Breitbart აშშ
კურტ ზინდულკა
ახლახან ზალუჟნიმ გამოხატა თავისი უკმაყოფილება დასავლური დედაქალაქებისა და პრესის მიმართ, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინელი მებრძოლები ვერ აჩვენებენ საკმარის პროგრესს რუსების გამაგრებულ პოზიციებზე იერიშისას
„ეს მე მაგიჟებს“ – განაცხადა გენერალმა გამოცემა Washington Post-თან ინტერვიუში. „ეს არ არის შოუ, რომელსაც მსოფლიო უყურებს და რომელზეც ფსონები უნდა კეთდებოდეს. თითოეული მეტრისთვის იღვრება სისხლი და ასეა ყოველდღე“.
ფრონტის ხაზზე შესამჩნევი წარმატების უქონლობას, ზალუჟნი იმით ხსნის, რომ უკრაინას არ მიეწოდება საკმარისი დახმარება. გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია ჩამორჩება რუსულს – რაოდენობრივად, შეიარაღების მხრივ და ეს უპირველესად ეხება არტილერიას. მისი თქმით, რუსები ისვრიან 10-ჯერ მეტ ჭურვს, ვიდრე მისი მებრძოლები და ამაში ბრალი მიუძღვით დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც არ აწვდიან უკრაინულ არმიას საკმარისი რაოდენობის ჭურვს.
მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ამერიკული წარმოების F-16-ის მიწოდების პროცესი, მეტად დუნედ მიმდინარეობს, რომლის უკრაინისთვის გადაცემის უფლება აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოკავშირეებს ჯერ კიდევ მაისში მისცა, დიდი შვიდეულის იაპონიაში შეკრებამდე მისცა. ვარაუდობენ, რომ თანამედროვე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა, სექტემბრამდე არ მოხერხდება და გაურკვეველია, რომელი ქვეყნები აპირებენ ამ ნაბიჯის გადადგმას.
ზალუჟნის თქმით, ის ხშირად ესაუბრება გაერთიანებული შტაბების მეთაურს – გენერალ მარკ მილის F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის აუცილებლობაზე.
… უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ივნისში აღიარა, რომ კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ, „მიმდინარეობს უფრო ნელა, ვიდრე სასურველია“.
ამასობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან გაშუალებული ომის დაფინანსებას ეწინააღმდგებიან რესპუბლიკელები, რომლებიც აკოტროლებენ წარმომადგენლობით პალატას, უკრაინა, სავარაუდოდ მიიღებს დახმარების ახალ პარტიას. პენტაგონმა გვაცნობა, რომ დახმარების ცხრილებსა და გეგემებში, გაიპარა „ბუჰღალტრული შეცდომა“ – 6.2 მილიარდი დოლარის ოდენობით, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა – უკრაინას გაუგზავნოს მეტი იარაღი და ტექნიკა.
ამ ცნობის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა ბევრი ქილიკი ორივე პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან, გაისმა მოთხოვნა, რომ პენტაგონი შეამოწმოს აუდიტის სამსახურმა. სენატორებმა – რენდ პოლმა, ბერნი სანდერსმა და ჩაკ გრასლიმ, მხარი დაუჭირეს კანონპროქტს, რომელიც მოითხოვს, თავდაცვის სამინისტრომ წარუდგინოს სრული ბუჰღალტრული ანგარიში დამოუკიდებელ აუდიტორს შემდეგი წლის დასაწყისთვის – წინააღმდეგ შემთხვევაში, პენტაგონს მოუწევს ბიუჯეტის შეკვეცა.
იმ სახსრებთან დაკავშირებით, რომელიც იგზავნება უკრაინაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოში, კითხვები არ მარტო ვაშინგტონიდან ისმის. ამ კვირაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოითხოვა, რომ ბრიუსელმა წარმოადგინოს ანგარიში, თუ რაში დაიხარჯა 70 მილიარდი ევრო, რომელიც კიევს გადაეცა. ეს უნდა მოხდეს იქამდე, ვიდრე უკრაინას გადასცემენ დამატებით 50 მილიარდ ევროს – ამის შესახებ გახმიანდა ივნისში.
„ევროკომისიამ უნდა უპასუხოს კითხვას, თუ სად წავიდა ფული და ვინ იქნება პასუხისმგემელი იმაზე, რომ ორნახევარი, სამი წლის შემდეგ ევროკავშირს გაბანკროტება ელის“ – განაცხადა ორბანმა.