Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

SwebbTV შვედეთი

 

                          ჩვენ გვეგონა, რომ მსოფლიოში არიან ძალები, რომლებიც დაგვიცავენ, მაგრამ შესაძლოა მოკავშირეებმაც ზურგი გვაქციონ. ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ. აქედან გამომდინარე, უნდა მოვიკრიბოთ მხნეობა, ნებისყოფა და უნდა ვიმოქმედოთ

ჩვენ კი განაცხადი შევიტანეთ ნატოში, რომელსაც ახლა აშშ განაგებს. ალიანსში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის თურქეთს – ესაა ქვეყანა თავისი რელიგიით, ისტორიითა და მომავლით. მართალია ჩვენი მმართველები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა მოთაფლონ, მაგრამ მისი თანხმობის საფასური, გამუდმებით იცვლება და წინა პლანზე გამოდის ისლამი.

ახლა გარკვეულ წრეებში აქტიურად ინერგება აზრი, რომ აიკრძალოს ყურანის დაწვა, რათა ჩვენი განაცხადი ნატოში,  ვერაფერმა დააბრკოლოს.  ამის გამო, ისინი მზად არიან, შეგვიზღუდონ სიტყვის თავისუფლება.

შვედეთის ეკლესიის ეპისკოპოსი – ოკე ბონიერი მოითხოვს, რომ ყურანის დაწვა გამოცხადდეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად და ამტკიცებს, რომ ეს არის „თავდასხმა არა მარტო ისლამზე, არამედ ყველა სხვა მორწმუნეზე“.

შვედეთის ხელისუფლებამ თავისთან მიიწვია მსხვილი მუსულმანური ორგანიზაცია შეხვედრაზე, ეგიდით – „ბრძოლა ისლამოფობიის წინააღმდეგ“. მაგრამ ამ ე.წ. „ისლამოფობიად“, ხშირად ინათლება სრულიად საფუძვლიანი კრიტიკა  ისლამისა. არსებობს საკითხები, სადაც არ შეიძლება დათმო შენი პრინციპები და რწმენა. ეს არის პირდაპირი გზა უძლურებისკენ.

როცა შვედეთის მთავრობა და ჩვენი ეკლესია ხმაშეწყობილი ამბობენ უარს ფუძემდებლურ იდეალებზე და ღალატობენ მათ, ჩვენ ვსუსტდებით, ჩვენი მტრები კი ძლიერდებიან. იგივე კანონი – ეთნიკური ჯგუფების წაქეზების შესახებ – ესაა არის ნაჭერი, რომელსაც პირში გვჩრიან ისლამის საფუძვლიანი კრიტიკის აღსაკვეთად. ჩვენთან, შვედეთში არ მოქმედებს ისლამური კანონები და  არ ვცხოვრობთ შარიათის მიხედვით. ჩვენში მიღებულია საკუთარი წიგნების დაწვა ან ძაღლების ხატვა ნებისმიერი ფორმით (მინიშნება ლარს ვილკსის კარიკატურაზე წინასწარმეტყველ მუჰამედის გამოსახულებით, რასაც საერთაშორისო სკანდალი და მის ავტორზე ანგარიშსწორების მუქარა მოჰყვა – netmedia.ge). ჩვენ გვესმის, რომ ირანში თავისი კანონები აქვთ და მათ პატივს ვცემთ, თუმცა არ ვთვლით, რიმ ისლამის სახელით დასჯა – სამართლიანია. არავითარი „ისლამოფობია“, ეს არ არის. საქმე ისაა, რომ ჩვენ განსხვავებული ღირებულებები გვაქვს.

ახლა კი უსაფრთხოების პოლიციაც ალაპარაკდა ყურანის „შეურაცხყოფასა“ და იმის თაობაზე, რომ ეს ზრდის ტერორიზმის საფრთხეს შვედეთში.

თვით საუბარიც კი, ბეჭდვითი გამოცემით ყურანის შეურაცხყოფაზე, არის ნიშანი კოორდინატთა სისტემის აღრევისა. თუ საქმე საქმეზე მიდგა, სიტყვა „შეურაცხყოფა“ – უფრო მეტად მიესადაგება ჯგუფურ გაუპატიურებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეგულარულად ხდება.

მთავრობა, ხელისუფლება და შვედური ეკლესია, სინამდვილეში მოგვიწოდებენ მორჩილებისკენ და ეს გამორიცხავს ისლამის ნებისმიერ კრიტიკას, მათ შორის არგუმენტირებულს. ამას კი მივყავართ იქამდე, რომ ქვეყანაში ფესვი გაიდგან ისლამისტებმა.

ამის ნაცვლად, შვედეთის ხელისუფლებამ, ისლამისტ ლიდერებთან, უნდა წამოჭრას ქრისტიანთა საყოველთაო დევნის საკითხი.

ყურანის დაწვა იქცა ლაკმუსის ქაღალდად და გამოავლინა სიტყვის თავისუფლებისადმი აგდებული დამოკიდებულება. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროვოკაციები თავისებურად გამართლებულია. ამან შეიძლება თავიდან აგვაცილოს ნატოს  წევრობა, რისთვისაც შვედებს – განსაკუთრებული მადლობა გვეთქმის.

მაგალითისთვის, ავიღოთ შვედეთის სპეცსამსახურების ამასწინანდელი ანგარიში მედიაზე თავდასხმის შესახებ. მათ შორისაა – SwebbTV-ი. სხვა ფაქტებთან ერთად, აღნიშნულია, რომ SwebbTV-ი არის „ დღევანდელი რეჟიმის მთავარი კრიტიკოსი“. ანგარიშის ავტორთა შორის, მოიხსენიება თავდაცვის კვლევითი შვედური ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაშია. ეს უწყება კი მუდმივად არასწორ დასკვნებს იძლეოდა უკრაინის კონფლიქტის შესახებ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა.

როცა მათ აბადაუბდას ეცნობი, ზუსტად ხვდები, როგორ იომებს ჩვენი არმია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ უწყების ნებისმიერი ქმედება თუ განცხადება – სხვა არაფერია თუ არა პროპაგანდა, ასე რომ –  რიკსდაგი და მთავრობა, დღენიადაგ ჩვენს გაცურებას ცდილობს. ეს არ არის სახუმარო საქმე, რადგან სწორედ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის დაცვა.

შვედეთი იმართება არა ხალხის, არამედ „მაფიის“ ინტერესების შესაბამისად, ესაა მსოფლიო ეკონომიკური „მაფია“. შეიძლება ამგვარი შეფასება გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ბოლომდე გავიაზრებთ, აღმოჩნდება, რომ სწორედ „მაფია“ არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას ადამიანის სიცოცხლეს. „მაფიას“ კი მართავენ ე.წ. საერთაშორისო ფინანსური წრეები ანუ გლობალისტები. ეს  ფინანსური დინასტიები აკონტროლებენ ყოველივეს დასავლეთ სამყაროში და დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილსაც.

მაგალითად, რატომ ხდება, რომ ძალადობისა  და დამნაშავეობის ესკალაცია, აიხსნება წმინდა სოციალ-ეკონომიკური ფაქტორებით? და რატომ გვახვევს ამგვარ ინტერპრეტაციას თავს – მედია და წამყვანი კრიმინალისტების უმეტესობა.

მოდის კანონმდებლად იქცა Dagens Nyheter-ი და სხვა გამოცემები, რომლებიც ბონიერის დინასტიას მიეკუთვნება – ეს მათ ჩამოაყალიბეს ჩვენი კოლექტიური აღქმა და ისინი ქმნიან მსოფლიო ეკონომიკური მაფიების დღის წესრიგს.

ის კი კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იმიგრაცია, კლიმატის ცვლილება, ფემინიზმი, ლგბტ თემატიკა, ვაქცინები, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა და დამნაშავეობის მატება…

მსოფლიო ეკონომიკური მაფია იჭრება ნაციონალურ საზღვრებში და ცდილობს პლანეტის მართვას ზენაციონალური ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა – გაერო, ევროკავშირი და ნატო. რა თქმა უნდა, აშშ-ს ხელით.

სხვაგვარად გაუგებარია, როგორ უნდა ყოფილიყო რიკსტაგი ისეთი გულუბრყვილო, რომ აჰყოლოდა პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას, უკრაინაში ამდენი იარაღი გაეგზავნა და ვერ მიმხვდარიყო, საომარ ველზე უკრაინის რუსეთთან დაპირისპირების პერსპექტივას. უკრაინას კი გამარჯვება ნამდვილად არ ემუქრება. მისი „კონტრშეტევა“ ჩაფლავდა – უკვე დაღუპულია ასი ათასობით ჯარისკაცი. აი, რა მოიტანა ყოველივე ამან.

ნატო გადაქცეულია ოლიგარქიული მაფიის კერძო არმიად და „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებით, მისი ნავთობკომპანიები უზარმაზარ მოგებას ნახულობენ.

ისე კი, შვედეთსა და შვედებს აქვთ არჩევანი. ისტორია გვასწავლის, რომ  ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს მოულოდნელად და სწრაფად: თევზების გუნდმა, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება პირი იბრუნოს და საპირისპირო მიმართულებით გასცუროს.

 

 

By admin