Gazeta.pl პოლონეთი
პირველი ცნობები GLSDB-ის მიწოდების შესახებ, გაჩნდა 2023 წლის თებერვალში. მაშინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კიევს გადასცემდა 150 კილომეტრის სიშორის რაკეტებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინული არმიის შესაძლებლობებს და ის მოახერხებს, შეუტიოს რუსულ სამიზნეებს ფრონტის ხაზის სიღრმეში. გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ ახლა, მას შემდეგ, რაც დასრულდა – ახალი ვერსიის რამდენიმეთვიანი გამოცდა
რას წარმოადგენს GLSDB? ეს არის მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა სარაკეტო ძრავით. ის შეიმუშავეს კომპანიებმა – Boeing-მა და Saab-მა. იარაღი შეიქმნა ავიაბომბის – GBU-39 Small Diameter Bomb-ის ბაზაზე ( ეს ტიპი გამოიყენება აშშ-სა და რიგი ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ). GLSDB-ს ბომბი – განკუთვნილია სახმელეთო გამშვები სისტემებისთვის, როგორიცაა HIMARS-ი. გაშვებისა და სარაკეტო ძრავის გამოყოფის შემდეგ, ის აგრძელებს მოძრაობას პლანირების რეჟიმში, რაც ეფექტიანობას 150 კილომეტრამდე ზრდის.
უკრაინა იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს GLSDB-ის. ამ ტიპის იარაღი შეიმუშავეს 2019 წელს. წარმატებული გამოცდის მიუხედავად,
Boeing-მა და Saab-მა გადაწყვიტეს, არ გაეყიდათ ის. იარაღის დებიუტი შედგება უკრაინის საბრძოლო ველზე.
„მაღალი სიზუსტის ბომბები, უკრაინის არმიაში გამოჩნდება მისთვის კრიტიკულ მომენტში, როცა კიევს უთავდება იარაღი, კერძოდ საარტილერიო ჭურვები“ – აღნისნა პორტალმა – POLITICO.
როგორც გამოცემა Gazeta.pl-ი უკვე იტყობინებოდა, 30 იანვარს, აშშ-ს სახელმწიფო დაწესებულებების ინსპექტორები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სააგენტოების თანამშრომლები – ჩავიდნენ კიევში. მათ უნდა შეაფასონ ის, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება აშშ-ს დახმარება.
კონფლიქტი უკრაინაში. დასავლეთი ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალათა მიწოდებას
23 იანვარს, რამშტაინში გაიმართა უკრაინის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება, იარაღისა და ტექნიკის მიწოდების შესახებ, ღონისძიებაზე არ გაკეთებულა. გერმანიამ გამოაცხადა ექსპლუტაციიდან მოხსნილი ვერტმფრენების – SEA KING-ის გადაცემის შესახებ, რომლის მიწოდება დაგეგმილია ამა წლის მეორე კვარტალში, კანადა კი კიევს 10 პონტონს მიაწვდის“ – იტყობინება აღმოსავლური კვლევების ფონდი.
როგორც აღმოჩნდა, დასავლეთს არ შეუძლია იმდენი საარტილერიო ჭურვის მიწოდება, რანდენსაც ის აწვდიდა კიევს ომის პირველ თვეებში. „მაშინ უკრაინა იყენებდა 5 ათას ცალ ჭურვს დღე-ღამეში, 2023 წლის შეტევის პიკზე კი 7 ათას ცალს. დასავლური მხარდაჭერის კლებამ უკრაინელები მიიყვანა იქამდე, რომ გასულ წელს, მათ შეეძლოთ 2 ათასი ჭურვის გასროლა დღე-ღამეში ანუ ხუთჯერ ნაკლების, ვიდრე რუსეთი მოიხმარდა“ – აღნიშნავენ ცენტრის ანალიტიკოსები.