Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Berliner Zeitung      გერმანია

ნიკოლას ბუტილინი

 

 უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ რუსეთის სამხრეთის ნაწილი – ისტორიულად უკრაინელებით იყო დასახლებული. მოსკოვი ამას პროვოკაციად მიიჩნევს

კონფლიქტი უკრაინაში ხატოვნად გადმოგვცემს, თუ როგორ შეიძლება ისტორიული ნარატივები მოარგო მიმდინარე მოვლენებს.

რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მსხვილი უკრაინული ქალაქები, როგორიცაა, ვთქვათ – ოდესა ან ხარკოვი, არის „რუსული“ – ამ ქალაქების მაცხოვრებელთა ენობრივი და კულტურული კუთვნილების გამო. საპასუხოდ კიევი ასახელებს ზოგიერთ რუსულ რეგიონს, როგორც „ტერიტორიებს, რომლებიც ისტორიულად უკრაინელებით იყო დასახლებული“.

გასულ ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ოფისმა გამოაქვეყნა დადგენილება სახელწოდებით – „რუსეთის ფედერაციის იმ ტერიტორიების შესახებ, რომლებზეც ისტორიულად სახლობდნენ უკრაინელები“. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი „ისტორიულად არღვევდა უკრაინელების უფლებებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. ზელენსკი რუსეთის ხელისუფალთ ბრალად უყენებს უკრაინელების სისტემატურ შევიწროებას სხვადასხვა რეგიონებში.

„ეთნიკური უკრაინელების სამოსახლო“

„საუკუნეების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად მიმართავდა რეპრესიებს, რაც ითვალისწინებდა უკრაინელების ეროვნული იდენტობის წაშლას, მათ ჩაგვრას და აღვევდა მათ უფლებებსა და თავისუფლებებს“ – ნათქვამია დადგენილებაში. კერძოდ “უკრაინის ხელისუფლება აკვირდება სიტუაციას ბელგოროდის, ბრიანსკის, კრასნოდარის, კურსკის, როსტოვისა და ვორონეჟის ოლქებში.” ზელენსკის თქმით, ეს რეგიონები ისტორიულად წარმოადგენს – „ეთნიკური უკრაინელების სამოსახლოს“.

ზელენსკიმ დააავალა მთავრობას, „შეიმუშაოს ღონისძიებათა გეგმა, რათა შენარჩუნდეს უკრაინელების ეროვნული იდენტობა რუსეთის ფედერაციაში“. პრეზიდენტი მოითხოვს, რომ ეთნიკური უკრაინელები სწავლობდნენ მშობლიურ ენაზე, მათ ხელი მიუწვდებოდეთ უკრაინულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და ისინი სარგებლობდნენ შეკრებისა და აღმსარებლობის თავისუფლებებით.

ამასთან ზელენსკი თავადვე გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც საეჭვოა წაადგეს რუსეთთან მეგობრობას და საშუალებას იძლეოდეს რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდეს ისეთი „უკრაინული ატმოსფერო“, რომლის შექმნასაც თითქოსდა ესწრაფვის ზელენსკი ზემოხსენებული მოთხოვნებით. ზელენსკიმ იმავე გამოსვლაში განკარგულება გასცა, შეიქმნას სამეცნიერო ცენტრი, რომელიც შეისწავლის „პოლიტიკურ რეპრესიებს უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთში“.

კიევს ასევე სურს გააქტიუროს კონტაქტები  „ჩაგრულ ხალხებთან“ რუსეთში. ამ კრებით განსაზღვრებაში, უპირველესად იგულისხმება – რუსეთში ყოფნით უკმაყოფილო ჩრდილოკავკასიელები, თათრები, ბაშკირები და ა. შ.

პუტინი უარყოფს უკრაინელი ერის არსებობას

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ უარყო უკრაინელი ერის არსებობა და ის ამ  ხაზს აგრძელებს  მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროსაც. ჯერ კიდევ 2021 წელს, პუტინმა გამოაქვეყნა სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამინდელი საზღვრებით, შეიქმნა კომუნისტ-ბოლშევიკთა მიერ – XX საუკუნის დასაწყისში. ბოლო წლებში, პუტინი ამ თეზისს ხშირად იმეორებს.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, ზელენსკის დადგენილებას – „პროპაგანდისტულ ხრიკს“ უწოდებს. მედვედევმა, რომელსაც ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის შემცვლელის პოსტი უკავია, თავის Telgram-არხზე დაწერა: „მალოროსია – ეს რუსეთის ნაწილია.“ „მალოროსია“ – რუსეთის იმპერიის დროინდელი ტერმინია და ის დღესაც გამოიყენება რუსი ნაციონალისტების მხრიდან უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოლქებზე საუბრისას.

კულტურათა ბრძოლა

რუსეთსა და უკრაინას შორის  მიდის გააფთრებული – Kultur-Kampf-ი ( კულტურათა ბრძოლა) საკუთარი ქვეყნების ისტორიისა და იდენტობისთვის. რუსეთი უკრაინაში – „უმცროს ძმას“ ჭვრეტს მაშინ, როცა უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობს გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი რუსეთთან და დაუახლოვდეს დასავლეთს. ამგვარი მიდგომების შედეგად კი, კონფლიქტი ორ გეოგრაფიულ მეზობელს შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ამა თუ იმ სახით, მომავალშიც გაგრძელდება.

 

By admin