Daily Star დიდი ბრიტანეთი
ევან გლიდოუ
უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში – „გაზაფხულამდე არავითარი ცვლილებები არ იქნება“, ამბობს ექსპერტი, რომლის აზრით, რუსული და უკრაინული ძალები ჩიხში მოექცნენ
Daily Star-თან ინტერვიუში, პრიფესორი ენტონი გლიზი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ფრონტზე შეიქმნა ჩიხური სიტუაცია, რომელიც სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს. ეს ვითარება, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის – „საგონებელში აგდებს“.
როგორც ჩანს, კონფლიქტი დუნედ წარიმართება მთელი ზამთრის განმავლობაში და პროფესორ გლიზის აზრით, უკრაინა ვერ მიიღებს აქტიურ სამხედრო მხარდაჭერას ნატოს წევრი ქვეყნებისგან.
უკრაინული არმიის მეთაურობა იტყობინება, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარეები მოექცნენ ჩიხში და ასე გასტანს გაზაფხულამდე. გლიზი ეთანხმება ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მშვიდობა რუსეთთან, „კატასტროფად“ შემოუბრუნდება დასავლეთს.
Daily Star-თან ინტერვიუში, მან განაცხადა შემდეგი: „არავითარი ძვრა არ შეინიშნება და ზალუჟნის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინული არმიის კონტრშეტევა დამუხრუჭდა, აუცილებლად გასათვალისწინებელია – გაზაფხულამდე, ცვლილებები არ არის მოსალოდნელი“.
მიუხედავად დანაკარგებისა, ამ დროისთვის არც ერთი და არც მეორე მხარეს არ ეტყობა გარღვევის უნარის ნიშანწყალი: „ამის ნიშნები არ არსებობს. ასეთ ვითარებაში, ვერც რუსეთი აიღებს კიევს და ვერც კიევი დაიბრუნებს ყირიმს“.
„მამაცი ზელენსკი – დღეს უკვე დაბნეული ჩანს. ერთადერთი, რისი სულიც მას ედგა, ეს იყო დასავლეთის, უპირველესად კი აშშ-ს დახმარება – დღეს ეს გაცილებით ნაკლებადაა მოსალოდნელი, ვიდრე ზელენსკი წარმოიდგენდა“.
თავიდანვე ითქვა, რომ ამ ომში უშუალოდ უკრაინელებს უნდა ებრძოლათ, თუმცა აშშ-სა და ნატოს იარაღით და მხარდაჭერით – არც ნატოს დანაყოფები და არც ამერიკული „მძიმე არტილერია“ საომარ ქმედებებში არ ჩაერთვებოდა. ვფიქრობ, 2024 წლის დიდ ნაწილს, ზელენსკი გაატარებს იმგვარ წნეხში, რომ მან დაუთმოს პუტინს უკვე მიტაცებული ტერიტორიები და შეურიგდეს მას.
რა თქმა უნდა, ეს იქნება კატასტროფა უკრაინისთვის… და ჩვენთვისაც. შესაძლოა 2024 წელს, ჩვენ მივიღოთ მშვიდობა, ოღონდ პუტინის პირობებით. თუ ჩვენ პუტინის ნებას დავყვებით, მაშინ რუსეთის აგრესია კიდევ უფრო გაიზრდება 2025-სა და მის შემდგომ წლებში.