Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

SVT  შვედეთი

 

დრამატიზმით აღსავსე რამდენიმე კვირის შემდეგ, წარმომადგენლობითი პალატის ახალ სპიკერად აირჩიეს – მაიკ ჯონსონი. ეს საგანგაშო სიგნალია უკრაინისთვის, რომელიც ძლიერ დამოკიდებულია ამერიკულ დახმარებაზე

„ მაიკ  ჯონსონის არჩევა – ცუდი ამბავია უკრაინისთვის“ – ამბობს SVT-ის კორესპონდენტი ამერიკაში – ფუად იუსეფი.

აქამდე სწორედ აშშ-ს შეჰქონდა უდიდესი წვლილი უკრაინული მხარის საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ. საერთოდ, ამ კონფლიქტში კიევი უკიდურესად დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე.

„ სწორედ უკრაინელთა სიმამაცე და თქვენი დახმარება განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

ოთხშაბათ საღამოს, მაიკ ჯონსონის სპიკერის პოსტზე არჩევის შემდეგ, იმატა შეშფოთებამ იმის თაობაზე, რომ აშშ-ს მხრიდან დახმარება შესუსტდებოდა ან საერთოდ შეწყდებოდა. საქმე ისაა, რომ აშშ-ში მომწიფდა უთანხმოება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხზე.

                    რა გავლენას მოახდენს ახალი სპიკერი უკრაინის კონფლიქტზე?

ფუად იუსუფი თვლის, რომ მაიკ ჯონსონის არჩევა – უკრაინისთვის ცუდის მომასწავებელია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უკრაინის კონფლიქტმა რესპუბლიკურ პარტიაში ბზარი გააჩინა და ის დღითიდღე ფართოვდება. მიუხედავად ზელენსკის ჩასვლისა, 117 რესპუბლიკელი დახმარების ბოლო პაკეტის გამოყოფას არ დაეთანხმა. ყოფილ სპიკერ კევინ მაკკარტის მოუწია, უარი ეთქვა უკრაინისთვის განკუთვნილ ბოლო ტრანშზე, რათა დროებითი ბიუჯეტი მიეღო და სახელმწიფო აპარატის გაჩერება თავიდან აეცილებინა.

70-იან წლებში, კვლევითმა ინსტიტუტმა პიუმ გაზომა კონგრესმენებს შორის პოლარიზაციის ხარისხი. მაშინ, ცენტრისტების რაოდენობამ კონგრესში – 160 კაცი შეადგინა. ახლა მათი რიცხვი – 24-მდეა შემცირებული. ახალ სპიკერს მოუწევს 2 ძირითადი ცვლილების გათვალისწინება: პარტიებს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავებულია, ხოლო რესპუბლიკელთა რიგებში უკრაინის მხარდაჭერა ბუნდოვანი.

არადა, თეთრი სახლი და უკრაინელი პოლიტიკოსები მუდმივად გვაფრთხილებენ, რომ მხარდაჭერის გარეშე, უკრაინის გამარჯვების შანსი დრამატულად მცირდება. რადას დეპუტატმა ალეკსეი გონჩარენკომ ისიც კი თქვა, რომ ამერიკული მხარდაჭერის გარეშე, უკრაინას შანსი – „პრაქტიკულად არ რჩება“.

წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია და მას ხშირად მიიჩნევენ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პერსონად კონგრესში, რადგან სენატი უფრო ძნელად კონტროლდება ზემოდან.

სპიკერს შეუძლია ცალმხრივად წარუდგინოს წარმომადგენლობით პალატას დღის წესრიგი – საკუთარი პოლიტიკური პროგრამის რეალიზაციისთვის, ის ასევე იღებს გადაწყვეტილებას, რომელი წესით იხელმძღვანელოს ცალკეული საკითხების განხილვისას. იმის თქმაც, რომ ჯონსონი მხარს უჭერს უკრაინას, ძალიან გაჭირდება.

„ მაიკ ჯონსონმა რამდენჯერმა წინააღმდეგ მისცა ხმა უკრაინის დახმარების გამოყოფას“ – გვახსენებს იუსუფი.

                                       უკრაინამ ეს ამბავი დიდი წუხილით მიიღო

SVT-ის კორესპონდენტი უკრაინაში – ელინ იონსონი იტყობინება, რომ ახალი სპიკერის არჩევამ, უკრაინა ძალიან შეაშფოთა.

„როცა ჯარისკაცებთან ურთიერთობ, იგებ, რომ მათ ზუსტად იციან, რომელი ქვეყნიდან – რა იარაღი, რა რაოდენობით მოდის“- ამბობს ის.

ის, ასევე ამბობს, რომ ბევრი უკრაინელი „გულდასმით“ აკვირდება აშშ-ს შიდა პოლიტიკას. „იმიტომ, რომ მათ მშვენივრად ესმით, რა მოხდება თუ მხარდაჭერა შეწყდა“ – აღნიშნავს ელინი.

 

 

By admin