Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

IL Fatto Quotidiano  იტალია

ალესანდრო პარენტე

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ავდეევკის დატოვებას, მოჰყვა ორი არმიის შეჯახება, ამჯერად    ამ ქალაქიდან დასავლეთით – დაახლოებით კილომეტრში. უკრაინული ჯარისკაცები ქაოსურად ტოვებდნენ ქალაქს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის ყველაზე უკეთ გამაგრებულ თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. გადაღლილმა და საბრძოლო მასალების გარეშე დარჩენილმა უკრაინელებმა, წინააღმდეგობის კერად აქციეს ლასტოჩკინო. თუმცა რუსებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და სოფელი რამდენიმე დღეში აიღეს

„ნებისმიერი უკანდახევა, მარცხად ვერ ჩაითვლება – განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში 59-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ოფიცერმა – სერგეი ცეხოცკიმ – ეს იყო სტრატეგიული უკანდახევა, რომლის დროსაც ჩვენ გამოვფიტეთ მოწინააღმდეგე და შევამცირეთ მისი ბრძოლისუნარიანობა. მოქმედების ასეთი ტაქტიკა, ადასტურებს  თავის ეფექტიანობას, არავითარი პანიკა!“. ასე რომ, ამ მანევრით უკრაინელებმა შეინარჩუნეს ადამიანების სიცოცოხლე და თავიდან აიცილეს მეორე ავდეევკა.

ლასტოჩკინო წარმოადგენდა, ახლახან დაკარგულ ტერიტორიაზე მყოფ რუსებზე, შორიდან თავდასხმის ბაზას. ცეხოცკის აზრით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ის კვლავ უბრუნდება საბრძოლო მასალების საკითხს, რომლის უკმარისობა, მისი მოსაზრებით, იქცა მარცხის მთავარ მიზეზად. იგივე განაცხადა ზელენსკიმ ცოტა ხნით ადრე, პარიზის სამიტზე, რომელშიც ის დისტანციურად მონაწილეობდა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარში, მან აღნიშნა, რომ მიიღო ევროპის მიერ შეპირებული  შეიარაღების მხოლოდ 30%. ზელენსკიმ ასევე ახსენა ლასტოჩკინოს დატოვება და მის საუბარში, ასევე გაისმა ნაცნობი რეფრენი – „პანიკის გარეშე“. „სიტუაცია რთული, მაგრამ კონტროლირებადია“ – თქვა მან. უკრაინული არმიის ოფიცერმა კი თავისი ანალიზი დეტალებით შეავსო: „მოწინააღმდეგის შეტევა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მარტო გუშინ, ჩვენი ბრიგადის პოზიციებზე იერიში – 17-ჯერ მიიტანეს. მათ კოორდინატებს, ვიღაც აწვდის.“

ფრონტის ხაზზე, რომელიც ავდეევკასა და ლასტოჩკინოს შორის მონაცვლეობს, ბუნებრივი ზღუდეები არ არსებობს. მხოლოდ მინდვრებია, რომლებსაც ხორბალი მოჰყავთ. ამ მინდვრებზე, ახლა ითხრება ტრანშეები, ახალი თავდაცვითი ხაზის შესაქმნელად.  ისღა დაგრჩენია, იმკითხავო, როგორი იქნება რუსული არმიის სტრატეგია: გააგრძელებს ის შეტევას მნისვნელოვანი დანაკარგის ხარჯზე და დაიპყრობს ახალი ტერიტორიებს, თუ შეეცდება ფრონტის სტაბილიზაციას.

ამასობაში, ზელენსკის არმია უნდა ეცადოს, რომ ააგოს ახალი თავდაცვითი პლაცდარმები. უკრაინელი ჯარისკაცები მიემართებიან უახლოესი სოფლისკენ – ოჩერეტინოსკენ, რომელიც მეტ-ნაკლებად მოშორებულია ფრონტის ხაზს, რათა დაისვენონ – ძირითადად ეს არის ავდეევკაში გადარჩენილი კონტიგენტი – დაქანცული, შეშინებული და შეძრწუნებული.

სიტუაცია შეხების ხაზზე არ არის სახარბიელო. ფრონტზე არაერთი უცხოელი მეომარია, განსაკუთრებით ბევრია კოლუმბიელი და ბრაზილიელი. ისინი, აქ, მეგობრებთან და ძმებთან ერთად ჩამოვიდნენ და ბევრმა მათგანმა დაკარგა ახლობელი. ზოგადად გაურკვეველია უგზოუკვლოდ დაკარგულების რაოდენობა. ასეთი ევაკუაციის დროს, ბუნებრივია ზოგიერთი ჯარისკაცი მაინც რჩება ალყაში. 20-მდე ადგილობრივი მცხოვრები იძულებულია სახლში დარჩეს. ზოგიერთი ვერ მიდის უფულობის გამო, სხვებს არ სურთ დევნილობის ხვედრი. უმრავლესობისთვის მთავარია შეინარჩუნოს ერთადერთი, რაც დარჩა – სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. როგორც ჩანს, მათთვის თავის  გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათ თავზე გაშლილი დროშის ფერი. ისინი თავს სარდაფებს აფარებენ, რადგან თუ უპილოტომ შეამჩნია, მოკლავს, არტილერია კი გაუჩერებლად ისვრის. ამას გარდა, მიმდინარეობს სამხედროების მუდმივი როტაცია და როგორც ასეთ დროს ხდება, სუფევს ქაოსი და გაურკვევლობა – რეგულარულ ნაწილებს, ცალკეულ ქვედანაყოფებსა და მოხალისეებს შორის, რომელთაც, რაც შეიძლება  სწრაფად უნდა ააგონ ახალი თავდაცვითი ზოლი.

By admin

You missed