Tv2.dk დანია
სიგნე მარი ფროსტი
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მას საბრძოლო მოქმედებათა დაწყების დღიდან, არ ულაპარაკია ზელენსკისთან. მათ კონფლიქტს აქვს წინაისტორია
უკრაინა მიექანება იმ მიმართულებით, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულს – ამაში დამნაშავე არის ვლადიმირ ზელენსკი. ამის შესახებ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა გერმანულ ჟურნალ DER SPIEGEL– თან ინტერვიუში.
კლიჩკომ ვლადიმირ ზელენსკი – პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც კი შეადარა.
„რაღაც ეტაპზე ჩვენ მივალთ იქამდე, რომ დავემსგავსებით რუსეთს, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზე არის დამოკიდებული“ – დაიჩივლა კლიჩკომ.
კლიჩკო: უკრაინა აღმოჩნდა ხელმძღვანელობის გარეშე
დედაქალაქის თავი უკმაყოფილია იმით, რომ მერებს არ აძლევენ საშუალებას – მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ზელენსკის მთავრობა, მათ ძალაუფლების შემდგომი ცენტრალიზაციის დაბრკოლებად აღიქვამს.
„ახლა არსებობს მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მასზე არნახული ზეწოლა ხორციელდება: ეს არის ადგილობრივი თვითმართველობა“ – აცხადებს ვიტალი კლიჩკო.
მეტიც, ის თვლის, რომ ომის პირველ დღეებში ქვეყანა ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა – „იყო აშკარა ქაოსი – იხსენებს ის, სწორედ უკრაინის ქალაქების მერებმა შეძლეს მაშინ – თავდაცვის ორგანიზაცია.“
ვიტალი კლიჩკომ ასევე თქვა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში, მას არ ჰქონია არც ერთი შეხვედრა და არცერთი სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან, და ეს მაშინ, როცა კიევის მერია და პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობა, სულ რამდენიმე ასეული მეტრითაა ერთმანეთს დაშორებული.
დანიური პოლიტიკისთვის უჩვეულო უთანხმოება
დაძაბული ურთიერთობა ვიტალი კლიჩკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის, გუშინ არ დაწყებულა და ეს იმით აიხსნება, რომ ისინი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან, გვახსენებს ტელეარხ TV2-ის კორესპონდენტი უკრაინაში – კლაუს ბორგ რეინჰოლდტი. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კლიჩკომ მხარი ქვეყნის წინა მეთაურს – პეტრო პოროშენკოს დაუჭირა, თუმცა ეს უკანასკნელი ზელენსკისთან დამარცხდა.
კლაუს ბორგ რეინჰოლდტი ამბობს, რომ უკრაინაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, მეტოქე პარტიები „უკიდურესად მტრულად ეკიდებიან ერთმანეთს“.
„დანიურ პოლიტიკაში ასეთი მტრობა, უბრალოდ მიუღებელია. მაგრამ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ამბობს ის და გვიხსნის, რომ რუსული შენაერთების შეჭრის შემდგომ, საჯარო კამათი დიდი ხნით შეწყდა.
„თუმცა არსებული ვითარება, ახლა უკვე იცვლება“ – დასძენს ის.
რუსეთის გასახარად
ვლადიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე ყველას გასაგონად გააკრიტიკა კლიჩკო. ბოლო საყვედური გასულ ზამთარში გაისმა. ზალენსკიმ ჩათვალა, რომ კლიჩკომ თავი ვერ გაართვა თავშესაფრების მშენებლობას და რუსული დარტყმების დაზიანებული კიევის ელექტროსისტემის აღდგენას.
კლაუს ბორგ რეინჰოლდტის აზრით, კლიჩკოს თავდასხმა ზელენსკიზე, გასაკვირი არაა.
„საკვირველი ისაა, რომ ამან ისევ მიაღწია საზოგადოების ყურამდე, რადგან, როგორც არ უნდა იყოს, ნებისმიერი შიდა დაპირისპირება, რუსეთს აძლევს ხელს“ – ამბობს ის.
ზელენსკისა და კლიჩკოს კონფლიქტს, არაერთხელ მოჰყვა მერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება და რამდენიმე მცდელობა – მისი პოსტიდან გადაყენებისა, იტყობინება უკრაინული პრესა.