Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Figaro  საფრანგეთი

იზაბელ ლასერი

 

           მას შემდეგ, რაც ვერ გაარღვია რუსების პოზიციები დონბასში, უკრაინამ გადაწყვიტა მთელი ძალიახმევა შავი ზღვისკენ მიემართა

აღმოსავლეთში, 2024 – იქნება ყირიმისა და შავი ზღვის – წელი. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება ზელენსკი. „ყირიმი და შავი ზღვა გახდება სიმძიმის ცენტრი კონფლიქტში“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა The Economist– თან ინტერვიუში. უკრაინელმა მეომრებმა, რომლებმაც ზამთრის დადგომასთან ერთად მოუხშირეს თავზეხელაღებულ თავდასხმებს რეგიონში, სწორედ ასეთ პირობას იძლევიან. მოსკოვის მიერ 2014 წელს მიტაცებული ნახევარკუნძული ყირიმი – გახდა სტრატეგიული პრიორიტეტი, განსაკუთრებით უკრაინული არმიის საგაზაფხულო კონტრშეტევის ჩაფლავების შემდეგ.

მას შემდეგ, რაც ჩიხურ სიტუაციაში მოექცნენ ფრონტზე და ვერ შეძლეს რუსეთის მტკიცე თავდაცვის გარღვევა, უკრაინელებმა გადახედეს საკუთარ სტრატეგიას. უკრაინის მაღალი რანგის გადამდგარმა ჩინოვნიკმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მისი არმიის მიზანი ასე დასახა: „ დავკარგოთ, რაც შეიძლება მცირე ტერიტორიები დონბასსა და მთლიანად აღმოსავლეთში; შევინარჩუნოთ პოზიციები, რაც შეიძლება დიდხანს; დავზოგოთ ძალები იმ დრომდე, როცა დადგება გადამწყვეტი დარტყმების დრო“. რაკი ხმელეთზე სიტუაცია ჩიხურია, უკრაინულ არმიას მოუწია მზერა შავი ზღვისკენ მიეპყრო. მას აქცენტი სპეციალურ ოპერაციებსა და მაღალი სიზუსტის დისტანციურ დარტყმებზე გადააქვს. უკრაინის არმიას სურს „ ბოლომდე გამოფიტოს“ რუსული მხედრობა და ფლოტი, მოარღვიოს მოწინააღმდეგის მიწოდების ხაზები სამხრეთში, საბოლოოდ კი  -დაამყაროს კონტროლი წართმეულ ნახევარკუნძულზე.

By admin