებოდა, რომ თავდაცვითი პოზიციები, წუთი-წუთზე მოირღვეოდა, რადგან მებრძოლები განიცდიდენ ცოცხალი ძალისა და ჭურვების „შიმშილს“.

ზოგიერთმა რუსულმა და უკრაინულმა წყარომ გვაცნობა, რომ უკანდახევისას, უკრაინულმა მხარემ დატოვა უამრავი დაჭრილი, ხოლო უკრაინის მთავრობამ აღიარა, რომ უკრაინელი სამხედროების ნაწილი ტყვედ ჩავარდა. რამდენიმე მედიასაშუალებამ გაუშვა რგოლები, რომლებშიც დაჭრილები ჩივიან, რომ ისინი, უბრალოდ მიატოვეს. შეფასებები – დაჭრილთა და ტყვედ ჩავარდნილთა რაოდენობის შესახებ, განსხვავებულია, გამომდინარე საინფორმაციო საშუალებების სიჭრელიდან.

By admin