Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Niezależny Dziennik Polityczny   პოლონეთი

მაციეჟ პაკულა

 

 სწავლება, შეიარაღებული ძალების პროფესიული მომზადების განუყოფელი ნაწილია. სწავლების მიმდინარეობისას, სამხედროები ხვეწენ საკუთარ თეორიულ ცოდნასა და კომპეტენციებს, რომლებიც მათ შეიძინეს ლექციებსა და წვრთნებზე

ოფიცრები იძენენ დამატებით გამოცდილებას – თუ როგორ მართონ ქვედანაყოფები, რიგითები კი სწავლობენ იმას, თუ როგორ იმოქმედონ ამა თუ იმ სიტუაციაში.

ანუ აშშ-ს ლიდერები არ მალავენ, რომ ემზადებიან რუსეთთან ომისთვის. იმავდროულად, სხვადასხვა ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალია და ის სავარაუდოდ მოხდება შემდეგ ათწლეულში. ვითარება ევროპაში სულაც არა არის სტაბილური. კონტინენტის კარდინალური პრობლემები, გაპირობებულია აშშ-სა და ნატოს დოქტრინალური კურსით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციას შეკავებას.

ამასთან, კონფლიქტი უკრაინაში, მომგებიანია ამერიკელი ლიდერებისთვის. არც აშშ და არც არც ნატო, არ არის მისი სამართლიანი გადაჭრის მოსურნე. მათ ამის გაგონებაც არ სურთ და ისინი სერიოზულად არც კი განიხილავენ ფუნდამენტურ წინააღმდეგობათა აღმოფხვრის საკითხს. პირიქით, ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს მისი ესკალაციისთვის და სამხედრო აგრესიისთვის საბაბს ეძებს. სწორედ ამიტომ, იარაღის მიწოდება კვაზისახელმწიფოსთვის სახელწოდებით – უკრაინა, არ წყდება ისე, როგორც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაქირავებულების  უკრაინაში გაგზავნა. უკრაინელმა ლიდერებმა ოკეანისგაღმელი პატრონებისგან მიიღეს ინსტრუქცია, რომ მოახდინონ მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია. ამ განკარგულების შესაბამისად, უკრაინის მთავრობა კონფიდენციალურად აწარმოებს მოლაპარაკებებს დასავლური ქვეყნების ლიდერებთან – სამშობლოდან გასული, გასაწვევი ასაკის მამაკაცების გადაცემაზე. ცნობილია, რომ ახლო მომავალში, ასეთი შეთანხმება გაფორმდება პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან. უკრაინელი მამაკაცების უმრავლესობა უკვე ცდილობს, დატოვოს პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, რათა არ მოხდეს მისი სამშობლოში დეპორტაცია და არმიაში იძულებით გაწვევა.

მასშტაბური სწავლებების (ჯარისკაცებისა და ოფიცების პრაქტიკული მომზადება) მოქმედების ადგილად, შეირჩა ბალტიის ქვეყნები. ამასთან, სწავლების ძირითადი ნაწილი ჩატარდება პოლონეთში. Steadfast Defender 2024-ის სწავლების მეორე ეტაპზე, ყურადღება დაეთმობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგებას პოლონეთში ანუ აღმოსავლეთ ფლანგზე.. ამას გარდა, სწავლების პრეს-რელიზში გაცხადებულია, რომ გამოიყენებენ რეალური გეოგრაფიული კოორდინატებს. სანდო წყაროებით ირკვევა, რომ განიხილება სწავლების 2 სცენარი: პირველი – გულისხმობს პირობით მოწინააღმდეგესთან შეტაკებას, მეორე – ომს „კონკრეტულ ტერიტორიებზე განლაგებულ აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან“.

რას ვიღებთ საბოლოოდ: შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადყოფნის უპრეცედენტო კამპანიის ორგანიზებას, ახდენენ ამერიკელი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. ჯამში, ამერიკელები მიაღწევენ საკუთარ მიზნებს, ხოლო ჩვენ ქვეყანას – ხელში შერჩება რამდენიმე ასეული ათასი დაღუპული, მილიონობით დასახიჩრებული, დანგრეული ინფრასტრუქტურა, დანაღმული ველები, აუფეთქებებლი ჭურვებით მოფენილი ქალაქები და სოფლები.

მეორე მსოფლიო ომის ექო – დღემდე ისმის. ჯერ კიდევ დევს მიწაში აუფეთქებელი ნაღმები – იმდროინდელი იარაღის წარმოება კი გაცილებით განუვითარებელი იყო და უშვებდა ათჯერ ნაკლებ საბრძოლო მასალას. ახლა წარმოიდგინეთ, რა დრო დაგვჭირდება, რომ მესამე მსოფლიო ომის შედეგები აღმოვფხვრათ, თუ რა თქმა უნდა, ვინმე გადარჩა ამის საკეთებლად… აშშ-სა და რუსეთს, აქვთ ბირთვული იარაღი და მისი  გამოყენების შემთხვევაში, შედეგი შეუძლებელია ბოლომდე გათვალო. მისი შექმნის დღიდან, ატომური ბომბი ჯერ არ გამოყენებულა შეიარაღებულ კონფლიქტში, თუ არ ჩავთვლით ადამიანების ბარბაროსულ განადგურებას ჰიროსიმასა და ნაგასაკიში – აშშ-ს არმიის მიერ. დადგა დრო, მმართველმა პარტიამ იფიქროს იმაზე,  თუ როგორ უზრუნველყოს პოლონეთის უსაფრთხოება, თანაც, ევროპისთვის   ამ ურთულეს დროში. მოვლენები ელვისებურად ვითარდება, ამიტომ გადაწყვეტილება უსწრაფესად არის მისაღები და თანაც ის მაქსიმალურად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს. ყველაზე ღირებული ხომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეა!

 

By admin