ISW აშშ
გრეის მეპსი, კაროლინა ჰირდი, ნიკოლ ვოლკოვი, კრისტინა ჰარვარდი და ფრედერიკ უ. კაგანი
17 ივლისის თავდასხმა ქერჩის სრუტეში მდებარე ხიდზე, როგორც ჩანს, მოახდენს ხანგრძლივ გავლენას რუსულ ლოგისტიკაზე უკრაინის სამხრეთში. მოსკოვმა, რუსეთისა და ყირიმის დამაკავშშირებელ ხიდზე იერიშში, უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა, რომელთაც, მისი თქმით, გამოიყენეს გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები
კადრებზე ჩანს, რომ ხიდის ერთი მალა ჩანგრეულია, მეორე კი დაზიანდა, თუმცა არ დარღვეულა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმებს არ დაუზიანებია სარკინიგზო ხიდისა და საავტომობილო გზის ბურჯები. სარკინიგზო მოძრაობა ქერჩის ხიდზე, განახლდა ინციდენტიდან რამდენიმე საათში. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ინტენსიურად მიმართა სატრანსპორტო ნაკადები ყირიმიდან რუსეთისკენ, ხოლო რუსული წყაროების თანახმად, დიდი საცობები წარმოიქმნა ყირიმის ჯანკოის რაიონიდან მელიტოპოლის მიმართულებით. რუსმა ტურისტებმა, რომლებიც გარბიან ოკუპირებული ყირიმიდან, დააბრკოლეს საგზაო მოძრაობა და გააძნელეს ყირიმის გამოყენებით ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტების ზურგის მომარაგება. საოკუპაციო ხელისუფლებამ ურჩია სამოქალაქო პირებს, გამოეყენებინათ ევაკუაციის ალტერნატიული მარშრუტები, რათა შექმნილი სიტუაცია შეძლებისდაგვარად განმუხტულიყო. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა უარი თქვა, უკრაინის ამ ინციდენტთან კავშირზე, კომენტარი გაეკეთებინა. ხიდი ქერჩის სრუტეზე და ყირიმის გასამხედროებული რაიონები, წარმოადგენს ლეგიტიმურ სამიზნეებს უკრაინული არმიისთვის, რადგან რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, ის ახორციელებს თავდაცვით ოპერაციებს, როგორც ISW-თან საუბარში, ადრეც აცხადებდნენ უკრაინის ოფიციალური პირები.
რუსეთის ხელისუფლები უუნარობა, საკუთარი საზოგადოება შეამზადოს საომარი პირობებისთვის, დიდი გავლენას მოახდენს რუსულ ლოგისტიკაზე, რადგან ტურისტული ნაკადები რუსეთიდან ყირიმში, თანაც უკრაინული კონტრშეტევის მიმდინარეობისას, აზიანებს მომარაგებას. ქერჩის ხიდი ერთ-ერთია ორი სახმელეთო კავშირიდან, რომლითაც ხდება რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მხარდაჭერა. მეორე მარშრუტი კი გადის – ოკუპირებული დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე. ამდენად, ეს დარჩენილი მიმართულება, სადღეისოდ წარმოადგენს რუსეთის მრავალრიცხოვანი მექანიზებული შენაერთების ძირითად მომმარაგებელს, რამაც უნდა უზრუნველყოს უკრაინული კონტრშეტევის განეიტრალება. რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის მოხელეები აგრძელებენ ყირიმის საკურორტო ზონად წარმოჩენას, ნაცვლად იმისა, რომ ურჩიონ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იქ ჩასვლისგან, როგორც ამას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება გააკეთებდა. ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო წარმომადგენლობა, ყველანაირად ცდილობდა მოეგვარებინა საგზაო მოძრაობის პრობლემები, რაც ხიდზე ტურისტული ნაკადების ზრდამ გამოიწვია. ამის შესახებ, ISW-ი ადრეც იტყობინებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ბრძანებაც კი გამოსცა, რომ ტურისტების გადასაყვანად, რუსული სამხედრო საშუალებები გამოეყენებინათ. ზოგიერთი რუსი მილბლოგერი ვარაუდობს, რომ მზარდ ტურისტულ ნაკადებს, ქერჩის ხიდზე განხორციელებული შეტევაც კი ვერ დააბრკოლებს.