Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Forbes  აშშ

დავიდ ექსი

 

 თითქმის 2 წელი (რუსეთთან კონფლიქტის დაწყებიდან), უკრაინული არმიის 110-ე მექანიზებული ბრიგადა იცავდა ავდეევკას, საყრდენ პუნქტს ოკუპირებული დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით, აღმოსავლეთ უკრაინაში

თუმცა ბოლო დღეებში – 2 000-მა გადარჩენილმა მებრძოლმა, როგორც იქნა გადაწყვიტა პოზიციებიდან გასვლა, რადგან  მოწინააღმდეგე მათ ალყაში აქცევდა ნახევრად დანგრეულ ქალაქში, რომელშიც ოდესღაც 30 000 კაცი ცხოვრობდა. აქ ძირითადად მძიმე მრეწველობის ობიექტები იყო განლაგებული.

ქანცგაწყვეტილი 110-ე ბრიგადა გადის ავდეევკიდან, ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინული (მე-3 მოიერიშე) ბრიგადის არტილერიის გრგვინვის ქვეშ. უკრაინულ არმიაში ასეთი ბრიგადა სულ ორია – მესამე და მეხუთე და როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ისინი მოამზადეს შტურმისთვის ანუ შეტევითი ოპერაციებისთვის.

ავდეევკაში – უკრაინელები ჩამორჩებიან მოწინააღმდეგეს ცოცხალ ძალასა და შეიარაღებაში, ამდენად ისინი თავდაცვაზე არიან გადასულნი.

საარტილერიო ჭურვების უკიდურესი უკმარისობის გამო (რაც გამოწვეულია იმით, რომ პრორუსი რესპუბლიკელები აბრკოლებენ უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას), აგერ უკვე შემოდგომიდან, უკრაინული ბრიგადების ნარჩენები, ავდეევკასა და მის შემოგარენში ძლივძლივობით აკავებენ რუსულ არმიას, რომელიც არაერთ ბრიგადას ითვლის.

უშვებს რა მოიერიშე ბრიგადას თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის მეთაურობა, პრაქტიკულად ახორციელებს „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგიას – იგულისხმება მოქნილი, მობილური და აგრესიული თავის დაცვა.

მე-3 მოიერიშე ბრიგადის აქტიური თავდაცვის ტაქტიკა, სრული სახით წარმოჩნდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში, ის განალაგეს კოქსოქიმიურ ქარხანაში, ავედეევკის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით. ამერიკული წარმოების ჯავშანმანქანა MaxxPro-ს მემიზნე-მსროლელმა ჩაფხუტის სამაგრი კამერით გადაიღო თუ როგორ მიქრის მისი მანქანა კოქსოქიმიური ქარხნის გზებზე, თავად მებრძოლი კი ისვრის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან  M-2.

ბრიგადის მიზანი ნათელია, შეინარჩუნოს კოქსოქიმიური ქარხანა, რომელიც უნდა იქცეს ჩრილოეთის საყრდენ პუნქტად (გაცილებით დახურული ფრონტის ხაზზე) განახლებული უკრაინული გარნიზონისთვის დასავლეთ ნაწილში.

ბრიგადის ტაქტიკა მოიცავს სწრაფ გადაადგილებას და უეცარ ცეცხლს მანევრირებადი დაჯავშნული ტექნიკის გამოყენებით. მემიზნის გადაღებულ ვიდეოზე, ჯავშანმანქანის გვერდით ფეთქდება რუსული ნაღმი და საარტილერიო ჭურვი, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სარისკოა  ბრძოლის ეს მეთოდი მე-3-ე ბრიგადის მოხალისე მეომრებისთვის.

„ჭურვების უკმარისობის კომპენსირებას, უკრაინა ახდენს უპირატესად FPV-დრონებით და რა თქმა უნდა, მებრძოლების თავგანწირვით“, განაცხადა ამასწინდელ პოდკასტში უკრაინელმა ანალიტიკოსმა ნიკალაი ბელესკოვმა.

აქტიურმა თავდაცვამ პოტენციურად შეიძლება რუსებს წონასწორობა დააკარგვინოს, ამასთან მოგებულ იქნას დრო 110-ე ბრიგადის აღმოსავლეთ ნაწილიდან გამოყვანის პროცესში და მომზადდეს პირობები ახალი თავდაცვითი  კამპანიისთვის, მას შემდეგ, რაც დაიკარგა საკვანძო ადგილები ქალაქის რაიონებში.

მაგრამ თუ უკრაინულ მეთაურობას რისხვამ გონება დაუბნელა იმ მიზეზით, რომ ამერიკელმა მოკავშირეებმა ის მიატოვეს და მან სცადა სერიოზული კონრშეტევის წამოწყება, ამან მე-3 მოიერიშე ბრიგადა შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს.

„ინიციატივის ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა უაზრობაა, როცა არ გაქვს, მისი რეალიზებისთვის სათანადო რესურსები“ – ამბობს ფონდი საერთაშორისო მშვიდობისთვის ექსპერტი – მაიკლ კოფმანი.

„თეორიულად, ლოკალური შეტევებით შეიძლება შეინარჩუნო წნეხი რუსულ ძალებზე, შეზღუდო მათი სამოქმედო სივრცე – დასძენს კოფმანი – მაგრამ პრაქტიკულად ამან შეიძლება დააბრკოლოს კიდეც უკრაინული არმიის საბრძოლო სულისკვეთების აღდგენა.

ცოცხლად გადარჩენილები გამოხშირული 110-ე ბრიგადიდან, რომლებიც უკან იხევენ ავდეევკის აღმოსავლეთ ნაწილიდან, რა თქმა უნდა, მადლიერნი არიან მე-3 მოიერიშე ბრიგადის  აგრესიული ტაქტიკის.

მიუხედავად ამისა, იმედი უნდა ვიქნიოთ, რომ მეთაურები  ბედს არ გამოსცდიან და არ უბრძანებენ მე-3 ბრიგადას შეტევაზე გადასვლას. მე-3 ბრიგადა უკრაინას ცოცხალი სჭირდება. მას არა აქვს ფუფუნება თავი გაწიროს  ნახევრად დანგრეული ქალაქის შენარჩუნებისთვის, რომელსაც ის ვერაგზით შეინარჩუნებს.

By admin

You missed