The New York Times აშშ
ენდრიუ კრამერი, მარკ სანტორა
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეტევითი მოქმედებების განახლებისათვის აუცილებელია – „გადატვირთვა“. ამასთან, მან მიგვახვედრა, რომ მისი გეგმები შეეხება მთლიან კურსს, რომელსაც ამჟამად მისდევს სახელმწიფო და მისი ხელმძღვანელობა“ – და რომ ის, არ შემოიფარგლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლით
ზელენსკის განცხადება, რომელიც კვირა საღამოს გახმიანდა, მეტყველებს იმაზე, რომ გენერალ ზალუჟნის გადაყენება შეიარაღებული ძალების მეთაურის პოსტიდან, არის მხოლოდ ნაწილი უფრო მასშტაბური გეგმისა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ეძებს ახალ სტრატეგიას ურთულეს მომენტში, როცა გამოფიტულ უკრაინულ არმიას, მოუწია გადასულიყო თავდაცვაზე, ხოლო პოლიტიკოსებს კიევში ისღა დარჩენიათ, ელოდონ და იმკითხაონ იმის შესახებ, აღმოუჩენს თუ არა აშშ ასერიგად საჭირო სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.“
„აუცილებელია გადატვირთვა და ყველაფრის თავიდან დაწყება“ – ამბობს ზელენსკი. „მე მაქვს სერიოზული გეგმები, რომლებიც უკავშირდება არა მარტო ერთ კაცს… მხედველობაში მაქვს რიგი სახელწიფო პირების შეცვლა და ეს შეეხება არა მარტო სამხედრო სფეროს“.
დაპირისპირება არმიასა და მთავრობას შორის, არის ყველაზე მწვავე პრობლემა უკრაინის ხელმძღვანელობაში იმ დროიდან, როცა 2 წლის წინ რუსეთთან ომი გაჩაღდა. საქმეში ჩახედული უკრაინელი ჩინოვნიკების მხრიდან (მათ კი იციან ამ პროცესის დეტალები) ითქვა, რომ რისხვამ, რომელიც თვეების განმავლობაში გროვდებოდა, ამოხეთქა გასულ კვირაში, როცა ზელენსკიმ გამოიძახა გენერალი ზალუჟნი და აცნობა მას – მისი პოსტიდან მომავალი გადაყენების შესახებ.
ზელენსკის ზალუჟნით განხიბვლა, გაძლიერდა გასულ წელს, როცა საბრძოლო მოქმედებები გადაიზარდა სისხლისმღვრელ, სტატიკურ სასანგრე ომში… მიუხედავად ამისა, ზელენსკი მოქმედებდა ფრთხილად.
არმიის მეთაურის შეცვლა იმ ფონზე, როცა რუსეთი მთელ აღმოსავლეთ ფრონტზე უტევს, შეიცავს გარკვეულ რისკებს, იმდენად, რამდენადაც გენერალი ზალუჟნი სარგებლობს დამსახურებული პატივისცემით ჯარისკაცებსა და უმცროს ოფიცრებს შორის. მისი გადაყენება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სამხედრო ხელმძღვანელობაში, იმ დროიდან, რაც რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო.
„ჯარისკაცები სწორედ მასში ხედავენ ლიდერს და არა სხვაში“, ამბობს უკრაინელი სამხედრო, რომელმაც ანონიმად დარჩენა ამჯობინა. თუმცა სხვა ოფიცრები თვლიან, რომ არმია იერარქიულ პრინციპზეა აგებული და ის სწრაფად ახდენს ცვლილებებთან ადაპტაციას.
მიუხედავად ამისა, გენერლის გადაყენება საომარ პირობებში, აძლიერებს ეჭვს კიევის ხელისუფლებაში არსებული არასტაბილური სიტუაციის შესახებ.
ბრძოლის ველზე, უკრაინული არმია, უნდა ითქვას, რომ ახლა ყველაზე სუსტია 2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული. საბრძოლო მასალებისა და პირადი შემადგენლობის დეფიციტის გამო, ის ძლივს უმკლავდება რუსეთის არმიის შეტევებს მთელ ფრონტზე. ყველაზე ცხელი წერტილი ახლა დონეცკის ოლქის დანგრეული ქალაქი – ავდეევკაა.
უკრაინელი სამხედროების თქმით, ბოლო დღეებში რუსულმა შენაერთებმა მოახერხეს შეჭრილიყვნენ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ისარგებლეს რა ღრუბლიანობით – მათ ეს მოახერხეს იმის გამო, რომ ისინი შეუმჩნეველი დარჩნენ უკრაინელების სადაზვერვო დრონებისთვის.
სულ უფრო იზრდება იმის რისკი, რომ რუსეთი გადაჭრის მომარაგების მთავარ ხაზს, რის შედეგად, უკრაინა დაკარგავს ქალაქზე კონტროლს. ავდეევკის აღება იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ბახმუტის დაკავების შემდეგ და ის შეტევის ახალ მიმართულებებზე გაშლის შესაძლებლობას გააჩენს.