Business Insider გერმანია
ტიბო სპირლე
- უკრაინელი მებრძოლები ცდილობენ შეინარჩუნონ პოზიციები მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, უკრაინის სამხრეთში
- თუმცა რუსი სამხედროები, მათ ოთხჯერ აღემატებიან, რის შესახებ
Financial Times-ს ერთ-ერთმა უკრაინელმა მებრძოლმა შეატყობინა
- ივანის თქმით, „სიტუაცია სავალალოა“ და უკრაინული მხარე უზარმაზარ დანაკარგს განიცდის
დნეპრის მიმართულებაზე, რუსეთს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს უკრაინულ მხარესთან შედარებით (პირადი შემადგენლობის რაოდენობის თვალსაზრისით), რაც Financial Times-ს უკრაინელმა ჯარისკაცმა აცნობა.
ივანი, რომელიც სადაზვერვო ქვედანაყოფში მსახურობს და იბრძვის საზღვაო მედესანტეებთან ერთად დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, იტყობინება, რომ ყოველ უკრაინელზე აქ – სულ მცირე 4 რუსი მოდის.
მან დასძინა, რომ უკრაინული მხარე მძიმე დანაკარგს განიცდის, თუმცა მას არ დაუზუსტებია კონკრეტული ციფრები.
მისი თქმით, „სიტუაცია სავალალოა“.
ბოლო თვეების განმავლობაში, მდინარე დნეპრი საომარი დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი კერად იქცა უკრაინაში. უკრაინელი ჩინოვნიკები კი აცხადებენ, რომ მათმა ძალებმა მოახერხეს გამაგრება აღმოსავლეთ ნაპირზე.
გასულ კვირაში, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ მარცხენა ნაპირის შესანარჩუნებლად უკრაინული ძალები იყენებენ ე.წ. FPV-დრონებს, რითაც ისინი დარტყმებს აყენებენ რუსულ სატრანსპორტო საშუალებებს…
მაგრამ უკრაინელები აწყდებიან სერიოზულ პრობლემებს.
როგორც Financial Times-ი აცხადებს, ივანის ქვედანაყოფი იკავებს პოზიციას ჭაობიან ადგილას, არცთუ ღრმა ტრანშეებში, რომლებიც ნებისმიერ წუთს შეიძლება დაიტბოროს და ისინი ჯარისკაცების ხრწნადი ცხედრებით არის სავსე.
უკრაინელების მცდელობა, შეინარჩუნონ მარჯვენა ნაპირი, გართულებულია იმდენად, რომ აქ ძნელია მძიმე ტექნიკის გადასროლა.
„ჩვენ თან მიგვაქვს ის, რისი ტარებაც შეგვიძლია – გვიყვება ივანი – მხოლოდ ერთხელ შევესწარი, თუ როგორ გადაიტანეს მძიმე ტყვიამფრქვევი.
სხვა მებრძოლები ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ მარცხენა სანაპიროზე წინსვლა.
„გამაგრებას უბრალოდ ვერ ვახერხებთ. ტექნიკის გადასროლა შეუძლებელია“ – ჩიოდა ჯარისკაცი, სახელად ალეკსეი – NEW YORK TIMES-თან ინტერვიუში გასული წლის დეკემბერში.
მეორე უკრაინელმა მებრძოლმა დმიტრიმ, ისიც კი თქვა, რომ თავი იგრძნო „ხორცის ნაჭრად, რომელიც მგლებს საჯიჯგნად მიუგდეს“, როცა უბრძანეს, რომ მდინარე უნდა გადაელახა და მარჯვენა ნაპირზე პოზიცია დაეკავებინა.
ამასობაში, უკრაინის არმიის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა BBC-ის განუცხადა, რომ ზოგიერთმა საზღვაო ქვეითმა, რომელიც მიავლინეს დაკავებული პოზიციების შესანარჩუნებლად – „ცურვაც კი არ იცოდა“.
ოთხშაბათს, 18 იანვარს, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა გვაუწყა, რომ უკრაინელი და რუსი მებრძოლები აწარმოებენ „პოზიციურ ბრძოლებს“ მდინარის მარჯვენა ნაპირზე.
რუსი ბლოგერების მონაცემებზე დაყრდნობით, ის ISW-ი დასძენს, რომ რუსეთის 810-ე საზღვაო-სადესანტო ცალკეულმა ბრიგადამ – „ნაწილობრივ წინ წაიწია“ კრინკისთან, თუმცა უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ ამ დასახლების შემოგარენში პოზიციების დაცვას.