Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

NEWSWEEK   აშშ

მაიკლ გფოელერი, დეივიდ რანდელი

 

  ათასობით ადამიანი დაიღუპა უსარგებლო, გაჭიანურებულ და სულ უფრო ხარჯიან უკრაინის კონფლიქტში. ევროპასა და აშშ-ში ფინანსურმა დახმარებებმა და ელექტროენერგიაზე სუბსიდიებმა, ისეთ თანხას მიაღწია, რომ ის უკვე აჭარბებს მერილენდის მშპ-ს. ეს არის ჟამი, როცა აშშ-ს სახელმწიფო ვალი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 120%-ს. ასეთი ხარჯის გაღება შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფო იქნებოდა, მაგრამ ის ამგვარი არ არის

დემოკრატია არ კრძალავს ოპოზიციურ პარტიებს. ის, რომ ამდენი მრავარიცხოვანი პარტია არსებობდა ნაციონალისტური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლამდე ანუ 2014 წლამდე, თავისთავად ბევრისმთქმელია ამ მთავრობაზე. 2022 წელს, უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი ამ პარტიების აკრძალვის შესახებ. პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კი ამ კანონს ხელი მოაწერა. 11 აკრძალული პარტიის სიაში  მოხვდა – „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისათვის“, რომელიც რადაში ხმების 10%-ს ფლობდა. სანქციის ქვეშ მოექცა – უკრაინის სოციალისტური პარტია, პროგრესული სოციალისტური პარტია, მემარცხენე ძალთა კავშირი და უკრაინის კომუნისტური პარტია.

დემოკრატია არ კრალავს არევნებს. თუმცა უკრაინამ შეაჩერა დემოკრატიული პროცესი. 2022 წელს გამოცხადდა საომარი მდგომარეობა. იმედოვნებდნენ, რომ ეს იყო ხანმოკლე პაუზა, მაგრამ საომარ მდგომარეობას მუდმივად ახანგრძლივებენ. ბოლოს ეს მოხდა 2023 წლის ივლისში. უკრაინის პარლამენტმა, რადადან განდევნა ყველა ოპოზიციური პარტია. კენჭისყრის შედეგად, გადავადდა ოქტომბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილი იყო 2014 წლის მარტისთვის, მაგრამ დღეს მოქმედი წესით, ისიც აღარ ჩატარდება. ზელენსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ახლა „არჩევნების დრო არ არის“.

დემოკრატია ცენზურას არ უწესებს მასობრივი ინფორმაციი საშუალებებს. 2022 წლის თებერვალში, უკრაინის მთავრობამ განკარგულება გასცა, საინფორმაციო მაუწყებლობა წარმართულიყო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი ერთიანი პროგრამის – „ ტელემარათონის“ ფარგლებში. 2022 წლის აპრილში, ეროვნული უშიშროების საბჭომ ბრძანა, ეთერიდან მოეხსნათ  სამი დამოუკიდებელი ტელეარხი, რომელიც ზელენსკის წინამორბედთან იყო ასოცირებული. 2022 წლის დეკემბერში, ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უფლებას ანიჭებს უკრაინის ეროვნულ საბჭოს ტელერადიომაუწყებლობის სფეროში, არეგულიროს ყველა ბეჭდვითი, საერთოეროვნული და ციფრული მაუწყებლობის საშუალება.

კანონის მიხედვით, მთავრობას შეუძლია ცენზურა დაუწესოს და აკრძალოს კიდეც – ნებისმიერი დამოუკიდებელი პლატფორმა, როგორიცაა, ვთქვათ – GOOGLE-ი. ამის გამო, მას მკაცრად აკრიტიკებს ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია, რომელიც აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება შეუთავსებელია ევროსაბჭოს წევრობასთან. უკრაინის ჟურნალისტთა კავშირი ამ კანონს უწოდებს – „ყველაზე დიდი საფრთხეს სიტყვის თავისუფლებისთვის – უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამ დროისთვის ქვეყანაში არ არის არცერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი საინფორმაციო გამოშვებით. ბეჭდვითი და ციფრული მედია ექვემდებარება უმკაცრეს ცენზურას.

დემოკრატია არ ზღუდავს ადამიანების გადადგილებას. როცა უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, ყველა მამაკაცი 18-დან 60 წლამდე დაექვემდებარა გაწვევას და მათ აუკრძალეს საზღვრის გადაკვეთა. კანონის დამრღვევებს აკავებს პოლიცია და ძალით გზავნის ფრონტზე საბრძოლველად. ის, ვინც გაქცევა ახერხებს, ძირითადად ცხოვრობს პოლონეთსა და გერმანიაში. უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს,  რომ ევროკავშირმა ძალით დააბრუნოს ეს ხალხი უკრაინაში, მაგრამ მიზანს ჯერჯერობით ვერ აღწევს.

დემოკრატია  არ კრძალავს აღმსარებლობას. 2022 წელს, ზელენსკიმ გააუქმა რუსეთთან დაკავშირებული ყველა რელიგიური ორგანიზაცია. მათ რიცხვს მიეკუთვნება ქვეყანაში უმსხვილესი – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ), რომელიც საუკუნეზე მეტია მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 2022 წლის მაისში, საეკლესიო სინოდმა გადადგა ისტორიული ნაბიჯი. მან ოფიციალურად გაწყვიტა კავშირი მოსკოვთან და რუსეთის მართლმადიდებებლი ეკლესია ამხილა ომის წაქეზებაში. უკრაინის ხელისუფლება ამასაც არ დასჯერდა: მან გააქტიურა ძალისხმევა, რათა აეკრძალა ხსენებული მართლმადიდებელი ეკლესია, იმავდრროულად, წინ წამოსწია ახალი ეკლესია, რომელიც სახელმწიფოს ექვემდებარება.

თუ ადამიანს უნდა მოხვდეს ახალი ეკლესიის წიაღში, მას უნდა ჰქონდეს უფლება თავისუფლად, დაუბრკოლებლდ გააკეთოს ეს. მაგრამ ოფიციალური კიევი აიძულებს მორწმუნეებს, უარყონ თავისი რწმენა და შეუერთდნენ ახალ ეკლესიას. ოფიციალური კიევი, ასევე ახდენს იმ ტაძრების მიტაცებას, რომლებიც ამას არ ეგუებიან. ახლა, უკრაინის პარლამენტი აპირებს ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის მართლმადიდიდებელი ეკლესია უკანონოდ. როდის იყო, რომ დემოკრატია კრძალავდა ყველაზე ძველ და დიდი ეკლესიას?

და ბოლოს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ, უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობის ულტრამემერჯვენე მიდრეკილებებზე. ჩვენი აზრით ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ფაშისტი“ და „ნეონაცისტი“, ძირითადად გამოიყენება გაუაზრებლად და ზედმეტად ხშირად. მაგრამ დროდადრო გვიწევს ამ პოზიციის რევიზიაც, რადგან უკრაინის ნაციონალისტურ მოძრაობას აშკარად აქვს გამოკვეთილი ავტორიტარული  მისწრაფებები. მხოლოდ ჩვენს სიტყვებს ნუ დაეყრდნობით, ინტერნეტში მოიძიეთ „სტეპან ბანდერა“, „ბრიგადა აზოვი“ და თავად მიხვდებით, რა ძნელია იმის გარკვევა, თუ სად მთავრდება ნაციონალიზმი და სად იწყება რასიზმი.

სამართლიანობისთვის უნდა იქვას, რომ კრიზისის დროს, ხელისუფლებები ხშირად ზღუდავენ სამოქალაქო უფლებებს. ჩვენს მიერ შემოღებულმა კანონმა – ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, საკმაოდ შორს შეგვატოპინა. სამოქალაქო ომის დროს, პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა შეაჩერა ჰაბეას კორპუს აქტი, ეს მოხდა სამხრეთელების საზიანოდ, მაგრამ მას არჩევნები არასდროს გაუუქმებია. ეს არ გაუკეთებია უინსტონ ჩერჩილსაც, რომელსაც დროდადრო ადარებენ  ზელენსკის. ჩერჩილი 1945 წელს არჩევნებში დამარცხდა და იძულებული გახდა თავად ედევნებინა თვალი, თუ როგორ არტყამდე კლემენტ ეტლი საზეიმო წრეს – ეს ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

უკრაინაში დარღვეული უფლებების ჩამონათვალი, მუდმივად იზრდება და ამ პროცესის უკუქცევის ნიშნები არ ჩანს. დასავლეთის ფავორიტი დიქტატორის ხელით შეიქმნა, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მედია, ეკლესია, აიკრძალა მსხვილი ოპოზიციური პარტიები. ეს უკვე  სცდება იმ ჩარჩოებს, რაც ამერიკისა და ბრიტანეთის უახლესი ისტორიიდან გვახსოვს. აღნიშნული ქვეყნები დემოკრატიებად რჩებოდნენ სამხედრო კონფლიქტების პირობებშიც, მათ შორის, სამოქალაქო ომის  დროს. საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, ერთიანად აბათილებს ჩვენს პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ მხარს ვუჭერთ ქმედით დემოკრატიას.

დეივიდ რანდელი – ამერიკის დიპლომატიური მისიის  ხელმძღვანელი საუდის არაბეთში, ავტორი წიგნისა – „ხედვა თუ მირაჟი: საუდის არაბეთი გზაგასაყარზე“.

By admin