Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

L’Antidiplomatico  იტალია

იბეჭდება შემოკლებით

 

ევროპაში არის ქვეყანა, რომელიც მოგვაგონებს პინოჩეტისდროინდელ ჩილეს. აქ ხდება დაპატიმრება სასამართლოს გარეშე, ადამიანის ქუჩიდან გატაცება, მისი გაუჩინარება, არსებობს საიდუმლო ციხეები, სადაც მოქალაქეების მიმართ იყენებენ წამებას, სექსუალურ შეურაცხყოფას, გაუპატიურებას, აქ მოქალაქეები უკვალოდ ქრებიან – და ეს ხდება კიევის ხუნტის ხელში. დასავლური მთავრობები, სახელისუფლებო პრესა და კეთილი ადამიანები, რომლებიც დღენიადაგ ქადაგებენ თავისუფლებას (საბაზრო ურთიერთობებსა და ომის გაჩაღებაში) გვარწმუნებენ, რომ იარაღი უნდა გაიგზავნოს დემოკრატიის დასაცავად, რომელიც განასახიერებს ევროპულ ღირებულებებს.

მეორე მხრივ, გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიში, ცხადყოფს, რომ თვითგამოცხადებული თავისუფალი სამყარო იცავს სისტემას, რომელიც აშკარად არ ჰგავს დემოკრატიულს. ამ ანგარიშით ირკვევა, რომ უკრაინა არა სამართლებრივი, არამედ პოლიციური სახელმწიფოა.  მართლმსაჯულებას უპირატესად წარმართავს პოლიცია და უშიშროების სამსახურები, ამდენად გაეროს უმაღლესი კომისარი აღნიშნავს მკვეთრ დისბალანს ადამიანის უფლებათა დაცვასა და სასჯელის გარდაუვალობას  შორის. გვხვდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებიც. მთლიანობაში იკვეთება შემაძრწუნებელი სურათი სამართლებრივი განუკითხაობისა, ანუ ირღვევა პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერ იურიდიულ სისტემას.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის 2 მარტის დებულებით, უკრაინამ წესისამებრ აცნობა გაეროს მდივანს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის შესახებ – საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად.  თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ უფლებათა ზოგიერთი ელემენტი არ შეიძლება იყოს ხელყოფილი.   ეს ეხება უკანონო დაკავებასაც.

საომარმა მდგომარეობამ ხელ-ფეხი გაუხსნა უკრაინის პარლამენტს,  შესწორებები შეეტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რათა ოფიციალურ კიევს მისცემოდა უფრო ფართო უფლებამოსილება, დაეკავებინა პირები: „რომლებიც საფრთხეს უქმნიან ნაციონალურ უშიშროებას ან ეჭვმიტანილნი არიან ამგვარი საფრთხის შექმნაში.“

ხელისუფლების „სამოქმედო სფეროს უზომოდ გავრცობის გამო – დასძენენ ანგარიშის ავტორები – უკრაინულ კანონმდებლობაში არსებული დებულებები – შეტანილი ცვლილებების სახით, როგორც ჩანს, სცდება იმ ჩარჩოებს, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ნორმებით და რომლებიც დაცულია საგანგებო ან ომის მდგომარეობის პერიოდშიც კი“.

შედეგად, უკრაინაში შეიქმნა სისხლის სამართლის მოდიფიცირებული სისტემა – „დაკავების უფრო ფართო საფუძვლებითა და გაცილებით სუსტი პროცესუალური გარანტიებით, რაც ზრდის უკანონო დაკავების რისკს“.

მოქალაქეთა უფლებები კიდევ უფრო იზღუდება, დაკავების არაოფიციალური ადგილების გამოყენებით. ეს პრაქტიკა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, დოკუმენტურად ასახა 2014- 2021 წლებში.

შესაბამის მასალებში აღრიცხულია დაკავების 29 არაოფიციალური ადგილი, მათ შორის ბინები, სანატორიუმები, მიტოვებული შენობების სარდაფები, სასაძირკვლე სათავსოები და უკრაინის უშიშროების ადგილობრივი სამსახურები – დნიპროში, ივანო-ფრანკოვსკში, კონსტანტინოვკაში, კრამატორსკში, კრივოი როგში, ნიკოლაევში, ოდესაში, სევეროდონეცკსა და სლავიანსკში. აღნუსხულია სხვა ობიექტებიც, რომელთაც იყენებდნენ დროებითი იზოლაციისთვის.

უკანონო (ორდერის გარეშე) დაკავებების, არაოფიციალური ადგილებისა და სამარტოო საკნების ერთობლიობა, იწვევს შეშფოთებას, ვინაიდან ეს ზომები ფაქტობრივად  გამორიცხავს დაკავებულთა მხრიდან კანონიერი უფლებების გამოყენებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საიდუმლო ციხეებში ადგილი ჰქონდა წამებას, სასტიკ მოპყრობას, სიცოცხლის მოსპობის მუქარას, სექსუალურ შეურაცხყოფასა და გაუპატიურების შემთხვევებსაც კი.

„წამება და სასტიკი მოპყრობა გამოიყენებოდა აღიარების ან ინფორმაციის მიღებისთვის, თანამშრობლობაზე დათახმებისთვის, დაკავებულთა ფულისა და ქონების გამოძალვისთვის, ასევე მათი დასჯის , დამცირებისა და დაშინებისთვის“  – აღნიშნულია ანგარიშში.

 

By admin