Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The American Conservative  აშშ

დიტერ შტეინი

 

ემარჯვენე ყაიდის პარტიები, იძლიერებენ თავის პოზიციებს ძველ სამყაროში.

ბოლო არჩევნებზე, მემარჯვენე ფლანგის, ნაციონალ-კონსერვატიული პარტიები აღწევენ ხელშესახებ წარმატებას მთელს ევროპაში და ლიდერობენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში

უკმაყოფილო ამომრჩევლები, მათ სულ უფრო აქტიურად უჭერენ მხარს. ზოგიერთი ლიბერალი მიმომხილველი შიშობს, რომ ევროპას თავს დაატყდება „მემარჯვენე ცუნამი“. უკვე დიდი ხანია, რაც ისთებლიშმენტი – მემარჯვენე ახალბედებს არ აკარებს ხელისუფლებას, მაგრამ სიტუაცია თანდათან იცვლება. იტალიას, შემოდგომიდან მოყოლებული, მყარად განაგებს მემარჯვენე ხელისუფლება. მემარჯვენეები მტკიცე ნაბიჯებით მიიწევენ წინ ძველი კონტინენტის ბევრ ქვეყანაში, დაწყებული გერმანიიდან და საფრანგეთიდან, დამთავრებული ესპანეთით, სკანდინავიით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპით. „დამცავი კედლის“ და „სანიტარული კორდონის“ პოლიტიკა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მემარჯვენეებისთვის ხელისუფლებისკენ სავალი გზის ჩახერგვა, წარუმატებლად მიმდინარეობს და სადაცაა დასრულდება.

მემარჯვენე ძალების ევროპაში მომძლავრების მთავარი მიზეზი – ესაა  მასობრივი არეულობები, ცხოვრების გაძვირება და ენერგორესურსებზე ფასების ზრდა, რაც უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს მოჰყვა. ამას გარდა, მემარჯვენე პარტიების  უმრავლესობა, სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, თუმცა საგარეოპოლიტიკური მისწრაფებები, ყოველთვის არ არის თანმიმდევრული და მყარი. უკრაინის კონფლიქტის გამო, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება, ბევრჯერ გახდა მემარჯვენე პარტიებს შორის უთანხმოების მიზეზი. ამ საკითხს მოგვიანებით მივუბრუნდებით. ამჯერად, დავიწყოთ მცირე პოლიტიკური ექსკურსით, რათა მეტი წარმოდგენა გვქონდეს ბებერ კონტინენტზე  მიმდინარე  ცვლილებების თაობაზე. დავიწყოთ გერმანიით, სადაც ხსენებაც კი ქრისტიან დემოკრატებზე უფრო მემარჯვენე პარტიისა, მკრეხელობა იყო. მას ანგელა მერკელი უძღვებოდა.  ასევე არსებობდა  ქდკ-ს მონათესავე ქრისტიან-სოციალური კავსირი (ქსკ). მერკელმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, გადახრილიყო მარცხნივ, მან ბედის ანაბარა მიაგდო ტრადიციული კონსერვატიული ფრთა და ვაკუუმი შექმნა მარჯვენა ფლანგზე. ეს ვაკუუმი შეავსო ევროსკეპტიკოსების ახალმა პარტიამ – „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც 2013 წელს, ევროს კრიზისის დროს დაფუძნდა. 2015 წელს, მერკელმა გაუღო საზღვრები მილიონზე მეტ მიგრანტსა და დევნილს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან. პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და მედიის მხრიდან  გაშმაგებული წინააღმდეგობისა და ოსტრაკიზმის მიუხედავად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – მოხვდა ფედერალურ პარლამენტში, ბუნდესტაგში.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ალტერნატივას“ მხარდაჭერა – ორჯერ ან სულაც სამჯერ გაეზარდა და ახლა 20%-ს და შესაძლოა – უფრო მეტსაც შეადგენდეს. ეს გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილებამ, რაც მოჰყვა გერმანიის ეკონომიკის  და კლიმატის მინისტრის, მწვანეთა  წარმომადგენლის სკანდალურ წინადადებას, აკრძალულიყო გაზის გამათბობელი ქვაბები. გამოკითხვების თანახმად, „ალტერნატივა“ აშკარად უსწრებს მმართველი – ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მისი სამპარტიული კოალიციური მთავრობა (გსდპ, მწვანეეები და ლიბერალური თავისუფალი დემოკრატიული პარტია) უკიდურესად არაპოპულარული გახდა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რომელიც სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია ABD-მ ჩაატარებინა, ამომრჩეველთა 79% აცხადებს, რომ უკმაყოფილოა მმართველი პარტიის პოლიტიკით.

მემარჯვენეთა გაძლიერება გერმანიაში, იწვევს, არათუ შეშფოთებას, არამედ ისტერიკას სხვა პარტიებში. მათ კინაღამ აპოლეპტიკური დარტყმა მიიღეს, როცა „ალტერნატივას“ კანდიდატმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ზონენბერგის ფედერალურ მიწაზე, თიურინგიაში (ქვეყნის აღმოსავლეთი). გერმანიის კონსტიტუციური დაცვის ფედერალურმა  უწყებამ, რომელიც კონტრდაზვერვით არის დაკავებული და რომელიც შემჩნეულია პოლიტიკურ მიკერძოებასა და არასასურველი ოპოზიციური ორგანიზაციების შევიწროებაში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამხილა ექსტრემიზმში. თუმცა იარლიყების მიწებება  (სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან), უკვე ნაკლებეფექტიან იარაღად იქცა. ამომრჩევლები უბრალოდ აღარ აქცევენ ყურადღებას ასეთ საყოველთაო  მოწოდებებს.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი მძიმე დღეში აღმოჩნდა. მან პირობა დადო, რომ ააგებდა „დამცავ კედელს“ მემარჯვენე კონკურენტის წინააღმდეგ, თუმცა ამ კურსის შენარჩუნება სულ უფრო ჭირს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიის მიწაზე, ანუ ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე, სადაც „ალტერნატივას“ მხარს უჭერს ამომრჩეველთა მეოთხედი თუ სულაც მესამედი.

„დამცავი კედლის“ სტრატეგია (საფრანგეთსა და გერმანიაში მას ხშირად უწოდებენ „სანიტარულ კორდონს“) აუცილებლად ჩაფლავდება თუ გაგრძელდება პოლიტიკური რეალობის უარყოფა იმ ვითარებაში, როცა მემარჯვენე ფლანგის ოპოზიციური პარტია ძალზე დიდია, დემოკრატიის პირობებში მისი გარიყვა – საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობიდან – შეუძლებელია.

საფრანგეთში ვხედავთ, რომ აპრილის სოციოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა: მარინ ლე პენი დღეს ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია ქვეყანაში და ის უსწრებს მაკრონს, რომელსაც გაუცხოებულ და მედიდურ მმართველად მიიჩნევენ. ასეთი განწყობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა უბრალო ადამიანებში, რომლებიც უპირისპირდებიან მთავრობის არაპოპულარულ საპენსიო რეფორმას. ახლა საფრანგეთში, ისევ დაიწყო არეულობა (პარიზის შემოგარენში), რომელიც ძირითადად აფრიკელი და არაბი მიგრანტებით არის დასახლებული. რასობრივი ნიშნით ამბოხებებმა, ბოლო დროს იფეთქა პარიზში, მარსელში, ლიონში და სხვა დიდ ქალაქებში.

ანალოგიური ვითარებაა შვედეთში. მცდელობამ, პოლიტიკური საქმიანობიდან მოეკვეთათ მემარჯვენე პარტიები  და ამგვარად შეენარჩუნებინათ სტატუს-კვო, შედეგი ვერ გამოიღო. მიგრანტთა ნარკოდაჯგუფებებს შორის გაჩაღებული მრავალწლიანი ომის, თითქმის ყოველდღიური სროლებისა და აფეთქებების გამო, ამომრჩევლები განრისხებული არიან  არსებული რბილი საემიგრაციო პოლიტიკითა და უშიშროების სამსახურების უმოქმედობით. ეს კი აძლიერებს მემარჯვენე პარტიის – „შვედი დემოკრატების“ პოზიციებს. რესპექტაბელობის მოსაპოვებლად, მათ სტრატეგიული არჩევანი გააკეთეს ზომიერ განცხადებებზე, რადიკალი წევრები დაითხოვეს თავისი რიგებიდან და დროთა განმავლობაში, მათ წინააღმდეგ აგებული „დამცავი კედელი“ გადაინგრა.

„შვედმა დემოკრატებმა“, გასული წლის სექტემბერში, მოახდინეს გარღვევა არჩევნებზე. დღეს მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული ახალი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია. მეზობელმა ფინეთმა, ასევე გადაუხვია მარჯვნივ. მისი პოპულისტური მემარჯვენე პარტია –  „ჭეშმარიტი ფინელები“, გასულ თვეში შევიდა კოალიციურ მთავრობაში (თუმცა მოასწრო გახვეულიყო სკანდალებში და ის რასიზმში ამხილეს). ბოლო დროის „მემარჯვენე-წარმატების“ სიმბოლოდ იქცა – ჯორჯა მელონის „იტალიის ძმების“ გამარჯვება სექტებრის არჩევნებზე. ის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალბატონია ამ პოსტზე და ყველასთვის მოულოდნელად სტაბილურად უძღვება მემარჯვენე მთავრობას. მართალია მემარცხენეებმა ყველანაირად სცადეს მისი გაშავება და „პოსტფაშისტი“ უწოდეს, მაგრამ გამჭრიახმა, ჯიუტმა და მომხიბლავმა მელონიმ, მოიპოვა  ფართო მხარდაჭერა, რაკი გამოვიდა პოლიტკორექტული მემარცხენეობის, სოციალური ინჟინერიისა და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ.

 

 

By admin