ჯანეთ იელენი: აშშ ვალდებულია დაეხმაროს უკრაინას ევროპის გამო – არ შეიძლება მასწავლებლები და მეხანძრეები უხელფასოდ ისხდნენ
Breitbart / აშშ
იან ჰანჩეთი
ფინანსთა მინისტრმა – ჯანეთ იელინმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინადადებას – ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ. ტელეარხ CNBC-ის ეთერში, მან განაცხადა, რომ ევროპას „მეტად სჭირდება“, რომ აშშ-მ უკრაინის მხარდაჭერაში „შეიტანოს თავისი წვლილი“ და კანონპროექტი სრული სახით მიიღოს
კერძოდ, იელინმა თქვა: „მაშ ასე, ეს არის პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და მას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. ზუსტი გრაფიკის პროგნიზირება მე არ შემიძლია, მაგრამ მოხარული ვარ, რომ კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც შეაძლებინებს მთავრობას, განაგრძოს მუშაობა. მართლაც მნიშვნელოვანია, რომ დახმარება ერგოს როგორც ისრაელს, ისე უკრაინას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ უკრაინა, რომელიც გმირულად იბრძვის საომარ ველზე, დამარცხდეს შიდა ფრონტზე – რომ მას არ ჰქონდეს სახსრები სკოლის მასწავლებლების, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების, მეხანძრეებისა და პოლიციელების ხელფასებისთვის. ასე რომ, უკრაინა მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს დახმარებაზე.
ჩვენ უნდა ვიყოთ სხვებთან ერთად. ჩვენი ევროპელი მეგობრები უკრაინას მიწვდიან 50 მილიარდი ევროს, დახმარების სახით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მსოფლიო სავალუტო ფონდი კი კიევს – 15 მილიარდს გადასცემს. მათ სჭირდებათ, რომ ჩვენი წილი შევიტანოთ ამ საქმეში და პაკეტი სრული სახით დამტკიცდეს.
რა თქმა უნდა, ისრაელსაც სჭირდება მხარდაჭერა. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამერიკის ეროვნული უშიშროებისთვის. თუ პუტინმა გაიმარჯვა ამ სასტიკ კონფლიქტში, შემდეგ შესაძლოა, ის თავს დაესხას, რომელიმე ჩვენს მოკავშირეს ნატოდან. ამის დაშვება არ შეიძლება“.