Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

FOX NEWS  აშშ

 

ბაიდენის ადმინისტრაცია, უსაფრთხოების გუნდი, კონგრესი – ყველა ერთობლივად სუსტია. მათ დაუთმეს ინიციტივა ირანელებს, ჩინეთს, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას. მათ დაანგრიეს არაერთი რეგიონი მსოფლიოში და ამჟამინდელი ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ამის დასტურია. საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევის ირანზე კონცენტრაცია და მისი გაფრთხილება, რომ თეირანის ომში ჩართვას, მძიმე შედეგები მოჰყვება

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ისრაელის შეტევას და დავეხმაროთ მას, ხელი უნდა შევუწყოთ ჰუმანიტარულ აქციებს, დავარწმუნოთ ისლამური ქვეყნები, რომ მათ მიიღონ ლტოლვილები და გადაწყვიტონ პრობლემა რეგიონის ფარგლებში და არა მის გარეთ. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მართლაც დაკარგა უპირატესობა, როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერატიულ დონეზე. არმია ახლა მოქმედებს გაფრთხილების რეჟიმში ირანისა და სხვა ქვეყნების მიმართ, რათა ისინი არ ჩაერთონ კონფლიქტში. ეს ალბათ გონივრულია, მაგრამ ჩვენ რომ გვქონოდა ეროვნული უსაფრთხოების კომპლექსური სტრატეგია, რომლითაც მიიღწეოდა ბალანსი შიდა უსაფრთხოებასა და კრიტიკულ რეგიონებში მოქმედებას შორის, ახლა ამ დღეში არ აღმოვჩნდებოდით – სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა.

დროა დავიკავოთ ისრაელის მხარე და დავეხმაროთ მას იმდენად, რამდენადაც სჭირდება, ისრაელს კი მართებს თავშეკავება. ის ებრძვის უჩვეულო მტერს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ბინძურ ტრიუკს მიმართოს – ყოველივე ამისთვის, დროა საჭირო.

ეს არის განგაშის ზარი ამერიკელი ხალხისთვის. ბაიდენის ადმინისტრაციის ხელში, ჩვენი შეიარაღებული ძალები მეტად დასუსტდა და გადაიტვირთა. ლოგისტიკურად, ჩვენ ვერ შევძლებთ ერთდროულად რამდენიმე საბრძოლო თეატრის მხარდაჭერას და ეს ძალზე სამწუხაროა – ამაზე ნებისმიერი დაფიქრდებოდა. ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობა ფიქრობს ყველაფერზე, გარდა ბრძოლის ველზე მოქმედებისა – იქ, სადაც უშუალოდ ვართ ჩართულნი. ჩვენ ამას თვალს ვადევნებთ ბოლო რამდენიმე წელია. აშკარაა, რომ არც არმიის შეკრება  და არც მისი რაოდენობის შენარჩუნება, არ შეგვიძლია.

ეს არის საკვანძო პრობლემა აშშ-ს უსაფრთხოების აპარატისთვის, რაც მარტო მე არ მადარდებს და კმარა ამის თაობაზე ამერიკელთა მოტყუება. დროა, მათ ვუთხრათ სიმართლე, რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ გაგვიკეთებია. სამწუხაროდ ამის გაგება არავის სურს – ილუზიაში ცხოვრება უფრო ადვილია, ვიდრე იმ ვითარების გააზრება, რომელიც ამ სასტიკ სამყაროში შეიქმნა, ისე, როგორც უსაფრთხოების გზების ძიება და თავისუფლების შენარჩუნება.

სადღეისოდ ამერიკა უარს ამბობს მორალურ ღირებულებებზე, სიკეთე და ბოროტება ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან. ქვეყნის ლიდერები თამაშობენ შაშს მაშინ, როცა მიმდინარეობს საჭადრაკო ტურნირი. არსებითად ჩვენ აღმოვჩნდით არასახარბიელო ვითარებაში, რომელიც უნდა შეიცვალოს და ეს უნდა მოხდეს „აბრაამის ხელშეკრულების“ შესაბამისად და ირანზე სანქციების დაწესების გზით. აი, რა არის გასაკეთებელი.

 

By admin

You missed