Цензор.НЕТ უკრაინა
სამიტის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს, ჯერ კიდევ არა აქვთ შემუშავებული ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა იყოს ფორმულირებული უკრაინისა და მისი ნატოში მისწრაფების საკითხი სამიტის კომუნიკეში. ამის შესახებ, წერდა გამოცემა Politico – „ევროპეისკაია პრავდაზე“ დაყრდნობით
ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად, სამიტის კომუნიკეში ჩასაწერი ფორმულირებები უკრაინის შესახებ, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ნატოს წევრი ქვეყნის ერთ-ერთმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, ის 100%-ით ოპტიმისტურია“ და რომ შეთანხმებამდე „ძალიან ახლოა“.
ჩინოვნიკები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ამ საკითხზე, სამშაბათს ისევ შეხვდებიან ერთმანეთს – უკვე სამიტის პარალელურად.
როგორც ცნობილია, უფრო მტკიცე ფორმულირებების წინააღმდეგ, გამოდიან გერმანია და აშშ.
ორშაბათს ერთ-ერთმა გერმანელმა ჩინოვნიკმა ანონიმურად აცნობა ჟურნალისტებს, რომ „უკრაინის ნატოში მიწვევისა და მისი გაწევრიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო, ჯერ არ დამდგარა“ და რომ მოკავშირეებს შორის, ამ მხრივ არ არსებობს კონსენსუსი.