Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

პოლ ქირბი

 

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ მიაღწიეს წარმატებას ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში. იმავდროულად დასავლელი ოფიციალური პირები, იტყობინებიან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შესახებ

ვიდეორგოლში, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაქვეყნა, უკრაინელი მებრძოლები აცხადებენ, რომ მათ აიღეს სოფელი სტარომაიორსკი.

მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ „ამაგრებდნენ პოზიციებს“, რომლებიც მათ დაიკავეს ამ  რაიონში – ზაპოროჟიეს მარჯვენა ფლანგზე.

უკრაინას არ დაუდასტურებია, რომ მან გააძლიერა კონტრშეტევა.

თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ იერიშებმა „მნიშვნელოვნად იმატა.“

მან, სანკტ-პეტერბურგში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეტევებს წარმატება არ მოჰყოლია.

სეპარატისტების ყველაზე გავლენიანი  ლიდერი – ალეკსანდრე ხოდორკოვსკი არ ეთანხმება პუტინს და ამბობს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინა მეთოდურად ბომბავდა სტარომაიორსკს  და უკვე მიაღწია წარმატებას, დაიკავა რა შემოგარენი. ახლა ის წინ  მიიწევს.

რუსი სამხედრო ბლოგერი  WarGonzo ამბობს, რომ ეს ცნობა საგანგაშოა, ვინაიდან სტარომაიორსკი იყო რუსების ფორფოსტი ზაპოროჟიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე.

რუსი სამხედრო ბლოგერები ითვლებიან ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროდ ფრონტიდან, რაკი არ არსებობს ოფიციალური ექაუნთები.

უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო გასულ თვეში, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, თუმცა კიევისთვის ხელშესახები შედეგი, მას არ მოჰყოლია. უკრაინელი გენერლები გვაფრთხილებენ, რომ სწრაფი შედეგები პრაქტიკულად შეუზლებელია იმის გამო, რომ რუსეთმა გაამაგრა თავდაცვითი ზღუდეები და დანაღმა ველები.

პირმა, რომელიც პასუხისმგებელია სამხრეთში მიმდინარე ოპერაციებზე, გენერალმა ალეკსანდრე ტარნავსკიმ BBC-ის უთხრა:  „ნებისმიერი თავდაცვის გარღვევა შეგიძლიათ, თუ გამოიჩენთ საკმარის მოთმინებას, სწორად შეარჩევთ დროს და შესაბამისად იმოქმედებთ“.

უკრაინის დასავლური ტექნიკა უპირისპირდება რუსულ თავდაცვას.

ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ცნობა, მაგრამ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც მედიასთან ვინაობის გამხელა არ ისურვეს, განაცხადეს, რომ უკრაინული კონტრშეტევა ახალ ფაზაში გადავიდა. აშშ-ში ბაზირებულმა ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ასევე გვაუწყა, რომ დაიწყო ინტენსიური პირდაპირი შეტევა რობოტინოზე – ზაპოროჟიეს სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ბლოგერმა WarGonzo-მ თქვა, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ცეცხლი დაუშინეს რუსულ ძალებს რობოტინოს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გარეუბნებში, თუმცა ეს ფაქტი კიევს არ დაუდასტურებია.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ უკრაინელების ყველა იერიში უკუგდებულია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ – ანა მალიარმა განაცხადა, უკრაინის „თანდათანობით წინსვლის შესახებ“ ორი ქალაქის – მელიტოპოლისა და ბერდიანსკის – მიმართულებით. ამ ორი ქალაქიდან ერთ-ერთის დაკავება, იქნებოდა საკვანძო წარმატება სამხედრო კამპანიაში.

თუ უკრაინელი მებრძოლები მიაღწევენ პროგრესს რობოტინოში, შემდეგი იქნება დასახლებული სამხრეთი პუნქტი – ტოკმაკი, რომელიც მდებარეობს მელიტოპოლის გზაზე.

კიდევ ერთი რაიონი, სადაც უკრაინელების მტკიცებით, ისინი წინ მიიწევენ არის ბახმუტის სამხრეთი. ეს არის ქალაქი, რომელიც რუსმა მებრძოლებმა, ხანგრძლივი და გააფთრებული თავდახმების შედეგად, ნანაგრევებად აქციეს.

ქალბატონმა მალიარმა თქვა, რომ უკრაინელი მებრძოლები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ, ბრძოლები მიდის სამი სოფლისთვის ქალაქის სამხრეთ მიმარულებაზე, ბახმუტის სამხრეთით, „შეტაკებები სისხლისმღვრელია, მტრის ცეცხლი კი ინტენსიური“- გვითხრა მან. ცალკე საკითხია, უკრაინის პარლამენტის მიერ სამხედრო მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივება. ამ გადაწყვეტილებით, გასაწვევი ასაკის პირებს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ.

სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს მაშინ, როცა რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში – 2022 წლის თებერვალში. ეს ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში უნდა გამართულიყო,  გადაიდება.

 

 

By admin