Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Страна.ua  უკრაინა

 

       Страна: დემოკრატებმა – სანდერსმა და შუმერმა, ხმა უკრაინის დახმარების წინააღმდეგ მისცეს

 

გაირკვა, გუშინ სენატში ჩავარდნილი კანონპროექტის ხმის მიცემის დეტალები, როცა განიხილავდნენ უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხს.

ყველა რესპუბლიკელმა – ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა. დემოკრატთაგან ასეთი ორი დეპუტატი აღმოჩნდა: ერთი, ესაა სენატორი ბერნი სანდერსი, რომელიც წინააღმდეგია ისრაელის პალესტინელთა მიმართ გამოყენებული „ახლანდელი არაადამიანური სამხედრო სტრატეგიისა“, ხოლო მეორე დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი – ჩაკ შუმერია. ის ადრე გამოდიოდა ამ პაკეტის მხარდაჭერის მოწოდებით.

თუმცა შუმერის მოქმედება მარტივად აიხსნება: მან ხმა მისცა წინააღმდეგ იმიტომ, რომ ჰქონოდა უფლება, კანონპროექტი ხელახლა გაეტანა განხილვაზე.

ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო, ვინაიდან რესპუბლიკელები და დემოკრატები ვერ აღწევენ შეთანხმებას: რესპუბლიკელები მოითხოვენ კანონპროექტში აშშ-ს საზღვრის გამაგრების ზომების ჩართვას.

შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემამდე, გამოვიდა ჯო ბაიდენი და განაცხადა, რომ „ისტორია მკაცრად შეაფასებს მათ, ვინც თავისუფლებას ზურგი აქცია“.

„დაფიქრდით, თუ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ უკრაინას, როგორ მოიქცევა დანარჩენი მსოფლიო? ახლა, გაცლა … მხოლოდ წაახალისებს სხვა პოტენციურ აგრესორებს“- თქვა ბაიდენმა.

                 

 

By admin