Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Ilta-Sanomat  ფინეთი

კატრი ტარკალა

 

ფინეთის თავდაცვის მინისტრის – ანტი ჰაკანენის თქმით, უახლოეს კვირეებში მიიღება გადაწყვეტილება საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდის შესახებ, რაც მიზნად ისახავს უკრაინის უფრო მძლავრ დახმარებას, ვიდრე აქამდე იყო, იტყობინება გაზეთი – Iltalehti

„ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ მძიმე შეიარაღების წარმოება უკრაინისთვის. გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოეს დროში“ – განაცხადა ჰაკანენმა გაზეთთან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ აღდგომამდე მიიღებენ. წარმოების გაფართოება რამდენიმე ათეული მილიონი ევრო დაჯდება.

უკრაინა ახლა საარტილერიო ჭურვების მწვავე დეფიციტს განიცდის, რის გამოც ვერ ახერხებს ეფექტიან მოქმედებას, აცნობა Ilta-Sanomat-ს – მკვლევარმა ჯონ ჰალინმა.

რუსეთმა, თავის მხრივ, შემოდგომაზე, მიიღო ათასობით კონტეინერი, დატვირთული შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით.

აქამდე ფინეთი უკრაინელებს აწვდიდა ხელყუმბარებს, ტრანსპორტს, სხვადასხვა შეიარაღებასა და არალეტალური მოქმედების საშუალებებს.

საარტილერიო ჭურვებსა და სხვა მასალებს თავდაცვისათვის, აწარმოებს კომპანია Nammo, რომელიც ეკუთვნის ფინურ კონცერნ Patria-ს და ნორვეგიის სახელმწიფოს – მას აქვს წარმოება ფინურ სასტამალაში. Nammo Lapua-ს კლიენტებს წარმოადგენენ ფინეთის შეიარაღებული ძალები და სხვა დასავლელი დამკვეთები.

გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის გადასაცემი მასალების რაოდენობასა და ხარისხზე, მიიღებს ფინეთის თავდაცვის სამინისტრო.

მარტში, ევროკავშირმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში, უკრაინას – მთლიანობაში მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდიდა.

 

By admin