Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

SwebbTV    შვედეთი

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები – ცოცხლობენ „2-3 დღეს“, ზელენსკი კი  ბუნკერში მყოფი ჰიტლერის მდგომარეობას უახლოვდება

„მორალის“ არაფერი სცხია იმ ფაქტს, როცა ერეკები უკრაინელ მამაკაცებს გარდაუვალი სიკვდილისაკენ, კონფლიქტში, რომელში გამარჯვებაც შეუძლებელია. პირიქით, ძნელი წარმოსადგენია უფრო ამორალური ქმედება, ამბობს ანალიტიკოსი – მაგნუს სტენლუნდი SwebbTV-ზე გასულ პოდკასტში. ფრონტის ზოგიერთ უბანზე, უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა, სულ რამდენიმე დღეა. მაგრამ დასავლეთის სახელისუფლებო წრეები იმდენად დაბრმავდნენ, რომ ვერ ხედავენ: წინ სამშვიდობო მოლაპარაკებები კი არა, „უკრაინის სრული განადგურებაა“, ამბობს სტენლუნდი.

პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ქცევაში, რაციონალიზმის ნიშან-წყალი აღარ დარჩა, ფიქრობს იგი.

„ის დაეშვა ბუნკერში გამოკეტილი ჰიტლერის დონემდე. გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს“, მსჯელობს სტენლუნდი.

წინ მორიგი სისხლისღვრაა: უკრაინა აგრძელებს ხალხის სასაკლაოზე გაგზავნას. ის, ვინც დასავლეთში ტაშის კვრით ეგებება ამ სისხლიან კალოს, შეპყრობილია „სიკვდილის კულტით“, განაცხადა ამასწინათ ამერიკელმა ჟურნალისტმა – თაკერ კარლსონმა.

„ფრoნტის ზოგ უბანზე ჯარისკაცები სამიოდე დღე თუ ცოცხლობენ“, ამბობს მაგნუს სტენლუნდი.

„ეს სასაკლაოა. მას კი, ვინც ამის პროვოცირება მოახდინა და ამას მორალურად თვლის… მისი გაგება შეუძლებელია, უფრო ამორალური რამის წარმოდგენაც კი ჭირს“ – აგრძელებს ის.

„დრო თამაშობს ისრაელის წინააღმდეგ, რუსეთის შემთხვევაში კი პირიქითააა. გაჭიანურებული კონფლიქტი ხელს აძლევს რუსებს“ – ამბობს სტენლუნდი.

რუსეთისთვის უარესია თუ დასავლეთი და უკრაინა დანებდება. მაშინ რუსეთი ვერ მიაღწევს დასახულ მიზნებს. მაგალითად ვერ მოახერხებს უკრაინის დემილიტარიზაციას.

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, დასავლეთის სახელმწიფოები არ აპირებენ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას. აი, რამდენად დაკარგეს მათ კავშირი რეალობასთან, ამბობს სტენლუნდი.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ომი გაგრძელდება, რადგან დასავლეთს არ სურს სახე დაკარგოს. რაიმე გეგმა მას არ აქვს – ამბობს სტენლუნდი – და ყოველივე ეს დასრულდება უკრაინის სრული მარცხით“.

სტენლუნდი ფიქრობს, რომ დასავლეთი შეეცდება აიძულოს უკრაინა, ჩაატაროს ტოტალური მობილიზაცია და ბრძოლაში ჩააბას უკანასკნელი რეზერვები. „ეს არის საღი აზრის საპირისპირო ქმედება. ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ ისინი მსხვერპლად შესწირავენ უკანასკნელ ძალებს – ყმაწვილებს , რომელთა ასაკი 15-16 წელია (ქალებს, მოხუცებს) ანუ მათ, ვინც ვერანაირი განათლების მიღება ვერ მოასწრო“ – დაასკვნის სტენლუნდი.

 

By admin