Verkkouutiset.fi ფინეთი
იუისო ლაიტინენი
„ფინეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ, ამიერიდან განსაზღვრავს ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. ფინეთს უკვე აღარ აქვს განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობები რუსეთთან“ – განაცხადა ვალტონენმა
ელინა ვალტონენი ამბობს, რომ არ ჰქონია კონტაქტი რუსულ მხარესთან, მისი მინისტრობის პერიოდში. ვიდრე გრძელდება კონფლიქტი უკრაინაში, ცვლილებები არ არის მოსალოდნელი: „ჩვენ შეგვეძლება რაიმე ურთიერთობის აწყობა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეწყვეტს მოქმედებას უკრაინის წინააღმდეგ და დაიცავს საერთაშორისო შეთანხმებებს“ – აღნიშნა მან.
მიუხედავად ამისა, ვალტონენი თვლის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე, აუცილებელია პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. ეს არხი უნდა შენარჩუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯების გამო, სიტუაცია გართულებულია – ასეთი ნაბიჯი იყო, მაგალითად ფინეთის გენერალური საკონსულოს დახურვა სანკტ-პეტერბურგში.
ვალტონენს არა აქვს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, წაადგება თუ არა ფინეთს კრემლში ხელისუფლების შეცვლა. ის იმედოვნებს, რომ რუსეთში დემოკრატია განვითარდება.
„ვფიქრობ, რუს ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება, რომელიც მოერგება დემოკრატიის პირობებს. დემოკრატიის მხარდაჭერა რუსეთში – საშური საქმე იქნებოდა“.