Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Bloomberg  აშშ

ალისია დიასი

 

წამყვანი ოთხი რესპუბლიკელი სენატიდან, მოუწოდებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ მან უკრაინას გადასცეს შორი მანძილის რაკეტები. მათი აზრით, ეს დაეხმარება კიევს რუსების წინააღმდეგ წარმოებულ კონტრშეტევაში. სენატორებმა აღნიშნეს, რომ ამისთვის საკმარისია ამერიკული არსენალის უმნიშვნელო ნაწილი

რაკი მომავალ კვირაში უკრაინის პრეზიდენტი – ვლადიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩადის და მოლაპარაკებებს მართავს ბაიდენთან, ამ მიმართვით, გამიზნულია საყოველთაო ყურადღების აქცენტირება ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს ATACMS-ზე, რომლის მიწოდებასაც კიევი უკვე დიდი ხანია ითხოვს.

„უკრაინამ არსებითად შეარყია რუსეთის სამხედრო ძლიერება, ამიტომ მას სჭირდება ATACMS-ის მცირე ნაწილი ჩვენი მარაგებიდან“ – აღნიშნეს სენატორებმა ტომ კოტონმა, როჯერ უიკერმა, სიუზან კოლინზმა და ლინდსი გრეჰემმა საკუთარ განცხადებაში, რომელიც დათარიღებულია 16 სექტემბრით.

„კოლეგებთან ერთად, მე მივწერე ბაიდენს და მოვუწოდე მას, რომ უკრაინას მიაწოდოს რაკეტები, რომლებიც აუცილებლად ესაჭიროება კიევს გამარჯვებისთვის. თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ, მაშინ ამას მოჰყვება ომის გაჭიანურება და დამატებით მრავალი ადამიანის მსხვერპლი“ – დაწერა სენატორმა კოტონმა სოცქსელებში.

მართალია ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, გამოცხადდება კიევისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა, მაგრამ ამერიკელი მოხელის თქმით, „გადასაცემი იარაღის სიაში –  ATACMS-ის რაკეტები არ ფიგურირებს.“

უკრაინის არმიის კონტრშეტევა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ბრძოლით უკან დაბრუნებას, მიმდინარეობს უაღრესად ნელი ტემპით. სენატორებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა – „მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას“ და ATACMS-ის რაკეტების მიწოდება, რომელთაც ამერიკული კონცერნი Lockheed Martin-ი აწარმოებს, „მაქსიმალურად გაზრდის წარმატების შანსს მიმდინარე კონტრშეტევის დროს და მის შემდგომ პერიოდში.“

რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ( 2022 წლის თებერვალი), აშშ-მ უკრაინას უკვე მიაწოდა 44 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ამასობაში აშშ-ს მთავრობა სწრაფად უახლოვდება ფედერალური ბიუჯეტის მიღების ბოლო ზღვარს. ზოგიერთი რესპუბლიკელი წარმომადგენელთა პალატიდან, იმუქრება, რომ ჩაშლის მოლაპარაკებებს, თუ საბიუჯეტო შეთანხმებაში მოხვდება – უკრაინის შემდგომი დახმარების  საკითხი.

ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ „ძირითადი სულისკვეთება“ კანონმდებლებს შორის იმის თაობაზე, რომ ქვეყანა უნდა გაერთიანდეს უკრაინის მხარდაჭერის საქმეში, ორივე პარტიაში შენარჩუნებულია ისე, როგორც ეს აქამდე იყო.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ კონგრესსა და წინას შორის, არის სხვაობა და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ მაშინ, როცა ამ დღეებში წარიმართება დისკუსიები იმის შესახებ, რა სახის რესურსებით უნდა დავეხმაროთ უკრაინას“ – განაცხადა პარასკევს სალივანმა.

By admin

You missed