Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

IL Fatto Quotidiano იტალია

მარკო ტრავალიო

 

    სამშაბათს გაზეთმა „რეპუბბლიკამ“, ინტერვიუ ჩაწერა ანა ნეტრებკოსთან, „ოპერის დედოფალთან, სწორუპოვარ რუს სოპრანოსთან, მომღერალთან – საოცრად ექსპრესიული ხმითა და ქალღმერთის მზერით, რომელმაც მილიონობით თაყვანისმცემელი მონუსხა თავის ქარიზმით და რომელიც აღმოაჩინა პუტინთან დაახლოებულმა გენიალურმა დირიჟორმა ვალერი გერგიევმა“. ხელოვანმა, ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსის“ პრემიერამდე 10 დღით ადრე, ლა სკალაში (მილანი), ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა გაზეთ „რეპუბბლიკას“ იმ პირობით, რომ „საუბარი არ შეეხებოდა სამხედრო თემატიკას (ანუ კონფლიქტს უკრაინაში)“

რედაქცია უმალ დათანხმდა: რა თქმა უნდა გაცილებით სასიამოვნოა, გვერდზე  გადადო კონფლიქტზე საუბარი და იმსჯელო ხელოვანის მიერ განსახიერებულ ვერდის პერსონაჟზე. ეს არა მარტო სასიამოვნოა, არამედ ფრიად სასიამოვნოც. ჩვენ რამდენიმე დღე დავუთმეთ ასპარეზი – ჯანი რიოტას, პაოლო მიელის, ანტონიო პოლიტოს, სტეფანო კაფელინის, ჯუზეპე სევერნინის, სტეფანო ფოლის, ჯოვანო გრასოს, ფიორენტე სარძანინის, მონიკა გუერცონის, ჯაკობო იაკობონის და სხვა ადგილობრივ ატლანტისტებს, რათა მათ ჩაერთოთ გაზეთი „რეპუბბლიკა“ რუსული კიბერპროპაგანდის მსახურთა ახალ სიაში, მაგრამ ისინი რატომღაც       დუმან.

გეგონება, გავიდა საუკუნე და არა 18 თვე, იმ დღიდან, როცა „ოპერის დედოფალს“, უარი უთხრეს ლა სკალში გამოსვლაზე, როცა მერმა და თავად თეატრმა თავიდან მოიცილა „გენიალური დირიჟორი გერგიევი“ პროპუტინისტური პოზიციის გამო. სხვა სცენები, ასევე დაიხურა ჩაიკოვსკის საბალეტო ქმნილებებისა და პრორუსი მუსიკოსებისთვის. ბოლონიის საბავშვო წიგნების ბაზრობამ, აკრძალა რუსი გამომცემლების პროდუქცია და რუსი მწერლების მონაწილეობა. რეჯო-ემილიას ფოტოგრაფიის ფესტივალმა, ღონისძიებაზე არ დაუშვეს რუსი ფოტოგრაფი – ალეკსანდრ გრონსკი, რომელიც, თურმე იმდენად პროპუტინისტურად იყო განწყობილი, რომ სახლში დაბრუნებულმა, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მიტინგი მოაწყო მოსკოვში და ის პოლიციამ დააპატიმრა. რუსი ოლიმპიელები  და  პარაოლიმპიელებიც კი მოხსნეს შეჯიბრიდან  ან დროშის გარეშე გამოსვლა აიძულეს. მილანის ბიკოკის უნივერსიტეტემა ჩაატარა ღრმა გამოკვლევა და დაადგინა, რომ რუსი ყოფილა ვინმე დოსტოევსკი, ვიღაც მწერალი, რომელიც ტოლსტოისტან, ჩეხოვთან, პუშკინთან, გოგოლთან და სხვა საძაგელ ტიპებთან ერთად, საკუთარი შემოქმედებით, წარმოადგენენ  პუტინისტური პროპაგანდის საფრთხეს – ამავე მოტივით, აიკრძალა პაოლო ნორის სემინარები მათი ნაწარმოებების შესახებ. ნახევარმა მსოფლიომ შეზღუდა რუსული ფილმები და რუსულის ენის შემსწავლელი პროგრამები. რუსული კატები არ დაუშვეს სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორც ჩანს, პროპაგანდისტული კნავილის თავიდან ასაცილებლად. კონკურსიდან – „ წლის ხე“, ამოიღეს ტურგენევის მუხა, რადგან ის, მუხანათურად აღმოჩნდა –  რუსული. აკრძალვას დაექვემდებარნენ უკრაინელი ინტელექტუალები და არტისტები, რომლებმაც გაბედეს და დაიბადნენ დონბასში ან ყირიმში. რუსული დელეგაცია არ დაუშვეს ოსვენციმის გათავისუფლების საზეიმო დღესასწაულზე, რომლის გათავისუფლების უკან, თურმე წითელი არმია კი არა, უკრაინელები და ამერიკელები იდგნენ (როგორც მოგვითხრეს რობერტო ბენინის ფილმში – „ცხოვრება მშვენიერია“)… და ყოველივე ეს მოხდა ატლანტისტური პრესის ყიჟინის  თანხლებით. დღეს უკვე იგივე პრესამ, გმირი ზელენსკი – გამოცემების ბოლო გვერდებზე ჩააჩოჩა. ეს პრესა ახლა საჯარო მოწოდებებით გამოდის – მოსკოვსა და კიევს კომპრომისული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს, ცდილობს ეს მოასწროს იქამდე, ვიდრე საქვეყნოდ გახმაურდება ნატოს ფიასკო. ახლა, ეს ხალხი – წითელ ხალიჩას უგებს  პუტინისტ  „ოპერის დედოფალს“, რომელიც, სხვათა შორის, გამოვა იტალიის სენატის თავჯდომარის – იგნაციო  ლა რუსსას წინაშე. ასე თუ გასტანა, ვინ იცის, ეგებ დოსტოევსკის რეაბილიტაციისაც მოვესწროთ!

 

By admin