Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Telegraph  დიდი ბრიტანეთი

რობერტ კლარკითავდაცვისა და უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის – Civitas-ის დირექტორი, ყოფილი სამხედრო

 

ეს კვირა გარდამტეხია უკრაინული კონტრშეტევისა და შესაძლოა მთელი კონფლიქტისთვისაც კი. უკრაინას მოუწევს გადაჭრას სახმელეთო დერეფანი კონტინენტურ რუსეთსა და ნახევარკუნძულს შორის. ეს მოასწავებს მძიმე ბრძოლებს ზღვაზე გასასვლელად, ამასთან საჭიროა, მტერს ხელიდან გამოჰგლიჯო ქალაქები – ტოკმაკი და მელიტოპოლი

რუსების პირველი ზრუდეების გადალახვაც კი, მეტად რთული აღმოჩნდა: გულადი უკრაინელი გამნაღმველები შევიდნენ მსოფლიოს ყველაზე დანაღმულ ნაწილში. ამას გარდა, რუსების მიერ დანაღმული ველები, სავსეა სატანკო ხაფანგებით, დაცულია ავიაციითა და საარტილერიო ცეცხლით. საშუალოდ, საექპერტო მონაცემებით, ტერიტორიის ყოველ კვადრატულ კილომეტრზე – განთავსებულია 1 500 ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. დანაღმული ველების შემდეგ, იწყება სამსაფეხურიანი ტრანშეების ქსელის პირველი მონაკვეთი და ის მიემართება რამდენიმეკილომეტრიანი სიღრმისკენ. იქ განლაგებულნი არიან ერთ-ერთი საუკეთესო რუსი მებრძოლები, რომლებსაც ევალებათ შეტევის აღკვეთა.

ეს ვითარება, შესაძლოა ვინმეს იმედისმომცემად ეჩვენებოდეს, მაგრამ დრო ყველაზე ულმობელი ფაქტორია ბრძოლის ველზე და ის, სამწუხაროდ უკრაინელების საწინააღმდეგოდ მუშაობს. კონტრშეტევის მომდევნო ეტაპია, ზაპოროჟიესა  და მელიტოპოლის ოლქები (ასეა ორიგინალში, იგულისხმება ხერსონის ოლქი – შენიშვნა მთარგმნელისგან). მათი ხელში უსწრაფესად ჩაგდებასაც  კი, დასჭირდება რამდენიმე კვირიანი სასტიკი ბრძოლა.

ამასობაში დაიწყება ავადსახსენებელი უკრაინული საშემოდგომო უგზოობა, სავალი ნაწილი ატალახდება თავსხმა წვიმებისა და წყალმოვარდნებისგან, რაც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს ჭაობად აქცევს და გააძნელებს ჯავშანტექნიკის შტურმსა და მანევრირებას. სწორედ ამას შეეჯახა ნაპოლეონის გვარდია XIX საუკუნეში და ჰიტლერი 1941 წლის შემოდგომაზე. საბოლოოდ, ორივე არმიამ კატასტროფა იწვნია. ამ შემოდგომაზე კი, უკრაინელებს მოუწევთ ჭიდილი საკუთარ მიწასთან, კიდევ ერთ მოწინააღმდეგესთან, რუსების გარდა. ამდენად, უკრაინას არ რჩება სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ შეუტიოს მკაცრი ზამთრის თვეებში, იმ იმედით, რომ მოახერხებს ჯავშანტექნიკის სწრაფად გადასროლას გაყინულ გრუნტზე იმ დროს, როცა რუსი წვევამდელები იკანკალებენ გაყინულ სანგრებში. გაზაფხულზე კი დაბრუნდება უგზოობა, დიდი ალბათობით, ეს იქნება კონტრშეტევის დასასრული.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მორიგი არჩევნები შთანთქავს არსებულ პოლიტიკურ კაპიტალს, იმძლავრებს დაღლა კონფლიქტისგან, უკრაინას რჩება სულ რამდენიმე თვე, რომ ბრძოლით დაიბრუნოს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია და ეს მოახერხოს, რაც შეიძლება სწრაფად. მომდევნო წელს გაიზრდება დიპლომატიური წნეხი, რომ უკრაინა  დაითანხმონ ზავზე ამა თუ იმ პირობით – გადაიარაღების პროცესში მყოფი რუსეთისა და მისი ჩინელი სპონსორების გულის გასახარად, რომელთაც სურთ კონფლიქტის „გაყინვა“.

უკრაინის მხრიდან მელიტოპოლზე და აზოვის ზღვაზე კონტროლის დაწესება, მნიშვნელოვნად განამტკიცებდა კიევის პოზიციებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომდევნო წელს მას თავს დაატყდა მსოფლიო საზოგადოებრიობის წნეხი. ამდენად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინული ძალები ყოველივე აუცილებლით – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ დაპირებული იარაღის მიწოდება.

By admin