Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Advance  ხორვატია

დ. მარიანოვიჩი

 

 მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა, შედეგი კი შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რისკიანი ნაბიჯი გადადგა: მან შეცვალა უკრაინის არმიის მთავარსარდალი – ვალერი ზალუჟნი. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო ზალუჟნის CNN-ზე გასული პუბლიკაციიდან რამდენიმე დღეში და მასში სწორედ მსგავსი გამოსავალი იყო ნაწინასწარმეტყველები. ამასთან გენერალი მსჯელობდა მთავარსარდლის პოზიციიდან, რომელიც გადადგომას არ აპირებს

რატომ არის ზალუჟნის გადადგომა ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, სწორედ  ვალერი ზალუჟნი იქცა უკრაინელთა უდრეკი ბრძოლის სიმბოლოდ. დიახ, მის დროს ჩაფლავდა ფართოდ რეკლამირებული კონტრშეტევა გასულ წელს, მაგრამ ის, ისედაც იყო წარუმატებლობისთვის განწირული, რადგან კამპანიის მიზანს სულაც არ წარმოადგენდა რუსული თავდაცვის შემუსვრა. მიზანი იყო უკრაინის ძალმოსილების იმგვარი დემონსტრირება, რომელიც გავალდებულებდა მის დახმარებას ფულითა და იარაღით. უეჭველია, რომ ეს იდეა, როგორც იმპერატივი, არ დაბადებულა სამხედრო მეთაურობის, კერძოდ – ვალერი ზალჟნის გონებაში. ეს უპირატესად იყო პოლოტიკური პროექტი, რომელიც მოიფიქრა ზელენსკიმ და მისმა ვიწრო გარემოცვამ. კონტრშეტევაზე დაუსრულებელი საუბრით, უკრაინის პრეზიდენტმა შეძლო დასავლური დედაქალაქების  ყურადღების მიპყრობა და დახმარების გამოყოფის უზრუნველყოფა.

როცა ავანტურისტული კონტრშეტევა ჩავარდა, თანაც ყველაზე უფრო სავალალო ფორმით (უკრაინულმა არმიამ ვერ შეძლო დაებრუნებინა ვერც ერთი ქალაქი და თუნდაც რამდენადმე მნიშვნელოვანი დასახლება). პოლიტიკური ხელმძღვანელობა მყისვე მიხვდა, რომ სასწრაფოდ უნდა გამოეჩხრიკა დამნაშავე, გინდ რეალური,  გინდ მოგონილი, შემდეგ კი ბრალი დაედო ყოველივე ამქვეყნიურ  ცოდვაში და თავიდან მოეშორებინა ის, რათა გაეგრძელებინა ტაკტიკა, რომელიც დაიყვანება დასავლეთისგან ფულისა და იარაღის დაცინცვლამდე. სხვა საქმეა, სად მიდის უზარმაზარი სახსრები საბოლოოდ – ნაწილი, რა თქმა უნდა, ფრონტზე, ნაწილი კი „ინახება“ ახალი უკრაინული ოლიგარქიის შესაქმნელად, რომელიც თავს გამოიჩენს დასავლეთის ერთგულებასა და მსგავს მოჩვენებითი ღირებულებებზე საუბრით.

უკრაინული პოლიტიკის  modus operandi (ლათ.  მოქმედების წესი) უსიამოვნოდ გახსენებს ზოგიერთი მომცრო ევროპული სახელმწიფოების ქმედებას, რომელთა ლიდერები მიხვდნენ, როგორ შეიძლება მოიპოვო თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება თუ ერთმანეთს შეუხამებ დასავლური ცენტრებისადმი ლოიალობას, დამკვიდრებულ შიდა წესრიგს, კორუფციასა და გნებავთ – რევიზიონისტულ პოლიტიკას.  მაგალითები იოლი მოსაძიებელია: ყოველივე ეს არ ხდება ხორვატიაში? გაიხსენეთ გენერალური პროკურორის დანიშვნის პერიპეტიები. ხელისუფლებამ მყისვე იგრძნო, რა და როგორ უნდა ეღონა და დაასკვნა, რომ შეეძლო ემოქმედა საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით, თანაც ისე, რომ შეენარჩუნებინა  თანამოაზრის იმიჯი ბრიუსელისა და ვაშინგტონის თვალში.

სამეზობლოდან შეგვიძლია დავასახელოთ სხვა მაგალითებიც. გავიხსენოთ მილო ჯუკანოვიჩის გრძელვადიანი მმართველობა ჩერნოგორიაში. ვინმეს, ჩერნოგორიაში დემოკრატია რომ ნდომოდა, არაერთ მიზეზს გამონახავდა ფერადი რევოლუციის მოწყობისთვის. დასავლეთისადმი ლოიალობა, საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ადგილობრივ ბანდას – ხელისუფლება ამდენხანს შეენარჩუნებინა.

დავაკვირდეთ ვითარებას მეზობელ იტალიაში. ამ ქვეყნის გამჭრიახი პრემიერი – ჯორჯანა მელონი, მზადაა თვალი დახუჭოს იმაზე, რომ მის გვერდით მარშით დააბიჯებენ ულტრამემარჯვენეები, რომლებიც მზად არიან აღადგინონ ფაშისტური იტალია.

მმართველი პოლიტიკური ცენტრები,  თავიდან დაფრთხნენ, რადგან არ იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. მათ ეშინოდათ, რომ მემარჯვენეები კავშირებს გააბამდნენ მოსკოვთან, რომელიც იქცა დასავლური ლიბერალიზმის  ალტერნატიულ ციტადელად. მაგრამ, როცა მელონიმ განაცხადა, რომ მზე ამოსდიოდა ნატოზე და უკრაინასაც დაეხმარებოდა, მემარჯვენეების შიში – ერთი ხელის მოსმით გაქრა. ბუნებრივია მელონიმ თავი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაამჟღავნა რადგან, მანამდე საჭირო იყო გაეცურებიან ელექტორატი, რომელსაც კიევი გულზე არ ეხატებოდა.

რა კავშირშია ზემოთქმული – გენერალ ზალუჟნის გადადგომასთან. სწორედ რომ პირდაპირში. ვლადიმირ ზელენსკი ზუსტად იმ ყაიდის პიროვნებაა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. საფრანგეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებიდან დაწყებული, ვიდრე რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტისადმი ინდეფერენტულად განწყობილ ზონამდე (ეს ზონა იწყება, სადღაც აზიაში და მოიცავს ყაზახეთს, თურქეთს …) ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთისადმი ლოიალობის დემონსტრირების პარალელურად, აგრძელებენ საკუთარი ხალხის ინტერესების უგულვებელყოფას.

ვალერი ზალუჟნის ჩამოცილება, იმავდროულად არის ოპოზიციის არსებობაზე უარის თქმა. გენერალმა ზალუჟნიმ დაამტკიცა საკუთარი გამბედაობა და საგნებს, თავისი სახელი დაარქვა: თქვა, რომ კონფლიქტი ჩიხშია მოქცეული. ეს, ისედაც ცხადი იყო, მაგრამ კიევის ხელისუფლება დაუწერელი კანონით ხელმძღვანელობს: სიმართლის თქმა, სამშობლოს ღალატისა და „მტრის ხელშეწყობის“ ტოლფასია.

                                                                            I ნაწილის დასასრული

By admin