KUPIANSK, UKRAINE - JANUARY 06: People walk through the town of Kupiansk which has experienced regular shelling from the Russians on January 06, 2023 in Kupiansk, Ukraine. Despite a unilateral Russian ceasefire ordered by President Vladimir Putin, shelling could be heard throughout the day. Kupiansk was occupied by Russian forces mere days after their February 24th invasion of Ukraine, a process hastened by the surrender of Kupiansk's Russia-friendly mayor. Ukrainian forces liberated the town in September, but Russia turned its artillery on Kupiansk while in retreat, destroying buildings and damaging energy and heating infrastructure. Another Russian missile strike occurred here at the end of the year. (Photo by Spencer Platt/Getty Images)
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

New Statesman  დიდი ბრიტანეთი

ფილიპ ქანლიფი 

                      უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენის სტრატეგია, ფიქრადაც არავის გაუვლია 

 

იმ ფონზე, როცა კიევის მიერ მიტანილი კონტრშეტევა რუსეთის თავდაცვის ზღუდეებზე, ჩაფლავების პირასაა, დამკვირვებლები და სტრატეგები აანალიზებენ და აფასებენ – რომელი გადაწყვეტილება იყო მართებული, რომელი მცდარი და როგორია პერსპექტივა

ფლობდნენ თუ არა უკრაინელები საკმარის და ზუსტად გათვლილ საცეცხლე ძალას? გააჩნდათ თუ არა სწორი დოქტრინა? დასაშვებია თუ არა ის, რომ ნატოს დამგეგმავმა ორგანოებმა, სწორად არ მიმართეს  უკრანელების ძალისხმევა?

სიმართლე ვთქვათ, ამგვარი კითხვები, არსებითად არ ცვლის შქმნილ ვითარებას. რთული, მაგრამ მკაფიო დასკვნა ისაა, რომ მიუხედავად უკრაინელების გაღებული დიდი მსხვერპლისა, კონტრშეტევა არ შედგა. მედიის რეჟისურით შექმნილი სპექტაკლი იმის შესახებ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია,  არა მარტო ამახინჯებს რეალობას, არამედ აუბრალოებს დაღვრილ სისხლსაც.

ყველაფერთან ერთად, უკრაინა იქცა ინტელექტუალური ბრძოლის ველად. ესაა თეატრი, რომლის ფარგლებში, ის  მიმართულება, რომელსაც რეალიზმი ეწოდება, იცავს თავის ავტორიტეტს ლიბერალების და ნეოკონსერვატორების შემოტევისგან, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს გვისახავენ, როგორც ბრძოლას თავისუფლებისა და ცივილიზაციის გადარჩენისთვის და გვიმტკიცებენ, რომ ის  მიმართულია ტირანიისა და ბარბაროსობის წინააღმდეგ. რეალისტები,  მიზანმიმართულად ილაშქრებენ ამგვარი ამპარტავნებაზე. მოპოვებულ ნდობას, რეალისტები უნდა უმადლოდენ იმ ძალისხმევას, რომელსაც ისინი გააზრებულად იჩენენ დამახინჯებისა და ილუზიაში ყოფნის წინააღმდეგ (რაც ასე დამახასიათებელია პოლიტიკური იდეალიზმის წარმომადგენლებისთვის), ასევე იმას, რომ რეალისტები ცდილობენ გეოპოლიტიკური ჯახის არსში წვდომას. მაგალითად ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი – ჯონ მირშეიმერი, მუდმივად ინტერესდება „უსარგებლო“ ფაქტებით, როგორიცაა რუსეთის  საბრძოლო პოტენციალი და მისი საარტილერიო შესაძლებლობები. ეს აშკარა შეუსაბამობაშია იმ ხმებთან, რომლებიც ირწმუნება, რომ უკრაინა იოლად გაიმარჯვებს – ეს პოზიცია ეყრდნობა სამართლიანობის ლოგიკასა და სხვადასხვა ტიპის ვუნდერვაფეს (ვთქვათ უპილოტოებსა და Leopard-ის ტანკებს).

მიუხედავად აშკარა უპირატესობისა (უკრაინული კონფლიქტის შეფასებისას), რეალისტურ მიდგომას აქვს შესაძლებლობების ზღვარი. ომს ახლა წარმართავს ის ელემენტები, რაც ასე სძაგს რეალიზმს – ესაა მიკერძოება და ილუზიის ტყვეობა. ბუნებრივია, ვითარების გასაანალიზებლად არ კმარა საწარმოო სიმძლავრეებისა და ადამიანური რესურსების შედარება. ასეთმა მიდგომამ შეიძლება მიგვიყვანოს მცდარ დასკვნამდე და ვერ დავადგინოთ ის, თუ რა არის ამ კონფლიქტის წარმართველი ძალა, მით უფრო მაშინ, როცა მას არაფერი აქვს საერთო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან და სუვერენიტეტის აღდგენასთან.

როგორ გინდა, საბრძოლო მოქმედება, რომელსაც უკრაინა აწარმოებს მიიჩნიო თავისუფლებისთვის ბრძოლად, როცა ერთი მხრივ, ეს ქვეყანა ცდილობს სუვერენიტეტის დაცვას და მეორე მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანებას – ანუ იმ ორგანიზაციაში, რომელიც ეფუძნება ნაციონალური სუვერენიტეტის შეკვეცას. ამის შესახებ, რეგულარულად საუბრობენ დასავლეთის ის ქვეყნები, რომლებიც თავად არ ომობენ რუსეთთან. ასე რომ, რეალისტობის სურვილმა, შეიძლება გვაქციოს ჰიპერრეალისტებად, ანუ აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, რომელსაც ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი აღწერს.

შექმნა რა ჰიპერრეალიზმის ცნება, ბოდრიარს სურდა მიეპყრო ჩვენი ყურადღება  იმ ფაქტზე, რომ საზოგადოება ჭარბი ინფორმაციით არის გაჯერებული. ასეთ დროს სიმბოლოები კარგავს ბმას რეალობასთან და თვითრეფერენტული ხდება..  ეს მოდელი, მან მიუსადაგა სპარსეთს ყურეში მიმდინარე 1990-91 წლების სამხედრო კამპანიას. მან ყურადღება გაამახვილა ერაყის ომზე, რომელიც ცნობილი გახდა ოდიოზური კადრებით, როცა ბომბები ლაზერული დამიზნებით, აღწევდა სავენტილაციო შახტებში. ანუ მოხდა თეატრალიზება იმ ომისა, რომლის შედეგი ეჭვს არავისში იწვევდა – არც ერთ ანალიტიკოსს არ უთქვამს, რომ კონვენციურ ომში – აშშ-სთან და მის ნატოელ მოკავშირეებთან, გაიმარჯვებდა ერაყი. ასე რომ, ომი სპარსეთის ყურეში იყო – ინსცენირებული მედია-სპექტაკლი.

იგივე შეიძლება ითქვას უკრაინელების კონტრშეტევაზე. მისი შედეგიც, არასდროს იწვევდა ეჭვს. უკრაინელები არ გეგმავდნენ რუსულ თავდაცვაზე იერიშს, რიცხობრივი და საჰაერო უპირატესობის გარეშე. მაგრამ ეს მაინც მოხდა. იმის კვალად, რომ მცირე ძალებით განხორციელებული უკრაინული შეტევა თანდათან სუსტდებოდა,  დასავლური მედია აივსო კომენტარებით, რომლებიც მოიცავდა გზავნილების მთელ გამას – დაწყებულს,  ენთუზიაზმის გაღვივებითა და აქტიური საინვესტიციო პროპაგანდით, დამთავრებულს, ბედთან შეგუების მოწოდებით – თან მედია დღენიადაგ გვახსენებდა, რომ ამ ომში იღუპებოდნენ უკრაინელები  და არა დასავლური ქვეყნების მოქალაქეები. პრეზიდენტ ზელენსკის თავად წამოსცდა კიევში გამართულ კონფერენციაზე: ეს არ არის ფილმი, რომელიც საათნახევარი გრძელდებაო. ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებში შედიოდა კონტრშეტევის დაწყება იმ პირობებში, როცა უკრაინას – წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნდა?

ამდენად, ეს იყო სიმულაცია და არა სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჯარისკაცების გამოყენებით გათამაშდა და ის შედიოდა არა სამხედრო და სამოქალაქო პირების, არამედ ვიღაცის ინტერესებში. უკრაინის მთავრობამ მოაწყო სისხლიანი შოუ, რათა გაემართლებინა მილიარდობით დოლარი, რომელიც მან მიიღო დასავლური ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან. კონტრშეტევის ჩავარდნა ასევე არის ალიბი ზელენსკისთვის – მისი სამომავლო უმოქმედობის შემთხვევაში. იხეირეს იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა, რაკი მიაღწიეს პროდუქციის გარანტირებულ რეალიზაციას, მოხდა ფასების ზრდა მათ აქციებზე და ამ კომპანიებს ასევე გაუჩნდათ ახალი სარეკლამო შესაძლებლობები, რომელთა გამოყენება ხდება პირდაპირ ბრძოლის ველიდან. დასავლურ მთავრობებს შეუძლიათ ყველაფერი რუსული თავდაცვის სიმტკიცეს მიაწერონ და მოსახლეობაში საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად, ხელი გაიშვირონ აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეზე. აი ეს არის რეალური მიზნები კონტრშეტევისა და არა მელიტოპოლის, ყირიმის ან რომელიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება. ამ ტრაგიკულ და სისხლიან სანახაობაში, ვლადიმირ პუტინის ხელიც ურევია: მასაც შეუძლია გამოიყენოს კონტრშეტევა ამომრჩევლის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, თანაც ისე, რომ ამით სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელი არ შეეშლება.

სამხედრო სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს  სუვერენიტეტის აღდგენას, არაფრით დაუშვებს ცოცხალი ძალის ასეთი რაოდენობით გაწირვას, თანაც უაზრო შეტევისთვის. მწარე სიმართლე ისაა, რომ კონტრშეტევის სწორედ ამგვარი ხელოვნურობა და ჰიპერრეალურობა განაპირობებს იმას, რომ ის – ასე სისხლიანია.

კოლექტიური ჰიპერრეალობა კიდევ შეიძლება გაიზარდოს. BBC-ის დოკუმენტალისტი ადამ კურტისი, თავის ფილმში „ჰიპერნორმალიზაცია“ აღნიშნავს, რომ ჰოლივუდი, ჯერ კიდევ 2001 წლის 11 სექტემბრამდე, ბევრს „ფანტაზიორობდა“ ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ღირშესანიშნაობათა ნგრევაზე. ტერორიტმა-ჯიჰადისტებმა გაითამაშეს პოპულარული დასავლური ფენტეზი, ჩახლართული სიუჟეტებით, ბანალური და პრიმიტიული ტრილერის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელშიც ცსს-ს ყოფილი აგენტი უსამა ბენ ლადენი, შურისძიების აქტს ახორციელებს ყოფილი პატრონის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, რომელიც შეპყრობილია აპოკალიფსისა და კაცობრიობის გადადგურების იდეით, მალე შეიძლება იხილოს მოყირჭებული სიუჟეტი სამყაროს აღსასრულზე, რომელიც ბირთვული დარტყმებით იქნება წარმოდგენილი, ხოლო საფუძვლად დაედება უკრაინის „სამრეწველო სარტყელის“ ხელში ჩაგდების სურვილი.

 

 

By admin