Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Politico  აშშ

ალექსანდერ ვარდი, პოლ მაკლორი

 

 ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ აშშ-ს 60-მილიარდიანი დამატებითი სამხედრო დახმარების გარეშე, უკრაინა დამარცხდება რუსეთთან კონფლიქტში, მაგრამ მათ „არც ის იციან, როგორ მიიღწევა უკრაინის გამარჯვება, თუნდაც ამგვარი მხარდაჭერის პირობებში“

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა – ქამალა ჰარისმა განაცხადა, რომ „გეგმა B“  – იმ შემთხვევისათვის, თუ კონგრესმა არ „გაალხო“ უკრაინის დახმარება, არ არსებობს: „არის მხოლოდ გეგმა A”.

დემოკრატები აცხადებენ, რომ ფულის გამოყოფა არის „ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი კიევისთვის“ და ირწმუნებიან, რომ „უკრაინა არასდროს შეწყვეტს რუსეთთან ბრძოლას, თუნდაც მან ვერ მიიღოს დიდი მხარდაჭერა“.

ამასთან ამერიკელი კანონმდებლების უმრავლესობა, რომელიც ესწრებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, „კვლავ და კვლავ“ უარყოფდა იმ თეზისს, რომ უკრაინა შეუქცევადად დაადგა კრახის გზას.

რწმენა იმისა, რომ უკრაინამ შეიძლება რაიმეს მიაღწიოს, თვით ბაიდენშიც კი, ყველაზე დაბალია ბოლო 2 წლის განმავლობაში. „აშშ-ს სურს მხარდამხარ მომუშავე ბედნიერი მოკავშირეების ერთობლივი ფოტოსესია მოაწყოს“ – თქვა ღონისძიების კულუარებში ნატოს ერთ-ერთმა მოხელემ. იქვე, მან დაამატა: „მაგრამ რეალური ამერიკული მხარდაჭერისა და აშშ-ს ლიდერობის გარეშე, ეს ძნელად თუ მიიღწევა“.

By admin

You missed