Wpolityce პოლონეთი
„უკრაინა, კონფლიქტის დასრულებამდე, პოლონეთს ახლო მეგობრად თვლის, შემდეგ კი, ჩვენს ქვეყნებს შორის, დაიწყება კონკურენცია“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა – მიხაილ პოდოლიაკმა. „მადლობა გულწრფელობისთვის“- პოლონეთ-უკრაინის სამომავლო ურთიეთობებზე გამოთქმული, პოდოლაკისეული მოსაზრებაზე, ასეთი იყო პარტია „კანონი და სამართალის“ წევრის – იაცეკ სარიუშ-ვოლსკის რეაქცია, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა
პოლონელები განარისხა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის – მიხაილ პოდოლიაკის ღია განცხადებამ – ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე. ზელენსკის მრჩეველმა აღნიშნა, რომ კიევი, პოლონეთს მეგობრად განიხილავს მანამდე, ვიდრე ბრძოლის ველზე სროლა გრძელდება, მერე კი, ქვეყნებს შორის, კონკურენცია დაიწყება.
„მადლიერება“ უკრაინულად
ევროპარლამენტარმა – „კანონი და სამართალის“ პარტიიდან, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ, მოკლედ და სინანულით უპასუხა მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, რომელსაც, როგორც ჩანს, გულწრფელობა მოეძალა – სახელმწიფოთშორის ურთიერთობაზე მსჯელობისას.
TVP-ს ჟურნალისტმა – იაცეკ ლესკიმ, ასევე განათავსა ჩანაწერი Twitter-ზე.
„პოდოლიაკის საბედისწერო გამონათქვამი, კეთილი დამოკიდებულების შემთხვევაში, შეიძლებოდა აღგვექვა ისე, რომ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა იქნებოდა ნორმალური, ისეთი, როგორიც ვთქვათ, არის პოლონეთსა და ჩეხეთს შორის, სადღაც ვთანამშრომლობთ, სადღაც კონკურენციაში ვართ – ეს ურთიერთობა დღეს უნიკალურია, რადგან გვყავს საერთო მტერი და მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი. მაგრამ მეგობრობისა და კონკურენციის შეპირისპირება და ამის მიბმა კონფლიქტთან, საშინელებაა. ახლა ჩვენ ვმეგობრობთ, ვინაიდან ასე გვაწყობს, აი კონფლიქტი რომ დამთავრდება, მაშინ გაჩვენებთ, რა შეგვიძლია – მაგალითად გაგაძევებთო, რომელიღაც ბაზრიდან უფრო იაფი პროდუქციით. და ამას ლაპარაკობს კაცი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს წარმოადგენს, იმ უკრაინისა, რომელიც გაჩხერილია რუსეთთან კონფლიქტში, რომელსაც აქვს დრამატული სამხედრო, დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ქვეყანას სული კბილით უჭირავს. კონფლიქტის შედეგები საზარელია და უკრაინა ნანგრევებში იქნება ათობით წელი. ის კი, ასე საუბრობს. ეს დიდი სიბრიყვეა. უკრაინელები, რომელთაც ვიცნობ, ამის გამო, თავში ხელს იცემენ“- დაწერა TVP-ს ჟურნალისტმა.