Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Guardian  დიდი ბრიტანეთი

შონ უოკერი

 

 ვლადიმირ ზელენსკის წინაშე, უახლოეს თვეებში დადგება რთული ამოცანა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, უკვე მესამე წელს ითვლის და უკრაინის პრეზიდენტს, სულ უფრო უჭირს წონასწორობის შენარჩუნება

უკრაინული საზოგადოება გაწამებულია ომით, საერთაშორისო მხარდაჭერა კი იკლებს, რასაც მოსდევს საბრძოლო მასალების კრიტიკული უკმარისობა ფრონტზე. იმავდროულად, უკრაინელთა უმრავლესობა არ იზიარებს სამშვიდობო შეთანხმების იდეას, რადგან თვლის: მას არა აქვს რაიმე მექანიზმი, რომ აიძულოს მოსკოვი დაიცვას შეთანხმება, ამდენად რუსეთი ამას გამოიყენებს  ძალების შესავსებად და ხელახლა დაარტყამს უკრაინას.

მორიგ პრესკონფერენციაზე, რომელიც კვირას გაიმართა (ომის დაწყების 2 წლისთავიდან მეორე დღეს), ზელენსკიმ გვამცნო, თუ რამდენად მაღალი იქნება წელს ფსონები.

„პირველი წელი – ეს იყო თავის გადარჩენა, უბრალოდ თავის გადარჩენა… მეორე წელი იყო მდგრადობისა და წინააღმდეგობის პერიოდი… მესამე იქნება გადამწყვეტი. ეს არის შიდა და გარე გამოწვევების წელი“.

ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინის მომავალი დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, ეს განსაკუთრებით  ითქმის – განწყობებზე ვაშინგტონში: „ გადამწყვეტი იქნება არჩევნები შტატებში და მაშინ გავიგებთ თუ რა გველის“ – თქვა მან. ამ განცხადებით, ზელენსკი მაქსიმალურად მიუახლოვდა იმ თეზას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება, უკრაინისთვის სრული კატასტროფა იქნება. რაც შეეხება დახმარების პაკეტს, რომელიც აშშ-ს კონგრესში გაიჩხირა, ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ერთი რამ თქვა: „ვფიქრობ იქნება დადებითი პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავფიქრდები თუ რა სამყაროში გვიწევს ცხოვრება.“

ამ საგარეო პრობლემების გარდა, რომლებიც დიდწილად მის კონტროლს მიღმაა, ზელენსკისთვის მიმდინარე წელი შესაძლოა (შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით), მძიმე გამოდგეს. მართალია, მას ხალხში კვლავინდებურად მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ის უკვე აღარ არის შეუვალი ავტორიტეტი – უკრაინაში ბრუნდება პოლიტიკური კონკურენცია.

ორი წლის წინ, როცა რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ინტერვენცია, ზელენსკის უარმა, დაეტოვებინა კიევი და მისმა მგზნებარე ვიდეომიმართვამ, ბევრი აღაფრთოვანა უკრაინაში და მის საზღვრებს გარეთ. თუმცა ბოლო დროს, გაჩნდა მოსაზრება, რომ ზელენსკის გუნდი მუშაობს, ისევ „ ბუნკერის რეჟიმში“ – ომის პირველი დღეების მსგავსად და ქვეყნის სასიცოცხლო საკითხებს ვიწრო წრეში წყვეტს. რამდენიმე წყარომ აღნიშნა, რომ 2 წლის განმავლობაში მიმდინარე ომში ჩაბმული ქვეყნის მეთაური, ბოლო თათბირებზე გამოფიტული გამოიყურებოდა. კვირას ის გამოჩნდა, რადგან სურდა წარმოჩენილიყო ისე, რომ პრეზიდენტი ძველებურად აკონტროლებს სიტუაციას და მხნეობას არ უჩივის. დროდადრო პრეზიდენტი მოგვაგონებდა იმ დროს, როცა ის მხიარული კომედიური მსახიობი იყო. კითხვაზე, რას ეტყვის პუტინს,  ახლა რომ დაერეკოს, მან მახვილგონივრულად უპასუხა: „არ დარეკავს, რადგან მობილური ტელეფონი არა აქვს.“

თუმცა რამდენჯერმე, როცა ზელენსკის დაჟინებით ჰკითხეს საშინაო ვითარებაზე, მან ყრუ თავდაცვა ამჯობინა. როცა იაპონელი ჟურნალისტი დაინტერესდა, შეეძლო თუ არა მკაფიოდ აეხსნა, რატომ გაათავისულა ვალერი ზალუჟნი (რასაც ბევრი, გენერლის მაღალი რეიტინგზე გაღიზიანებით ხსნის), ზელენსკიმ მოკლედ მოჭრა, რომ ეს იყო შიდა საქმე და მყისვე გადავიდა მომდევნო კითხვაზე. ასევე აგდებით მოეკიდა  კითხვას  СБУ-ს მხრიდან ჟურნალისტების თვალთვალზე.

ცდილობს რა მთელი სამყარო შეჰყაროს უკრაინის მხარდასაჭერად, ზელენსკი რჩება დამაჯერებელ ორატორად…

„ჩვენ გვჭირდება მხნეობა და გამძლეობა, რათა გადავრჩეთ. წელს გაირკვევა, თუ როგორ დამთავრდება  ეს კონფლიქტი“ – განაცხადა ზელენსკიმ.

By admin