Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Monde  საფრანგეთი

 

  თებერვლიდან, 1 600-ზე მეტი უკრაინელი გადის სწავლებას ფრანგი სამხედროების თაოსნობით საიდუმლო პოლიგონზე, გამოაცხადა 10 ივლისს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა – სებასტიან ლეკარნიუმ ბაზაზე სტუმრობისას

ოცამდე უკრაინელი ჯარისკაცი ემზადება ქალაქში ბრძოლის მოდელირებისთვის პოლონურ სოფელში მოწყობილი, ინსცენირებული დასახლების ქუჩებში. რამდენიმე თარჯიმნის თანხლებით, ახლა 2023 წლის ივლისში, ისინი ამუშავებენ შენობაზე შტურმს ფრანგი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. აქამდე პარიზი მტკიცედ იცავდა კონფიდენციალურობას უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებასთან დაკავშირებით – ეს პროცესი დაიწყო თებერვალში, მაგრამ, რაკი თავდაცვის მინისტრი ბაზას პოლონეთში თავად ეწვია, ამის შესახებ პრესაც ალაპარაკდა.

„ეს წვრთნები გასტანს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“ -განაცხადა მინისტრმა პოლონეთში სტუმრობისას. „თქვენ იბრძვით თქვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი ღირებულებისთვის“ – დასძინა მან უკრაინელი ჯარისკაცებისადმი გაკეთებულ მიმართვაში – პოლიგონზე ყოფნისას, რომლის მდებარეობა, ჯერ კიდევ არ ხმაურდება. ამ ვიზიტის მსვლელობის დროს, სებასტიან ლეკორნიუმ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ. ამ დროისთვის საუბარია – 5 200 ჯარისკაცზე, რომლებიც ფრანგებმა კონფლიქტის დაწყებიდან გაწვრთნეს, მათ შორის – 1 600-ზე პოლონეთში, 3600-ზე კი საფრანგეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ქალაქ კანიჟერსეში, ვარის დეპარტამენტში. ეს არის ნაწილი იმ 30 000-იანი კონტიგენტისა, რომლის გაწვრთნის ვალდებულებაც, საკუთარ თავზე აიღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა – უკრაინის დახმარების მისიის ფარგლებში.

პოლონეთში ყოფილ საბჭოთა ბაზაზე, რომელიც ამ სწავლებებს დაეთმო, განთავსებულია 120 ფრანგი ინსტრუქტორი და 80-კაციანი დამხმარე პერსონალი. ფრანგები ცხოვრობენ კარვებში, უკრაინელები კი კორპუსებში. სწავლების მიზანია, კვირაში ექვსდღიან განუწყვეტელ რეჟიმში, გაიწვრთნას 500 ჯარისკაცი. შედეგად, მათ უნდა შეძლონ „ბრძოლის ქარცეცხლში შესვლა“ მცირე შენაერთებად და ასევე ბატალიონის დონეზე ანუ 500-კაციანი შემადგენლობით. „ვადები შეკუმშულია, მაგრამ გათვალისწინებულია უკრაინული არმიის მოთხოვნილებები“ – გვიხსნის პოლკოვნიკი ბენუა, რომელიც საფრანგეთმა  პოლონურ შტაბში მიავლინა.

By admin