Breitbart აშშ
ამგვარი შინაარსის კომენტარები გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. ვლადიმირ ზელენსკი თურქეთში თავისი ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩავიდა, რათა ომის დამთავრების შემდეგ, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხში, ამ ქვეყნის მხარდაჭერა მოეპოვებინა
მოსალოდნელია, რომ სამიტზე, რომელიც მომავალ კვირაში ვილნიუსში გაიმართება, ნატოს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ გარკვეულ ეტაპზე – უკრაინას აუცილებლად მიიღებენ ალიანსში.
„არ არსებობს რაიმე ეჭვი იმის თაობაზე, იმსახურებს თუ არა უკრაინა ნატოში გაწევრიანებას“ – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
მან მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინას მაშინ, როცა თურქეთი აჭიანურებს დადებით პასუხს შვედეთის ნატოში მიღებაზე და აცხადებს, რომ სტოკჰოლმი არ იღებს ეფექტიან ზომებს ქურთი ბოევიკებსა და სხვა ქურთული დაჯგუფებების მიმართ. მათ, ანკარა – საკუთარი უშიშროების საფრთხედ განიხილავს.
გასულ წელს შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მრავალწლიან ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და ნატოში – გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს. წელსვე თურქეთის პარლამენტმა მოახდინა ფინეთის ალიანსში წევრობის რატიფიკაცია, მას შემდეგ, რაც ანკარამ კმაყოფილება გამოთქვა იმ ძალისხმევის გამო, რაც ამ ქვეყანამ გამოიჩინა თურქეთის მოთხოვნების მიმართ.
ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ანკარა მუშაობს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე, რომელიც დაიდო თურქეთისა და გაეროს შუამავლობით და რის შედეგადაც – 30 მილიონი უკრაინული მარცვლეული გადაიტვირთა შავი ზღვით.
შეთანხმების მოქმედების ვადა (ამის შედეგად შენარჩუნდა მსოფლიო ფასები სურსათზე), იწურება 17 ივლისს.
რუსეთს აღარ სურს მისი გახანგრძლივება იმ მოტივით, რომ ამით ხელი ეშლება რუსული საკვები პროდუქციისა და მინერალების ექსპორტს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მარცვლეულის კორიდორზე. ახლა ვარკვევეთ, რა ვადით გაგრძელდება ის – 17 ივლისის შემდგომ“ – განაცხადა ერდოღანმა.
ზელენსკიმ რუსეთი გემების დაბრკოლებაში დაადანაშაულა.
„რუსეთი იქცევა ისე, თითქოს მთელი შავი ზღვა მას ეკუთვნოდეს და ის იყოს მისი ბატონ-პატრონი“- განაცხადა ზელენსკიმ ომის დაწყებიდან თავისი პირველი თურქული ვიზიტის დროს.
ერდოღანმა გვაცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი – თურქეთში აგვისტოში ჩავა და ის აპირებს გამართოს მოლაპარაკებები შეთანხმების გაგრძელებასა და ტყვეთა გაცვლაზე.
თურქეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვს, როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან და ის მხარეებთან კავშირს იყენებს, როგორც კონფლიქტის შუამავალი.