Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

SVT / შვედეთი

მარკუს ალაკანგასი

 

 სიტყვიერად, შვედები მხურვალედ უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს. თუმცა ექიმი ეკატერინა ბლაგოდირი, უკრაინის დახმარების ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ შემოწირულობა მცირდება.  ამის მიზეზად – მას ინფლაცია მიაჩნია

„ვფიქრობ, ეს ხდება იმის გამო, რომ ადამიანებს საფულეები „შეუთხელდათ“ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო“ – ამბობს ის.

ეკატერინა ბლაგოდირი  უკრაინაში დაიბადა, შვედეთში კი 20 წელია ცხოვრობს. როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, მან მიატოვა ჰალლანდის საავადმყოფო, სადაც ის ქირურგად მუშაობდა და საკუთარი თავი, მთლიანად საქველმოქმედო საქმიანობას მიუძღვნა.

დღეს ის ხელმძღვანელობს ორგანიზაციას – „დავეხმაროთ უკრაინას“ (Help Ukraine), ქალაქ გეტებორგში. ეკატერინა უკრაინას ამარაგებს მედიკამენტებითა და სასწრაფო დახმარების კარეტებით. ის სხვა ფრონტზეც იბრძვის – ესაა ბავშვების სარეაბილიტაციო დახმარება.

„დღეს ბევრს მსჯელობენ უკრაინის აღდგენაზე, მაგრამ ცოტა ვინმე თუ ახსენებს ნორმალური ცხოვრების აუცილებლობას. ჩემი მისია, სწორედ ამაში მდგომარეობს“ – აღნიშნავს ის.

უკრაინაში ვიზიტები

მას თავად ჩააქვს დახმარება უკრაინაში და კარგად ხედავს, როგორ იტანჯებიან საბრძოლო მოქმედებების გამო, ჩვეულებრივი ადამიანები.

„სადღეისოდ სიტუაცია – მნიშვნელოვნად გაუარესებულია. როგორც ექიმი უშუალოდ ვაწყდები უამრავ ჭრილობასა და პოსტტრავმატულ დაზიანებას. უამრავი ობოლი ბავშვია“ – ამბობს ეკატერინა.

მიუხედავად ეკონომიკური ვითარების გაუარესებისა, შვედები ძველებურად პოზიტიურად არიან განწყობილნი უკრაინის მიმართ. ევრობარომეტრის ბოლო მონაცემებით, კიევისთვის იარაღის მიწოდებას, მხარს უჭერს შვედეთის მოსახლეობის 93% – ეს ციფრი, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (62%) გაცილებით მეტია.

 

 

By admin