Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Jyllands-Posten   დანია

 

                დანიის პრემიერ-მინისტრი – მეტე ფრედერიქსენი თვლის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის, რომელიც შეიარაღების მწვავე დეფიციტს განიცდის

ერთ თვეში 2 წელი სრულდება, რაც რუსეთმა ომი წამოიწყო უკრაინასთან.

ეს მოვლენა უნდა აღინიშნოს იმით, რომ დასავლეთმა მეტი იარაღი უნდა გადასცეს უკრაინას, რომელმაც პარასკევს გამოიყვანა მებრძოლები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ავდეევკიდან, რადგან ვერ მოახერხა მისი შენარჩუნება ალყაში მოქცევის შიშით.

მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პანელური დისკუსიის დროს, მეტი ფრედრიქსენმა განაცხადა იარაღის მიწოდების ინტენსიფიკაციის შესახებ.

„მომავალი შაბათისთვის, როცა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების 2 წლისთავი შესრულდება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ კონკრეტული მიწოდებები ამ ტერიტორიაზე“ – თქვა მან.

ფრედერიქსენმა დააზუსტა, რომ ეს ეხება საბრძოლო მასალებს, შორი მანძილის რაკეტებს, უპილოტოებსა და სხვა შეიარაღებას და რომ გამანადგურებელ F-16-ების კიევისთვის გადაცემა – აუცილებელია.

„გავიხსენოთ ევროპა –  Covid-19-ის პანდემიის დროს. ჩვენ ერთ წელიწადში შევქმენით ვაქცინა, რასაც წესით 8-10 წელი სჭირდება“- შეგვახსენა მან. „ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მომავალი შაბათისთვის, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ახალი პარტიების გადაცემა, ასევე ახალი შემოწირულობების მიღება. ეს უნდა იყოს იარაღი  უკრაინისთვის და არა ცარიელი სიტყვები. ლაპარაკით, ამ მდგომარეობას ვერ შევცვლით.“

ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ევროპამ უკრაინას უნდა გადასცეს  ყველა ტიპის აუცილებელი იარაღი, ხოლო პერსპექტივაში – უკრაინა უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში.

მას მხარი დაუჭირა აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა – ჰილარი კლინტონმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა დისკუსიაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს თავისი უსაფრთხოებისთვის და მან უნდა გააძლიეროს თავდაცვა.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როცა დონალდ ტრამპი შეიძლება გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან და შესაძლოა, აშშ-ს პრეზიდენტიც.

„მას უნდა ჩვენი ნატოდან გამოყვანა. მართალია, კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად პრეზიდენტს არ ხელეწიფება ამის გაკეთება სენატის თანხმობის გარეშე, მაგრამ მას შეუძლია შეწყვიტოს დაფინანსება და მაშინ, აშშ მხოლოდ ფორმალურად იქნება ალიანსის წევრი“- განაცხადა კლინტონმა.

მან აღნიშნა, რომ ამას მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.

მეტე ფრედერიქსენის აზრით, ევროპა არ აკეთებს საკმარისს. მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ ევროპის საწყობებში ინახება საბრძოლო მასალები და სხვა სახის შეიარაღება.

„ჩვენ, დანიელებმა, უკრაინელებს გადავეცით მთელი არტილერია. არ მინდა გაგაწბილოთ, მეგობრებო, მაგრამ ევროპის საწყობებში არის იარაღი. ეს ვერ ჩაითვლება მხოლოდ წარმოების პრობლემად. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ჯერჯერობით არ გვჭირდება. ამიტომ, ეს შეიარაღება – უკრაინას უნდა გადაეცეს“.

By admin

You missed