Advance ხორვატია
დ. მარიანოვიჩი
გაგრძელება
… ვალერი ზალუჟნის მოცილება, იმიტომ დასჭირდათ, რომ დასავლელი ინვესტორების წინაშე, რომლებმაც ათეულობით მილიარდობით დოლარი ჩადეს უკრაინის წარუმატებელ კონტრშეტევაში, თავი ემართლებინათ. დიახ, დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო ლობის თვალთახედვით, კონტრშეტევა სულაც არ ჩაფლავებულა, რადგან სამხედრო ქარხნებმა მიიღეს მილიონობით დოლარი გადასახადის გადამხდელებისგან. ეს სახსრები დაიხარჯა რაკეტების, ჭურვებისა და სხვა იარაღის დამზადებაზე, რაც უკრაინას გადაეცა. დიახ, ამით ბევრმა იხეირა, განსხვავებით ათასობით დაღუპული უკრაინელისა და რუსისგან, რომლისთვისაც – „თამაში დასრულდა“. თუმცა ეს რა მსხვილი აქციონერების სადარდებელია!
ახლა უკვე მიზეზი, რომლის გამოც ზალუჟნი გაანთავისუფლეს, გაცილებით მეტია, მან ხომ სიმართლის ლაპარაკი დაიწყო. ამასთან, მან პოპულარობით გაუსწრო ვლადიმირ ზელენსკის და ეს იმ დროს, როცა უკრაინა მარცხდება ამ კონფლიქტში – ამ მასშტაბის მეტოქეები კი ზელენსკისთვის, უკიდურესად საშიშია.
მოიქცა თუ არა ზელენსკი გონივრულად და წინდახედულად, როცა თავიდან აიცილა ისეთივე საფრთხე, როგორიც პრიგოჟინმა შეუქმნა პუტინს? გარკვეულწილად ასეა. თუმცა ზალუჟნისა და პრიგოჟინს შორის პარალელის გავლება, არ მგონია სწორი იყოს. მიუხედავად ამისა, ფაქტი ისაა, რომ თუ ვინმეს შეუძლია ზელენსკის შეცვლა პრეზიდენტის პოსტზე, ეს ვალერი ზალუჟნია, კაცი, რომელიც სახალხო მხარდაჭერით სარგებლობს.
დაუპირისპირდება თუ არა ზალუჟნი პრეზიდენტს? ალბათ არა, ყოველ შემთხვევაში ახლა. ზელენსკის მიეცა შესაძლებლობა დაამტკიცოს მისი რისკიანი ნაბიჯების მართებულობა, მაგრამ თუ საქმე ცუდად წავიდა, ჩვენ ისევ გავიგებთ გენერალ ზალუჟნის სახელს. ჯერჯერობით ისინი ინარჩუნებენ ერთიანობას, რასაც მოწმობს მათი ერთობლივი განცხადება. ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ მას ჰქონდა „ძალზე მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი ზელენსკისთან, რის შემდეგ გადაწყდა ტაქტიკისა და სტრატეგიის ცვლილება. „2022 წლის გამოწვევები – განსხვავებულია წლევანდელისგან. ამიტომ ყველა უნდა მოერგოს ახალ პირობებს. ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“ – აცხადებს ვალერი ზალუჟნი.
გადადგომას არ ჰქონდა შოკის ეფექტი, რადგან ზალუჟნი ჩაანაცვლა, არა დაზვერვის მეთაურმა კირილ ბუდანოვმა, როგორც ამას ბევრი ვარაუდობდა, არამედ ცნობილმა გენერალმა სირსკიმ, რომელიც მანამდე სახმელეთო ჯარებს უძღვდებოდა.
არის თუ არა ეს ცვლილება ისე მნიშვნელოვანი, როგორც ამას აცხადებენ? რა თქმა უნდა. გავიხსენოთ, როგორი ნდობით სარგებლობს ვალერი ზალუჟნი უკრაინაში – რკინის გენერლად წოდებულ ზალუჟნის გამოკითხულთა 90% უჭერს მხარს, ეს კი ზელენსკიზე მაღალი მაჩვენებელია -77%.
ვალერი ზალუჟნის წასვლა, შეიძლება ცუდად აისახოს უკრაინული არმიის საბრძოლო სულისკვეთებაზე, თანაც მაშინ, როცა თავდაცვის მთავარი ბასტიონი – ავდეევკა, დღე-დღეზე გადავა რუსული არმიის ხელში. აქ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ამერიკული დახმარება. თუ ამერიკელები დაძლევენ შიდა უთანხმოებას და დაადასტურებენ რამდენიმე ათეული მილიარდით უკრაინის დახმარებას, მაშინ გენერალი სირსკი ბევრს შეძლებს, მაგრამ თუ ბლოკადა გაგრძელდა და რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესში მიიღო განკარგულება ( ტრამპისგან?) – „დადგეს ბოლომდე“ ანუ არჩევნებამდე (დანიშნულია ნოემბერში), მაშინ უკრაინა მალე დამარცხდება. ასეთ ვითარებაში, სამხედრო მეთაურობის შეცვლა, არაფერს მოიტანს, პირიქით, დააჩქარებს კვანძის გახსნას. დღეს ვლადიმირ ზელენსკი თავს უფრო მშვიდად გრძნობს, მაგრამ პოტენციურად უკრაინისთვის საფრთხე იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე იყო. ვალერი ზალუჟნი შესაძლოა იხრებოდა იქითკენ, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ მოლაპარაკებებს შეეძლო, მაგრამ კიევი ამ იდეას უარყოფს და სამომავლოდაც ასე იქნება, რადგან მან აირჩია მართვის ის ფორმა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. ეს მოდელი კარგია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მაგრამ ქვეყანას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს…და ეს ასეა, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომის დროს.