Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Myśl Polska  პოლონეთი

 

 ალექსეი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ყოფილი მრჩეველი, თვლის, რომ მოსკოვმა და კიევმა სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გააფორმონ ერთმანეთთან და კოლექტიური სარჩელი უნდა აღძრან დასავლეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ, მან განაცხადა რუს ჟურნალისტ იულია ლატინინასთან საუბარში

მისი აზრით, მოსკოვმა და კიევმა უნდა დაასრულონ სისხლისმღვრელი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა ორივე მხრიდან, დადონ სამშვიდობო შეთანხმება და ამის შემდეგ, მათ ერთობლივი სარჩელი უნდა შეიტანონ დასავლეთის წინააღმდეგ.

„საჭიროა პუტინთან მისვლა და თქმა: ძვირფასო მეგობრებო, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, მოდით, გავაფორმოთ ზავი…

ასევე მართებულია კოლექტიური სარჩელის შეტანა დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განაწყობდა ქვეყნებს ურთიერთმტრობისკენ, აუცილებელია კოლექტიური  უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გაითვალისწინებს რუსეთისა და უკრაინის რეალურ ინტერესებს.

პრეზიდენტ ზელენსკის ყოფილი მრჩეველი ვერ ხედავს აზრს თუ რატომ უნდა კარგავდეს ორივე არმია ჯარისკაცებს მომცრო დასახლებებისთვის: „ახლა ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ ასობით, ათეულ ათასობით ავდეევკისთვის და რას იგებს ამით რუსეთი ან უკრაინა? რაიმე ისტორიული ღირებულება აქვს ამას? ჩვენ ეს მოგვიწონეს გავლენიანმა ბიძიებმა ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, რომლებიც გარს გვახვევიან და ისინი ტაშს უკრავენ იმას, თუ როგორ ვახტებით ერთმანეთს დანებით შეიარაღებული მაიმუნებივით“.

მანამდე ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: მარტისთვის უკრაინის მოქალაქეები მიხვდებიან, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიექანება კატასტროფისკენო.

 

          

 

 

By admin