Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Die Weltwoche   შვეიცარია

  დუგლას მაკგრეგორი, აშშ-ს არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი:

 მაინც როგორ არის საქმე სინამდვილეში?

რეალობა ამგვარია: უკრაინული ნაცია, დიდი ალბათობით, მკვდარია. მილიონობით უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და ისინი არასდროს დაუბრუნდებიან სამშობლოს. ისედაც დაბალი შობადობა, კიდევ უფრო დაეცა. ანუ უკრაინელები უბრალოდ აღარ ქორწინდებიან, არ ქმნიან ოჯახებს. ოჯახი კი აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ცივილიზაციისა და კულტურის გადარჩენისთვის.

სინამდვილეში კი საკუთარი თვალით ვნახეთ, თუ როგორ აღიარა ექსპროკურორმა, რომ ბრძოლის ველზე დაეცა ნახევარი მილიონი უკრაინელი ჯარისკაცი. ღმერთო ჩემო, რა აღმოჩენაა! არადა ამას არ გვაფრთხილებდა ნატოს ჯარების ყოფილი მეთაური გენერალი კუიატი? ამას არ ვამბობდი მეც? არ გვაფრთხილებდნენ სხვებიც? მაშინ, ვის დაუკარგავს რეალობის აღქმა? უკრაინა –  უბრალოდ იშლება.

შეიძლებოდა თუ არა, რომ უკრაინა უარეს დღეში ჩავარდნილიყო? რა თქმა უნდა. შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ როგორ მოქმედებენ ებრაელები.

რუსები ამას არ სჩადიან, აი ეს არის სხვაობა. ისინი ასე არასდროს იქცეოდნენ. რუსებს არ სურთ უკრაინელებისა და ევროპელების სიკვდილი. რუსები მათთან ურთიერთობის მოწესრიგებას ცდილობენ.

სამწუხაროდ სიმართლე ისაა, რომ უკრაინა, როგორც ეროვნული სახელმწიფო, ამთავრებს არსებობას. ჩვენ კი გავაგრძელებთ თავის მოტყუებას, მის სიცოცხლისუნარიანად და რეალურად აღქმას იქამდე, ვიდრე უკრაინული სახელმწიფო სრულიად არარეალური არ აღმოჩნდება. რუსეთის არმია კი წინ მიიწევს, მართალია ნელა, მაგრამ დაჟინებით და ეს ხდება მთელს ფრონტზე. მგონი, მოსკოვში როგორც იქნა დარწმუნდნენ, რომ დიალოგისთვის პარტნიორი ვერ მოიძებნება და რაკი ასეა, ისინი დაიძვრებიან მდინარის [დნეპრი] ზედა წელისკენ… ან მოუწევთ მისი გადალახვა და კიევზე გალაშქრება.

By admin