Breitbart აშშ
კურტ ზუნდულკა
როგორც იტყობინებიან, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მთავარმა მრჩეველმა აღიარა: „კორუფცია, ისე გაიფურჩქნა ამ კონფლიქტით გაწამებულ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომ ჩინოვნიკები იპარავენ ისე, თითქოს ხვალინდელი დღე არ დადგება“
ჟურნალ Time-თან ანონიმურ ინტერვიუში, პრეზიდენტ ზელენსკის მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მცდელობამ – აღმოეფხვრა კორუფცია (მათ შორისაა, თავდაცვის მინისტრ ალეკსეი რეზნიკოვის პოსტიდან გათავისუფლება), აღმოჩნდა უნაყოფო, ვინაიდან ეს ძალისხმევა იყო ძალიან დაგვიანებული საიმისოდ, რომ რაიმე ეფექტი გამოეღო.
„ადამიანები იპარავენ ისე, რომ თითქოს ხვალ არ გათენდება“- განუცხადა გამოცემას მთავარმა მრჩეველმა და დასძინა: ჩინოვნიკებს „ არ აქვთ არაფრის შიში,“ ისინი ბოლომდე არიან ჩაფლულნი კორუფციაში. რეზნიკოვის და სხვა უკრაინელი ფუნქციონირების გათავისუფლება, მოხდა 6 თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა ზელენსკი გააფრთხილეს, რომ თავდაცვის უწყება მექრთამეობაში იყო გახვეული.
პრეზიდენტის მეორე მრჩეველმა ჟურნალს განუცხადა, რომ როცა ზელენსკიმ დაიწყო მოქმედება, „იყო ძალიან გვიან“ და ეს კორუფციული სკანდალი გახმაურდა, არა მარტო დასავლეთის დედაქალაქებში, არამედ ჯარისკაცებს შორის – წინა ხაზზე. უკრაინის შეიაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები უხამსად ხუმრობდნენ „რეზნიკოვის კვერცხებზე“ – ისინი მიანიშნებდნენ, რომ თავდაცვის სამინისტრო შეუსაბამო ფულს ხარჯავდა პირველადი მოხმარების საქონელზე, როგორიცაა კვერცხი და უნიფორმა ჯარისკაცებისთვის.
ცნობებში მოხმობილია ჩინოვნიკების მოსაზრებები, რომ ზელენსკის ოფისმა ყველაფერი იღონა, რათა მიეჩქმალა კორუფციის ფაქტები. ამავე დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს რიგითი ჩინოვნიკებისგან, „თავიდან აირიდონ სიმდიდრის ნებისმიერი გამოვლინება, არაფერი შეიძინონ, არ აიღონ შვებულება, მიუსხდნენ მაგიდას და უხმოდ შეასრულონ საკუთარი სამუშაო“. პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ მისი რიგითი წევრები იღებენ, სულ რაღაც 1000 დოლარს ყოველთვიურად და სძინავთ ისეთ ბუნკერებში, რომლებიც ციხის საკანს მოგვაგონებს.“