Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ISW  აშშ

 რაილი ბეილი, კაროლინა ჰერდი, ნიკოლ ვოლკოვი, ანჟელიკა ევანსი და ფრედერიკ უ. კაგანი

 

   რუსი მილბლოგერების ურეაქციობა, უკრაინელების მიერ ჩონგარს ხიდზე მიტანილ დარტყმაზე, მოწმობს იმას, რომ კრემლმა მათ უბრძანა, თავი შეეკავებინათ რიგი საკითხების გაშუქებისგან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივლისს განაცხადეს, რომ მათ დაარტყეს ჩონგარის ხიდს, რომელიც მდებარეობს М-18 (ჯანკოი-მელიტოპოლის) მაგისტრალზე, ოკუპირებულ ყირიმსა და ხერსონის ოკუპირებულ ნაწილს შორის

          ISW-იმ ვერ აღმოაჩინა  რუსი მილბლოგერების ერთი შეფასებაც კი უკრაინული იერიშის შესახებ და ვერც ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – ვლადიმირ სალდოს განცხადების მხარდამჭერი კომენტარი მოიძია იმის თაობაზე, რომ რუსულმა ძალებმა შეძლეს 12 უკრაინული ფრთოსანი რაკეტის – Storm Shadow-ს დაჭერა, რომლებიც მიმართული იყო ხიდისკენ. ერთადერთი წყარო, რომელმაც სიჩუმე დაარღვია,  იყო ადგილობრივი Telegram-არხი, რომელმაც გაამყარა რუსი ტურისტების განცხადება იმის შესახებ, რომ ხიდი ჩაიკეტა სატრანსპორტო მოძრაობისთვის. რუსმა მილბლოგერებმა, ამ ფაქტზე, მხოლოდ აღშფოთება და სინანული გამოხატეს, არადა ისინი რეგულარულად აკეთებენ კომენტარებს უკრაინელების, როგორც წარმატებულ, ისე წარუმატებელ შეტევებზე, რომელთა სამიზნეს რუსული ლოგისტიკა წარმოადგენს. ჩონგარის ხიდი – საკვანძო ობიექტია სახმელეთო კავშირის ხაზზე და ძნელი საფიქრებელია, რომ მილბლოგერებმა ნებაყოფლობით მოახდინეს ამ დარტყმის უგულებელყოფა.  ISW ადრე წერდა, რომ ნაწილი რუსი მილბლოგერებისა, სავარაუდოდ ქმნიან კრემლის ნარატივების შესაბამის სურათს ომის მიმდინარეობის  შესახებ. როგორც ჩანს, ეს ხდება დასჯის შიშით, როგორც ამას ადგილი ჰქონდა საინფორმაციო სივრცეში გირკინისა და „ვაგნერის“ დამფინანსებლის – პრიგოჟინის კრიტიკის შემთხვევაში. სავარაუდოდ, ეს არის კონკრეტული დირექტივის შედეგი, რათა არ გაშუქდეს რუსეთის კრიტიკული მნიშვნელობის სისტემებში არსებული ჩავარდნები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვალთმაქცურად შეაფასა მიმდინარე უკრაინული კონტრშეტევა და თქვა, რომ ის ემუქრება  მოლაპარაკებათა პერსპექტივას. 29 ივლისს, რუსეთ-აფრიკის სამიტის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, პუტინმა უკრაინას ბრალი დასდო იმაში, რომ კიევის მსხვილმასშტაბიანი შეტევა ხორციელდება იმიტომ, რომ მოსკოვმა ვერ შეძლოს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა, ვიდრე უკრაინელთა შეტევას არ დასრულდება. რუსეთის ოფციალური პირები, მანამდეც იყენებდნენ მოლაპარაკების თემას, როგორც იარაღს, რათა  უკრაინა წარმოეჩინათ მხარედ, რომელსაც არ სურს მოლაპარაკებების დაწყება. პუტინი, უკრაინის კონტრშეტევაზე, ისე მსჯელობს, რომ გაბათილდეს ცნობები უკრაინის წარმატებების შესახებ. მეორე მხრივ, რუსები გამუდმებით  უტევენ ლუგანსკისა და დონეცკის შემოგარენს, მას შემდეგ, რაც უკრაინელთა კონტრშეტევა დაიწყო. ეს ფაქტი, პუტინს, რა თქმა უნდა, არ გახსენებია. პუტინმა მაღალი შეფასება მისცა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ანდრეი მორდვიჩევის საქმიანობას, უკრაინელთა შეტევის მოგერიებისა და არმიის წინსვლის გამო – სავარაუდოდ, გულისხმობდა ლუგანსკის ოლქს.

უკრაინულმა არმიამ კონტრშეტევითი ოპერაციები წარმართა ფრონტის, სულ მცირე, სამ მონაკვეთზე. უკრაინული სამხედრო  წყაროები იტყობინება, რომ უკრაინელი მეომრები აღწევენ მცირე  წარმატებებს ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე და თანდათან წინ მიიწევენ ბერდიანსკის მიმართულებით (დონეცკის დასავლეთ და ზაპოროჟიეს მარჯვენა ფლანგებზე) ასევე, მელიტოპოლისკენ (ზაპოროჟიეს ოლქი).

 

By admin