Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

DAILY EXPRESS დიდი ბრიტანეთი

ჩარლი ბრედლი

 

 ამერიკის პოლიტიკური ისთებლიშმენტი „იწყებს გაცნობიერებას“, რომ კონფლიქტის შეწყვეტისთვის საჭიროა უკრაინის დაყოფა და რომ რუსეთი მიითვისებს იმ ტერიტორიებს, რომელთაც ახლა აკონტროლებს. ამის შესახებ, აღნიშნა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა რუსეთის საკითხებში – ოუენ მეთიუზმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ შეწყვეტდა ბრძოლას მანამდე, ვიდრე არ დაიბრუნებდა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, ყირიმის ჩათვლით.

ამ მიზნის მიღწევაში, კიევს იმედი ჰქონდა დასავლეთის ქვეყნების სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის. თუმცა, როგორც ჩანს, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ზელენსკის სურვილის საპირისპირო მოქმედება, რადგან პუტინი არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ სურს შეანელოს რუსული არმიის წინსვლა ბრძოლის ველზე.

Spectator-თან საუბარში, მეთიუზმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ყურადღება ინაცვლებს იქითკენ, რომ როგორმე დამყარდეს მშვიდობა დასავლეთ ევროპაში.

„თუმცა უნდა დავაზუსტოთ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ცეცხლის შეწყვეტაზე და არა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე. მოარული ხმების თანახმად, პუტინმა უკვე მოსინჯა ნიადაგი შტატებში, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რათა კონფლიქტი შეჩერდეს მხარეთა შეხების ამჟამინდელ ზოლზე“ – თქვა მეთიუზმა.

„ჩემი აზრით, ეს სავსებით მოსალოდნელია, რადგან ამით  პუტინს საშუალება ეძლევა, დამაგრდეს ადგილებზე, რაც საბოლოო ჯამში დასრულდება უკრაინის გაყოფით“.

„სინამდვილეში, ახალი ისაა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები თანდათან აცნობიერებენ: უმთავრესი კომპონენტი ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების დადებისა, იქნება უკრაინის გაყოფა, რაც პუტინს შეაძლებინებს, შეინარჩუნოს უკრაინის ის ნაწილი, რომელსაც სადღეისოდ აკონტროლებს“.

მარკ გალეოტი – კიდევ ერთი ექსპერტი რუსეთის საკითხებში, ასევე თვლის, რომ პუტინი ცდილობს მშვიდობის დამყარებას – „წმინდა პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე“.

„ერთი მხრივ, პუტინს აქვს უმთავრესი მიზანი – დაიქვემდებაროს უკრაინა და გაიყვანოს ის დასავლეთის გავლენის სფეროდან“- განმარტავს ის.

„მაგრამ პუტინი პრაგმატიკოსია.“ ის ხვდება, რომ საომარი მოქმედებები ძვირი უჯდება, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად“.

„მართალია, მიმდინარე წელი სავარაუდოდ რუსებისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება მაინც გაჩნდეს რისკები“.

„ამდენად უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინი ფიქრობს: მოდით, გავყინოთ ეს მდგომარეობა ცეცხლის შეწყვეტის საშუალებით“.

„მაგრამ ეს დილემის წინაშე აყენებს დასავლეთს. მეტიც, ბევრ ქვეყანას ურჩევნია, არ დახარჯოს იმდენი უკრაინის დახმარებისთვის, რამდენსაც ახლა ხარჯავს, თანაც ვაშინგტონში იგრძნობა ძრწოლა იმის გამო, რა შეიძლება მოხდეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად გასვლის შემთხვევაში“ – ვარაუდობს გალეოტი.

„მე ამას ვაწყდები ამერიკელ ჩინოვნიკებთან საუბრისას. ისინი ამბობენ: „ჩვენ ვერ დავუშვებთ კონფლიქტის გაგრზელებას იმ დრომდე, ვიდრე საქმეში ტრამპი ჩაერევა“.

მანამდე, გასულ კვირაში, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს არ სურს უკრაინასთან „უსასრული“ ომი, თუმცა ის არ აპირებს საკუთარი პოზიციების დათმობას და მშვიდობის საკითხის განხილვას, მხოლოდ თავის პირობებით დათანხმდება“.

პრეზიდენტმა დაამატა, რომ ის კმაყოფილია რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებით  სპეციალური სამხედრო მოქმედების ზონაში. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული არმია „თანდათან ქრება“.

 

 

By admin