Tuckercarlson.com აშშ
თაკერ კარლსონი: სანდო ინფორმაცია უკრაინიდან, ყოველთვის ძნელი მოსაპოვებელი იყო. როგორ ცხოვრობს ხალხი ქვეყანაში, რომელსაც მხარს ვუჭერთ და ფაქტობრივად ვარჩენთ? ამის თაობაზე, რიგიანად არაფერი ვიცით – ამგვარი თემები საერთოდ არ შუქდება, თუმცა სოცქსელებში შესაძლებელია მოიძიო ადამიანები, რომლებიც რეპორტაჟებს უშუალოდ უკრაინიდან გვაწვდიან და ერთი შეხედვით, მათი ცნობები მიუკერძოებელია. ერთ-ერთი მათგანია, აშშ-ს მოქალაქე გონსალო ლირა. ის გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა და აქვეყნებდა (მეტადრე TWITTER-ში) ნარკვევებს იქაურ ყოფაზე, ასევე გვიზიარებდა საკუთარ აზრს კონფლიქტის მიმდინარეობაზე და მათთვის, ვისაც ეს საკითხები აინტერესებს, მისი მოსაზრებები საინტერესო უნდა იყოს. გავეცნოთ ერთ-ერთ ასეთ რეპორტაჟს.
გონსალო ლირა: რუსული ეკონომიკა წინ მიიწევს. ევროპული? აგერ, დიდ ბრიტანეთში ხალხი უკვე იხოცება ყინვისგან. საქმე ისაა, რომ ბრიტანელებს მოაკლდათ იაფი რუსული ენერგია, რომელსაც ადრე დაუბრკოლებლად იღებდნენ. ახლა ხომ გასაგებია? ასე რომ, რასაც არ უნდა თხზავდეს დასავლეთი რუსეთის შესახებ, ყველაფერი ბუმერანგივით მას უკან უბრუნდება. ჰოდა, ახლა ის პანიკამ მოიცვა და გაფაციცებით ეძებს გამოსავალს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ თუ გაგზავნიან უკრაინაში მეტ ტანკს, კიევს ეშველება, მაგრამ ეს ასე არაა. კონფლიტის დაწყებამდე, უკრაინას ჰქონდა 2 ათასამდე ტანკი. ნუთუ ორი ასეული უშველის საქმეს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ ითხოვს კიევი მათ გადაცემას? იმიტომ ხომ არა, რომ 2 ათასი ტანკი უკვე გაუნადგურეს? ეს ხომ ელემენტარულია. რა გამოდის რამდენიმე ასეული (ყველაზე მეტი 300 ერთეული) გადაწყვეტს ომის ბედს? რა თქმა უნდა არა, რუსები მათაც დაწვავენ.
დასავლური მედია დღენიადაგ ირწმუნება, რომ ზელენსკი არის გმირი, დაახლოებით ჩერჩილის მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა, კიევის რეჟიმი კი განსხეულებული ანგელოზია და ა.შ. არადა მსგავსი არაფერი ხდება, მისი წევრები სისხლისმსმელი კრიმინალები არიან. ამას მე გეუბნებით.“
თაკერ კარლსონი: მაშ ასე, გონსალომ გამოთქვა რამდენიმე აზრი. პირველი: რუსეთი არ აგებს, ის იგებს. მეორე: რუსეთის ეკონომიკა, მიუხედავად ამერიკა-ევროპის სანქციებისა და საომარი მოქმედებისა, განადგურებისგან ძალიან შორსაა, პირიქით, თავს მშვენივრად გრძნობს. ის, რაღაც კუთხით, გამოჯანმრთელებისკენ მიდის და უფრო დამოუკიდებელი ხდება, მეტ აქცენტს აკეთებს ნედლეულსა და პროდუქციაზე, ამგვარი ქვეყნისთვის – ეს სასარგებლოა. ამერიკული ეკონომიკა და სამხედრო მრეწველობა კი ამ კონფლიქტით დაზარალდა. ლირას, ჩვენს ქვეყანაში, ყველა შერაცხავდა „რუსების მარიონეტად“ და „მოსკოვის პროპაგანდისტად“, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ გონსალო მართალია. რუსეთი არ მარცხდება უკრაინასთან ომში, პირიქით, ის იმარჯვებს. რუსული ეკონომიკა წესრიგშია, ჩვენი ეკონომიკისგან განსხვავებით. მაინც რა ელის ლირას?
ამ და სხვა ვიდეორგოლებისთვის ის დააპატიმრეს. სწორედ იმ ხელისუფლებამ, რომელსაც ჩვენ ვინახავთ. ფსევდოდემოკრატიამ, რომელსაც ჩვენ მთელი სულით და გულით ვეხმარებით, თითქოსდა რუსულ ავტოკრატიასთან ბრძოლაში, ლირა ჯერ დააპატიმრა, ხოლო შემდეგ გაათავისუფლა. აგერ მისი ვიდეოჩანაწერიც ანუ ბოლო ვიდეორგოლი:
გონსალო ლირა: მე აუცილებლად გამამწესებენ შრომა-გასწორებით კოლონიაში, სადაც, სავარაუდოდ, დავიღუპები. ამდენად გადავწყვიტე, რომ საუკეთესო ვარიანტი, ესაა საზღვარზე გადასვლა. ახლა, სადღაც 5 კილომეტრში ვარ უკრაინა-უნგრეთის საზღვრიდან. ბოლო 2 დღის განმავლობაში, 1300 კილომეტრი დავფარე მოტოციკლით – ხარკოვის ფოსტიდან საზღვრამდე. ვცდილობ გადავკვეთო ქვეყნის საზღვარი, გადავიდე უნგრეთში და მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი. ასე რომ ან გადავალ საზღვარზე ან ისევ დამაპატიმრებენ. რა მელის? ეს ღმერთმა უწყის…
თაკერ კარლსონი: მას ეს ვერ შეძლო, საზღვრამდე 5 კილომეტრში, ის დააკავეს და ახლა გონსალო გისოსებს მიღმა იმყოფება. ის პოლიტიკური ტუსაღია, თითქოსდა „თავისუფალ“ ქვეყანაში. ბაიდენის სახელმწიფო დეპარტამენტს არ აინტერესებს ამერიკის ამ მოქალაქის ბედი, ისე როგორც, არ აინტერესებს ჩვენს მედიას…
გონსალო ლირა: „ვფიქრობ, დემოკრატების ელიტა შეეცდება ჯო ბაიდენის თავიდან მოცილებასა და საპრეზიდენტო სავარძელში – ქამალა ჰარისის ჩასმას. ოღონდ ერთი რამ არის გასათვალიწინებელი, ის ჩვეულებრივი იდიოტია. გულწრფელად მეეჭვება, რომ მისი IQ-ს კოეფიციენტი, თუნდაც 90-ს აღწევს. ის წმინდა წყლის ბრიყვია.“